08 მარტი 2021, 16:07 / სანდო წყარო

პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

„თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი სამშობლოს წინაშე საკმაოდ დიდია და ჩვენი მცირედი ყურადღება თქვენ მიმართ, რა თქმა უნდა, ვერ გადაფარავს იმას, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეთ. მინდა, რომ მაგალითი იყოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარმატებულ ვეტერან სპორტსმენ ქალებს შეუძლიათ ძალიან დიდი როლი შეასრულონ გოგონების სპორტში ჩართულობის გაზრდის კუთხით და ზოგადად, ქალებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში.

„რაც შეიძლება მეტი ქალბატონი უნდა იყოს ჩართული სპორტში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული. დღეს ძალიან დიდი სხვაობაა კაცებსა და ქალებს შორის სპორტში ჩართულობასთან დაკავშირებით. მინდა, რომ უფრო მეტი ჩემპიონი ჰყავდეს საქართველოს და ძალიან მინდა, რომ თქვენ იყოთ უფრო აქტიურები, მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუკეთოთ სპორტს და ვინ თუ არა თქვენ იქნებით ამის მაგალითის მიმცემი ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევის საპასუხოდ საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფორმატი იქნება შეთავაზებული.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე წელს, კომიტეტის პრიორიტეტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, სპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობაა.

„დაგეგმილი გვაქვს, რომ 2021 წელს სპორტის განვითარების ძალიან გრძელვადიანი პროცესის სტრატეგია შევქმნათ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში სპორტის როლი ძალიან დიდი უნდა იყოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ვეტერან სპორტსმენ ქალებს რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა.

„ამდენ ჩემპიონ ქალთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა ნამდვილად უნიკალური შემთხვევაა, მით უმეტეს, კოვიდის ერთწლიანი პანდემიის პერიოდში. ჩვენი გოგონებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის, მათი თვითრწმენისათვის, მათი შინაგანი სიძლიერისა და გონებრივი განვითარებისათვის, იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები იყოს ნაკლები, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერია ქალი, მით უფრო ჯანსაღია ოჯახი, მათი უკეთესი დედობისთვის ძლიერი ქალის მაგალითის ჩვენება არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ გოგონებს ჰქონდეთ მეტი მოტივაცია და სტიმული, სპორტით დაკავდნენ, საჭიროა სწორი მიდგომები.

„თითოეული თქვენგანის ისტორია და ბიოგრაფია უნიკალურია, ის სავსეა ბარიერების გადალახვით, მარცხით და გამარჯვებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თქვენ გამარჯვებულები ხართ, თქვენ ხართ ჩემპიონები და თქვენი ამ წარმატების გადატანა ჩვენი საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე, ჩვენ გოგონებზე ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ დავგეგმავთ კამპანიებს - სპორტის პოპულარიზაცია ქალებში, სპორტის პოპულარიზაცია გოგონებში, თქვენ იქნებით ამ კამპანიების აქტიური ნაწილი. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, ინიციატივები და ერთად განვახორციელოთ ისინი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სტუმრებს რვა მარტი, ასევე, მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, დავით კაჭარავამ.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს თქვენ შეგხვდით. გილოცავთ რვა მარტს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბედნიერებას. ჩვენი კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა. ამ მხრივ არსებობს პრობლემები და აქედან გამომდინარე, სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენ ამ კუთხით დიდი გეგმები გვაქვს და თქვენი როლი მათ განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 21 თებერვალს გაიხსნა.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად სხვა ხალხს, მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა, - წერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

კახა კალაძე

13 ივნისი 2026, 13:39

პოლიტიკა

კახა კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

„რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

13 ივნისი 2026, 13:35

საზოგადოება

თბილისის მერი 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო - „გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, თუმცა ეს დღე იყო ერთად დგომის სიმბოლოც“

13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

13 ივნისი 2026, 13:32

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა კალაძე

13 ივნისი 2026, 13:29

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია

თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

კშიშტოფ ბრეიზა

13 ივნისი 2026, 13:20

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელები დაკავებულებზე ძალადობენ, სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

კახა კალაძე

13 ივნისი 2026, 13:11

პოლიტიკა

კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას.

არჩილ გორდულაძე

13 ივნისი 2026, 13:10

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. როგორც აღმოჩნდა, ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!

ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ!, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

ცოტნე ანანიძე

13 ივნისი 2026, 13:08

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სამართალდამცავების მიერ 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კახა კალაძე

13 ივნისი 2026, 12:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება

რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.

13 ივნისი 2026, 12:40

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.

ჰარი კეინი

13 ივნისი 2026, 12:24

სპორტი

Daily Mail: ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშამდე ხუთი დღით ადრე ბურთები და ბუცები მოჰპარეს

ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აშშ-ში სპორტული ინვენტარი, მათ შორის ბურთები და ბუცები მოჰპარეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

13 ივნისი 2026, 12:12

კულტურა

„საქართველო, ზვიადი“ - გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ გზას ასახავს

„საქართველო, ზვიადი“ - ამ სახელწოდებით მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე გზას ასახავს. მისი მიზანია საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია გააცნოს.

13 ივნისი 2026, 12:08

კულტურა

რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა პროექტს - „თაობიდან თაობამდე“ უმასპინძლა

პროექტის მიზანი თაობებს შორის კავშირის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. მოეწყო გამოფენა, სცენაზე კი ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები, ხალხური და საესტრადო სიმღერები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

13 ივნისი 2026, 12:02

საზოგადოება

70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე, Kanye West-ის შოუ-კონცერტი თბილისში

70 ათასზე მეტი მსმენელი, გრანდიოზული 360-გრადუსიანი სცენა და დაუვიწყარი ემოციებით სავსე შოუ-კონცერტი თბილისში - Starring Georgia-ს 2026 წლის სეზონის ფარგლებში, დინამო არენაზე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის, Kanye West-ის ბოლო დროის, ყველაზე გახმაურებული შოუ კონცერტი გაიმართა.

13 ივნისი 2026, 11:54

მსოფლიო

Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანისთვის მილიარდობით დოლარის გაყინული ფულის გადასაცემად ემზადება

არაბთა გაერთიანებული საამიროები მილიარდობით გაყინული დოლარის ირანისთვის გადაცემას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

13 ივნისი 2026, 11:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების გარშემო განვითარებული მოვლენები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მრავალწლიანი პოლიტიკური ზეწოლის პრაქტიკა ობიექტურ შეზღუდვებს აწყდება

დღეს საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ცენტრი გახდა, ხოლო მისი როლი გლობალურ გეოეკონომიკაში მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ევროკავშირი ვეღარ რისკავს და მას საქართველოს მიმართ არცერთი ახალი სანქციური ან შემზღუდავი გადაწყვეტილება არ მიუღია, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბრიუსელში გამართულ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა.

13 ივნისი 2026, 11:32

სამართალი

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

13 ივნისი 2026, 11:25

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წუხელ ირანმა რამდენიმე დრონი გაუშვა, რათა ჰორმუზის სრუტეში მყოფ რამდენიმე სავაჭრო გემზე თავდასხმა მოეწყო.

13 ივნისი 2026, 11:07

ეკონომიკა

ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა

შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა.