imedi /  21 ივნისი 2021, 17:43 / სანდო წყარო

რას მოიცავს „სოციალური კოდექსი“ - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

რას მოიცავს „სოციალური კოდექსი“, რა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება და როგორ აისახება ეს რეფორმა მოსახლეობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ნამდვილად, საქართველოში გვაქვს გარკვეული სოციალური უთანაბრობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მოწყვლად მოსახლეობას უფრო მეტად მიზნობრივი პაკეტი შევთავაზოთ, რომელიც უკეთესად ხედავს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის საჭიროებას, შეეხება ეს მათ სამუშაო ადგილზე დაცულობას, შეეხება დროებით შრომისუუნარობას, მათ ჯანმრთელობის საჭიროებებს და ა.შ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, თუ რა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, ამაზე საუბარს ამ წლის დეკემბერში შევძლებთ, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოხდება დეტალური ანალიზი ყველა იმ „გეფის“, რომელიც დღესდღეობით საკანონმდებლო სისტემაში არსებობს.

„ეს შეეხება როგორც ჯანდაცვის მიმართულებას, ასევე სოციალურ მიმართულებას, შრომის დასაქმების მიმართულებას. რეალურად ეს არის ყველა საჭიროება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეიძლება ჰქონდეთ დაბადებიდან ხანდაზმულობის ჩათვლით და ასევე მათი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საჭიროებისა და გამოწვევის დასაძლევად. დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ნამდვილად საქართველოში გვაქვს გარკვეული სოციალური უთანაბრობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კარგი ანალიზი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მოწყვლად მოსახლეობას უფრო მეტად მიზნობრივი პაკეტი შევთავაზოთ, რომელიც უკეთესად ხედავს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის საჭიროებას, შეეხება ეს მათ სამუშაო ადგილზე დაცულობას, შეეხება დროებით შრომისუუნარობას, მათ ჯანმრთელობის საჭიროებებს და ა.შ.

სწორედ ეს არის პირველი წლის ამოცანა, რომ ჩვენ საზოგადოებასთან ღია კომუნიკაციაში გავაკეთოთ უკეთესი ანალიზი, თუ რა საჭიროებები არის საზოგადოებაში, რა უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, რა არის მთავრობის მიმართ დაკვეთა და ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან მოხდება ანალიზი საკანონმდებლო ბაზის და ასევე დეტალური შედარება ევროპის წამყვანი ქვეყნების საკანონმდებლო ბაზებთან და ამის შემდეგ უკვე დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ, რა იქნება სახელმწიფოს გადაწყვეტილება შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯი და შემდეგი გეგმა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ ორწლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ.

ყველა სიახლე

04 ოქტომბერი 2022, 22:29

ტაბლოიდი

ფილიპინებზე ლატარიის ჯეკპოტი ერთდროულად 433-მა ადამიანმა მოიგო

თუმცა ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თაღლითობა შეუძლებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ასობით ლატარია ტარდება და სტატისტიკურად სულაც არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ერთ კონკრეტულ გათამაშებაში ასეთი უჩვეულო რიცხვები დაფიქსირდა.

ანალენა ბერბოკი

04 ოქტომბერი 2022, 21:59

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა.

04 ოქტომბერი 2022, 21:40

კულტურა

კულტურის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა.

ჯო ბაიდენი

04 ოქტომბერი 2022, 21:18

მსოფლიო

ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

დიმიტრი საძაგლიშვილი

04 ოქტომბერი 2022, 21:14

სამართალი

ადვოკატი: ნიკა გვარამია საპატიმროში პოლიტიკური მოტივით იმყოფება

ბრალდება ზიანის მიყენებაზე უბრალოდ აბსურდულია, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საუბარია ე.წ. ციხის კადრების საქმეზე. იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. ზურაბ ადეიშვილი ამ დრომდე ძებნაშია.

ზვიად გუბელაძე

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

პროკურორი: მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, ფაქტებს და აღნიშნულზე დაყრდნობით, ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ თუ რატომ უნდა იქნას სამივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ვინაიდან, ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სამივე ბრალდებულის მიმართ",

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2022, 20:47

მსოფლიო

ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ ბათილად ცნო.

ნასერ კანაანი

04 ოქტომბერი 2022, 20:42

მსოფლიო

ირანი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებს

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 20:18

მსოფლიო

დავალიანების გამო, „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს.

04 ოქტომბერი 2022, 19:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ პეტროვ ვალკანოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

უილიამ ბერნსი

04 ოქტომბერი 2022, 19:47

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: კუთხეში მიმწყვდეული პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმირ პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს.

04 ოქტომბერი 2022, 19:14

მსოფლიო

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

04 ოქტომბერი 2022, 19:12

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პენტაგონში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 ოქტომბერი 2022, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წელს დაასრულა ქვეყნის განადგურება, საქართველოს ყოველი წარმატება ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება

ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება, ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 ოქტომბერი 2022, 19:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალაზე“: ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები, პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს

„ამ ეტაპზე მათ გაფართოებას არ ველოდებით, დღეის მდგომარეობით, ქართული ოცნებიდან მათთან გადასვლის სურვილი აღარავის დაუფიქსირებია. ერთი თვის და ხუთი თვის შემდეგ რა იქნება არავინ იცის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ასეთი საკითხი, რომ მათთან კიდევ ვინმე გადავიდეს, ახლო პერიოდში არ დგას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე დარახველიძე

04 ოქტომბერი 2022, 18:58

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: მომდევნო წელსაც გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე, პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა

საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მომდევნო წელსაც გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე, პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

ალექსანდრე ლუკაშენკო

04 ოქტომბერი 2022, 18:54

მსოფლიო

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი უკრაინაში რუსეთის ე.წ. „სამხედრო სპეცოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა თავის სამხედროებს არ აგზავნის

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ე.წ. „სამხედრო სპეცოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა თავის სამხედროებს არ აგზავნის.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 ოქტომბერი 2022, 18:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის განხორციელებით - 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო

მე დავიწყე ახალი პროგრამა, რომელიც განვახორციელე, ეს იყო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა - 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 18:35

რეგიონი

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მისი მოადგილე მაია მიქაია და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.