imedi /  02 მაისი 2021, 00:11 / სანდო წყარო

ილია მეორე: ურწმუნონი ღმერთთან კავშირის ნაცვლად, ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, ადამიანის არასრულფასოვნებას კი ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც მისი აღდგომისა.

„მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე… ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან…
და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.

ეპისტოლეს მიხედვით, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

„ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“… ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს;

ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი… მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

დონალდ ტუსკი

14 აგვისტო 2026, 09:31

მსოფლიო

AP: პოლონეთში აცხადებენ, რომ ვარშავაში რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქის მკვლელობის გეგმა აღკვეთეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყანაში აღკვეთეს რუსეთის გეგმა, რომლის ფარგლებშიც ვარშავაში უკრაინული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქის მკვლელობა იგეგმებოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 09:28

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

14 აგვისტო 2026, 09:25

საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა, რაც როგორც აღინიშნა, ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.

გიორგი ჩაკვეტაძე

14 აგვისტო 2026, 09:21

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და მათ შორის, ეს არის ტურიზმის სექტორით განპირობებული. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარების ტემპები გაღრმავდეს

საქართველო თითოეული ტურისტისთვის არის გახსნილი. ჩვენ ეთნიკური ნიშნით არ ვასხვავებთ ტურისტებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

14 აგვისტო 2026, 09:16

მსოფლიო

Reuters: ლატვიამ საკუთარ საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო, ფინეთმა კი ბალტიის ზღვის ნაწილში შეზღუდვები დააწესა

ნატოს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მორიგე გამანადგურებელმა დილით დრონი ჩამოაგდო, რომელიც ლატვიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

14 აგვისტო 2026, 09:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ საქართველომ ზრდის ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნოს

კოორდინირებული კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს,

14 აგვისტო 2026, 09:01

საზოგადოება

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

1992 წლის 14 აგვისტო - დღე, რომელმაც საქართველოს ისტორია შეცვალა. დღეს 34 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან.

14 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინამ ლენინგრადის ოლქში მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა

უკრაინის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უსტ-ლუგაში საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორზე ალექსანდრ დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 აგვისტო 2026, 01:40

მსოფლიო

The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 00:55

საზოგადოება

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

პიტერ მადიარი

14 აგვისტო 2026, 00:42

მსოფლიო

პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ხუთშაბათს ეჭვქვეშ დააყენა მისი წინამორბედის მიერ დადებული შეთანხმება, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის მიერ უნგრეთის ატომური ენერგეტიკის სიმძლავრეების გაფართოებას ითვალისწინებდა.

14 აგვისტო 2026, 00:31

მსოფლიო

რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

ხუთშაბათს, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოლეფეროსთან, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

13 აგვისტო 2026, 22:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

13 აგვისტო 2026, 22:26

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ. ამით მან დამატებითი პირობები წამოაყენა თავის ადრინდელ განცხადებაზე, რასაც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკვეთრი საყვედური მოჰყვა.

პიტ ჰეგსეტი

13 აგვისტო 2026, 22:17

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს, - განაცხადა ხუთშაბათს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.

სულხან თამაზაშვილი ულან ნიაზბეკოვი

13 აგვისტო 2026, 22:05

სამართალი

საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

13 აგვისტო 2026, 22:04

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია

საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია, - წერს გამოცემა POLITICO.

13 აგვისტო 2026, 21:55

მსოფლიო

Deutsche Welle: უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც

უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს, ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

13 აგვისტო 2026, 21:48

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე გაუქმებულია

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხვიჩა კვარაცხელია

13 აგვისტო 2026, 21:44

სპორტი

კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და „ოქროს ბურთის“ პერსპექტივა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი უმაღლესი დონის შეხვედრაში - „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი მოიგო და გადამწყვეტი სიტყვა ამჯერადაც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა.