imedi /  27 მაისი 2021, 21:31 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი, თუმცა, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების კუთხით, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შატო მუხრანში გამართული ღონისძიების კომენტირებისას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო უწყებებისა და ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ცნობილმა ქართველმა ე.წ. ინფლუენსერებმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია - ორი დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, სახმელეთო საზღვრები გახსნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობ ტურიზმის სექტორის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის თანადაფინანსებით ამერიკული ონლაინ პლატფორმა “Steller“თან და ქართულ ტურისტულ კომპანია Caucasus Travel-ერთად არახორციელებს პროექტს „ციფრული დღეები საქართველოში“ და პროექტის ფარგლებში 18 გავლენიან ბლოგერსა და ინფლუენსერს მასპინძლობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში იმყოფებიან სტუმრები ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ყურის ქვეყნებიდან და ტურის ფარგლებში მოინახულებენ საქართველოს ყველა რეგიონს. აღსანიშნავია, რომ ტურის პროცესში შექმნილ ფოტო-ვიდეო მასალას ისინი განათავსებენ როგორც პლატფორმა “Steller”-ზე, აგრეთვე სოციალურ მედიაში (Facebook, TikTok, Instagram, Youtube).

პროექტის ფარგლებში დღეს შატო მუხრანში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში Steller-ის პლატფორმის წარმომადგენლებმა და ინფლუენსერებმა ჩაატარეს მასტერკლასი მოთხოვნადი და ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის (კონტენტის) შექმნაზე და მიზნობრივი აუდიტორიისთვის კონტენტის სწორედ მიწოდების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ნეთვორქინგის ფარგლებში შეეძლოთ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება ჩამოსულ ინფლუენსერებთან.

„ის რომ, დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ - საქართველო ერთ-ერთია პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც პანდემიის დროს გახსნა საზღვრები და მზად არის უსაფრთხოდ უმასპინძლოს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს. რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს პოზიტიური, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მჭიდროდ განვაგრძოთ თანამშრომლობა ჩვენს ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად გვექნება სამუშაო ამ დარგის უსაფრთხოდ ამოქმედებაზე. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ყველა ის სამუშაო ადგილი, რომლებსაც წლების განმავლობაში ტურიზმში დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთად ქმნიდნენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრაიდ განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2022, 08:26

საზოგადოება

იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან იცვლება

თუ კონტაქტის მქონე აცრილია - როგორც ორჯერადად, ასევე ბუსტერ დოზით, დოზების მიღებიდან 14-90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნება. ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ, შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

დავით ზალკალიანი და იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 08:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ალიანსი ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს უკრაინასა და საქართველოსთან. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-რუსეთის საბჭოზე რუსეთთან განხილული საკითხები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მოკავშირეების ურყევი მხარდაჭერა და ალიანსში გაწევრიანებაა.

17 იანვარი 2022, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი.

პეტრო პოროშენკო

17 იანვარი 2022, 06:00

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: დამაკავებენ თუ არა? ვაცხადებ, რომ არა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინაში დაბრუნებისას მას არ დააკავებენ.

17 იანვარი 2022, 05:37

მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მოსკოვი ჰიბრიდულ ომშია ჩართული.

17 იანვარი 2022, 05:24

მსოფლიო

FBI: პირი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, ბრიტანეთის მოქალაქე, მალიკ ფაისალ აკრამი იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, 44 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, მალიკ ფაისალ აკრამი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 05:11

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იაპონიის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკლ მაკკოლი

17 იანვარი 2022, 04:39

მსოფლიო

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

17 იანვარი 2022, 04:17

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეავიწროვეს, თუმცა ვერ დაამცირეს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა მის მოპყრობას სკანდალური უწოდა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 03:43

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გამოცდილება ვიცით - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ

რუსეთის გამოცდილება ვიცით, რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა თავისი მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBC News-თან ინტერვიუში.

17 იანვარი 2022, 03:22

COVID19

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა ვაქცინაციის საშვის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 იანვარი 2022, 02:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩინეთი, რუსეთი და ირანი აგრესიასა და პროვოკაციებს მიმართავენ - ერთი წლის წინ, ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ, ახლა კი გვეთამაშებიან

არიზონის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკა საერთაშორისო არენაზე საბოლოოდ დაამცირა.

იენს სტოლტენბერგი

17 იანვარი 2022, 02:27

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს მოკავშირეები არასდროს წავლენ კომპრომისზე ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების აბსოლუტურად ცენტრალურ პრინციპზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არასდროს დაეთანხმება თავისი ძალების იმ ქვეყნებიდან გაყვანას, რომლებიც ალიანსს 1997 წლიდან შეუერთდნენ.

17 იანვარი 2022, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში გიგანტური ტაფა დაამზადეს, რომელიც 6 500 კილოგრამზე მეტს იწონის. ვიდეო

2022 წლის ზაფხულში, აშშ-ში გაიხსნება მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელი სამზარეულოს გიგანტურ ჭურჭელს იხილავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, როგორ გადააქვთ მუზეუმისთვის დამზადებული გიგანტური ტაფა სატვირთო ავტომობილით.

17 იანვარი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ბრიტანეთიდან ფლორიდაში მიმავალმა კაცმა აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავში ერთადერთი მგზავრი იყო და 8-საათიანი ავიარეისი მხოლოდ მისთვის სრულდებოდა. ვიდეო

ლონდონიდან ორლანდოსკენ მიმავალი კაცის ფრენა არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება - აღმოჩნდა, რომ British Airways-ის ავიარეისზე ის ერთადერთი მგზავრი იყო და ავიაკომპანიამ 8-საათიანი ფრენა მხოლოდ მის გამო შეასრულა.

17 იანვარი 2022, 00:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 იანვარი 2022, 23:51

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, სანდრო ბაზაძე პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

16 იანვარი 2022, 23:39

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში, მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

16 იანვარი 2022, 23:29

COVID19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

კახა კალაძე

16 იანვარი 2022, 23:16

სპორტი

კახა კალაძე მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს

„საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს ვულოცავ ისტორიულ შედეგს - სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ვულოცავ სანდროს ამ დიდ წარმატებას. იგი პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. წარმატებები ქართულ სპორტს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.