ეკატერინე ტიკარაძე: შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე
ეკატერინე ტიკარაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პლენარულ სხდომაზე, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.
„პანდემიის მართვაში აქტიური ჩართულობის პარალელურად, შრომის ინსპექციის სამსახური უწყვეტად ასრულებდა მის ძირითად საქმიანობას, რომელიც შრომის უსაფრთხოების გარდა, უკვე შრომითი უფლებების დაცვასაც ემსახურება. შრომითი დისკრიმინაცია, გენდერულ ჭრილში შევიწროება, იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია ის აქტუალური საკითხებია, რომლებზე ზედამხედველობის პასუხისმგებლობა აიღო შრომის ინსპექციის სამსახურმა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების გაძლიერების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები და ფატალური შედეგები. გასულ წელს, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მიუხედავად, არ შეჩერებულა სამშენებლო სექტორის საქმიანობა, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ რისკებს მოიცავს.
• 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია 27 %-ით.
• ხოლო, სამუშაო გარემოში გარდაცვალების მაჩვენებელი 75%-ით.
მინდა აღვნიშნო, რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ წარმოადგენს დამსჯელობით ორგანოს. არამედ, იგი ზედამხედველობას უწევს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორთან, რომელთანაც აქტიურად ახორციელებს საკონსულტაციო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს. მსგავსი პარტნიორული დამოკიდებულების შედეგად დადგინდა, რომ წარსულში შემოწმებული ობიექტების ხელმეორე გადამოწმებისას, მათი უმრავლესობა პროტოკოლის დაცვით ახორციელებდა საქმიანობას.
უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის აღსრულებისთვის ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
13 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
13 აპრილი 2026, 14:07
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს
კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
13 აპრილი 2026, 14:02
მსოფლიო
ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.
13 აპრილი 2026, 13:41
მსოფლიო
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.
13 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
13 აპრილი 2026, 12:54
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია
„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
13 აპრილი 2026, 12:21
მსოფლიო
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 12:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: „ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“.
13 აპრილი 2026, 11:56
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს - ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება და ფიქრობს, ეს პოლიტიკური გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის, რომ ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის.
13 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ალექსანდრ ვუჩიჩი: ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება
„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს იმ წვლილისთვის, რაც მან ამგვარი ურთიერთობების შესაძლებლობის შექმნაში შეიტანა“, - წერს ვუჩიჩი.
13 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა მან.
13 აპრილი 2026, 11:15
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი ბერაძე: კარგი წესია, როდესაც მივდივართ და მიცვალებულებს ვულოცავთ მთავარ დღესასწაულს, უფლის აღდგომას. ყველა სასაფლაოზე იკურთხება საფლავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში
აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი. ვულოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.
13 აპრილი 2026, 11:04
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთს მოუწევს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება
„ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ასევე შენარჩუნდება ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც... ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მან ადგილობრივ გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში.
13 აპრილი 2026, 11:04
რეგიონი
გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
13 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.


