imedi /  25 მაისი 2021, 15:26 / სანდო წყარო

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ ევროპა ნოსტრას პრიზი ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა რვა ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. 2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო შვიდ სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცა 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს.

2021 წლის გამარჯვებულები ონლაინ ღონისძიებაზე ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმან პარცინგერმა დაასახელეს. დაჯილდოების გამარჯვებულები მემკვიდრეობის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიურისა და 30 ქვეყნის ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების ხმების საფუძველზე გამოვლინდნენ.

26 მაისიდან მსოფლიო თანამეგოობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. აღნიშნულ თვეს გამოვლინდებიან ნომინაციების გრან პრის მფლობელებიც, რომლებიც ფულადი პრიზის სახით 10 000 ევროს მიიღებენ“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, როგორც შუა საუკუნეების მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, აქტიურ სეისმურ რეგიონში მდებარეობის გამო დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა.

„კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მისი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ფონდმა „ქართუმ“ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონიტორინგის სისტემა და პროაქტიული კონსერვაციის პროექტი დააფინანსა. იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტ ISPRA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით წარიმართა.

საუკუნეების განმავლობაში ქანების ეროზიის ბუნებრივი პროცესები, სეისმურ აქტივობასთან ერთად, საფრთხეს უქმნიდა ძეგლის მთლიანობას. ბოლო წლების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ კი უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა შექმნა. ადგილობრივი პროფესიონალებისა და მკვლევარების ცოდნისა და გამოცდილების ასამაღლებლად და მეთოდოლოგიური დახმარებისთვის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულნი იყვნენ ISPRA–ს ექსპერტები, რის შედეგადაც შეიქმნა კონსერვაციის ყოვლისმომცველი გეგმა. 2015 წლიდან 2019 წლამდე ვარძიაში ქვათაცვენისა და მეწყერების შესაჩერებლად არაერთი გადაუდებელი ღონისძიება ჩატარდა. ჰორიზონტალური ბურღვებისა და დაანკერების მეთოდით გამაგრდა ისტორიული კომპლექსის კრიტიკული კლდოვანი მასივები. შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია. შემუშავდა და დამონტაჟდა მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს გარემო პირობების საკვანძო მონაცემებს და გადასცემს სამეცნიერო ჯგუფს ანალიზისთვის. მონიტორინგის სისტემა ხელს უწყობს ზიანის შემცირებას და ვარძიის გრძელვადიანი სტრუქტურული სტაბილურობის უზრუნველყოფას.

კონკურსის ჟიურიმ სათანადოდ შეაფასა ძეგლის სპეციფიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში ადგილობრივი პროფესიონალების უნარების ამაღლებისა და ინტერდისციპლინარული, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, რამდენადაც საკონსერვაციო პროგრამის მსვლელობისას იტალიელ ექსპერტებთან თანამშრომლობამ უზრუნველყო ადგილობრივი ცოდნისა და უნარების ზრდა. ვარძიაში განხორციელებული საპილოტე პროგრამა ჟიურის მიერ შეფასდა როგორც გადაუდებელი პრობლემების გადასაჭრელად მყისიერი ზომების დანერგვის კარგი მაგალითი, რომელიც მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდა.

წარმატებულმა საპილოტე პროექტმა საფუძველი ჩაუყარა „კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას“, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სხვა „კლდის ძეგლების“ გადარჩენას. ამ ტიპის საკონსერვაციო ინტერვენციებს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკვე ახორციელებს დავით გარეჯის, უფლისციხისა და ვანის ქვაბების კომპელქსებზე.

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო მეფე გიორგი III- მ და დაასრულა მისმა ქალიშვილმა, თამარ მეფემ. კომპლექსი გაშენებულია კლდის გასწვრივ, გადაჭიმულია 50 მეტრის სიმაღლეზე და დაახლოებით 800 მეტრი სიგრძეზე. ის შედგება რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი სათავსისაგან. XII საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კედლის მხატვრობა ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მნიშვნელოვანი ნიმუშია. კომპლექსი 1993 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ონლაინ ცერემონიის მსვლელობისას ევროკომისარმა მარია გაბრიელმა განაცხადა: „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2021 – ის გამარჯვებულები არიან ევროპული მემკვიდრეობის მშვენიერების ელჩები, იქნება ეს ტრადიციები, თვალწარმტაცი არქიტექტურა თუ მემკვიდრეობა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფსა და თაობას აერთიანებს. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა და წარმატება მის სამსახურში მყოფ ხალხზეა დამოკიდებული. ამ დაჯილდოებით ჩვენ აღვნიშნავთ გამორჩეული ადამიანების წვლილს, ესენი არიან მემკვიდრეობის პროფესიონალები, არქიტექტორები, მეცნიერები და მოხალისეები, რომლებმაც ეს საერთო მემკვიდრეობა ჩვენს გულთან ახლოს მოიტანეს. მათი ხედვა დასაფასებელია“.

ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმა პარცინგერმა კი განაცხდა: „ყოველწლიურად ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს/ევროპა ნოსტრას დაჯილდოების გამარჯვებულები წარმოადგენენ იმ ადამიანთა შეუდარებელ შემოქმედებითობასა და თავდადებას, რომლებიც ცდილობენ დაიცვან და მომავალ თაობას გადასცენ ევროპის ძვირფასი მემკვიდრეობა. ამ წლის ლაურეატებმა აჩვენეს, თუ რა გადაწყვეტის საშუალებებს გვთავაზობს მემკვიდრეობა მწვავე გამოწვევების ფონზე, კლიმატის, ურბანული და სოფლის მდგრადი განვითარების პარალელურად, რითიც ვიცავთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ მივესალმებით ამ გამორჩეულ მიღწევებს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მრავალი მემკვიდრეობის სფეროს პროფესიონალისა და ენთუზიასტისთვის შთაგონება გახდება ევროპის მასშტაბით და მის მიღმა“.

2021 წლის გამარჯვებულები:

კატეგორია – კონსერვაცია

Gare Maritime, ბრიუსელი, ბელგია

ფრედენსბორგის სასახლის ბაღი, დანია

ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, საქართველო

Haus Am Horn, ვაიმარი, გერმანია

პლაკას ხიდი, ეპირუსი, საბერძნეთი

ზედა ორმონდ კეის 18 Ormond Quay Upper, დუბლინი, ირლანდია

სოფელი ურსის ხის ეკლესია, ვილჩის ჟუდეცი, რუმინეთი

ბეზოს წყლის კოშკი, ბარსელონა, ესპანეთი

Mas de Burot, ელ პორტის ბუნებრივი პარკი,ესპანეთი

კატეგორია – კვლევა

FIBRANET – ანტიკური ევროპული ტექსტილის ძაფი, დანია/საბერძნეთი

Control Shift – ევროპული ინდუსტრიული მემკვიდრეობის ხელახალი გამოყენება, საბერძნეთი/ჰოლანდია

ART-RISK – ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პრევენციულ კონსერვაციაში, ესპანეთი

კატეგორია – გასაკუთრებული ღვაწლი

გჯიროკასტრას ფონდი, ალბანეთი

კულტურული მემკვიდრეობის ტექნიკური კომიტეტი, კვიპროსი

რიტა ბარგნა, იტალია

GEFAC – კოიმბრას აკადემიის ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ჯგუფი, პორტუგალია

კატეგორია – განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება

ბულგარული ფოლკლორის ნაბიჯების კვალდაკვალ, ბულგარეთი

მემკვიდრეობის ჰაბები, ფინეთი/იტალია/სერბეთი/ესპანეთი

დამნაშავე მხარის გამოგონება, ტრენტო, იტალია არდადეგები! აღმოსავლეთსა და დასავლეთში – სკოლის ეკლესია, გრონინგენი, ჰოლანდია

ევროპული სოლიდარობის ცენტრი – მუდმივი ექსპოზიცია, გდანსკი, პოლონეთი

მორონის არტიზანული კირი, მორონ დე ლა ფრონტერა, ესპანეთი

არქეოლოგია სახლში, გაერთიანებული სამეფო

Morus Londinium: ლონდონის მემკვიდრეობა ხეების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ რომელსაც განახორციელებს ევროპა ნოსტრა ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით. პროგრამა წარმოაჩენს მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითებს და ამით ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას. პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.

ჯილდოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული საზოგადოების, ეკონომიკისა და გარემოსთვის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მრავალმხრივი ღირებულების აღიარების საქმეში. ჯილდის შესახებ დამატებითი ფაქტებისა და მონაცემებისთვის ეწვიეთ www.europeanheritageawards.eu/facts-figures.

2021 წელს ასევე გაიცემა ორი ILUCIDARE-ს სპეციალური პრიზი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე/ევროპა ნოსტრას დაჯილდოების ცერემონიაზე. საბოლოო სია 10 ივნისს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემოდგომაზე. ILUCIDARE -ს პროექტს მხარს უჭერს Horizon 2020 საერთაშორისო ქსელი, რომლის მიზანია მემკვიდრეობის, როგორც ინოვაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების რესურსის, საერთაშორისო ქსელის ჩამოყალიბება.

ევროპა ნოსტრა – ევროპა ნოსტრა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. ევროპა ნოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ევროპა ნოსტრა პროგრამის „საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი“ ფარგლებში ახორციელებს ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლების და ლანდშაფტების გადარჩენის კამპანიას. იგი წარმოაჩენს სფეროს მიღწევებს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს მეშვეობით. ევროპულ ინსტიტუციებთან და ევროპული მემკვიდრეობის ალიანსთან კოორდინირებით, ევროპა ნოსტრა ევროკავშირის მთავარი პარტნიორი იყო 2018 წლის კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში. ევროპა ნოსტრა ასევე ევროკომისიის მიერ გამოცხადებული ახალი ევროპული ბაუჰაუსის ინიციატივის ერთ-ერთ მთავარი პარტნიორია.

შემოქმედებითი ევროპა – შემოქმედებითი ევროპა წარმოადგენს ევროკავშირის ახალ პროგრამას, რომელიც მიმართულია კულტურის და შემოქმედებითი სექტორების გაძლიერებისკენ. პროგრამის 2021-2027 წლების ბიუჯეტს €2.4 მილიარდი შეადგენს. შემოქმედებითი ევროპა მხარს უჭერს ორგანიზაციებს რომლებიც მოღვაწეობენ კულტურული მემკვიდრეობის, საშემსრულებლო ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, საგამომცემლო, კინოინდუსტრიის, ტელევიზიის, მუსიკის და ვიდეოთამაშების სფეროებში, ასევე ათობითათას მხატვარს, კულტურის და აუდიოვიზუალური ხელოვნების პროფესიონალს. დაფინანსება მათ შესაძლებლობას აძლევთ განავრცონ თავიანთი მოღვაწეობა მთელი ევროპის მასშტაბით, მოიზიდონ ახალი აუდიენცია და განავითარონ თავიანთი უნარები.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 10:09

ტაბლოიდი

ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑

ბელგიაში 26 წლის ავტომობილების გამყიდველი, კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცად ცნეს, მას შემდეგ რაც მისი სამეფო წარმოშობა დნმ-ტესტმა დაადასტურა. CNN-ის ცნობით, კლემანი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. მისი დედა ბელგიელი მომღერალი ირის ვანდერკერკჰოვია, რომელიც სცენაზე ვენდი ვან ვატენის ფსევდონიმით გამოდის, მამა კი მეფე ფილიპეს უმცროსი ძმა - პრინცი ლორანი. წყვილს 1990-იან წლებში ხანმოკლე რომანი ჰქონდა.

24 აგვისტო 2026, 10:04

რეგიონი

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 09:55

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

აბას არაღჩი

24 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება

ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს თეირანი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს უწოდებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, სანქციები როგორც ადრე, ახლაც წარუმატებელი იქნება.

24 აგვისტო 2026, 09:32

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან. ისინი კიევში გუშინ ჩავიდნენ და ზელენსკის მასპინძლობით გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

24 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო.

24 აგვისტო 2026, 09:24

მსოფლიო

წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობს

ყაზახეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია „ადალეთი“ იმარჯვებს. პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლების 72.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი

24 აგვისტო 2026, 09:17

საზოგადოება

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

24 აგვისტო 2026, 09:10

საზოგადოება

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ - 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ. 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

24 აგვისტო 2026, 09:03

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23 აგვისტო 2026, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.

23 აგვისტო 2026, 17:50

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

23 აგვისტო 2026, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.

მიხაილო ფედოროვი

23 აგვისტო 2026, 17:32

მსოფლიო

ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა

BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.

23 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

23 აგვისტო 2026, 17:12

თემა

რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?

წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?