www.imedi.ge /  21 ივნისი 2021, 17:41 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დამატებით ვიმსჯელებთ

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობა შეაფასა. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„დღესდღეობით ეპიდვითარება საყურადღებოა. ამის საფუძველს ჩვენ გვაძლევს არა მხოლოდ რიცხვები, რომელიც ქვეყნდება დადებითობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, არამედ ლეტალობის კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში არის. ვხედავთ, რომ ვირუსის შტამს, რომელიც დღეს დომინანტურია ქვეყანაში, არ აქვს მარტივი მიმდინარეობა და ლეტალობის რიცხვი გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ დამატებით საკოორდინაციო საბჭოზე ვიმსჯელებთ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა, ვთვლი, რომ სიფრთხილე არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მთელი ზაფხული წინ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მოკლევადიანი, ფრაგმენტული გახსნები, რომელიც შეიძლება შემდეგში იყოs მასშტაბური დახურვების მიზეზი, არამედ სწორად გაანალიზებული, მართული პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელი ზაფხულის პერიოდი ეკონომიკისთვის მდგრადად გავიაროთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 359 141 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 345 582, გარდაიცვალა 5 175 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

ყველა სიახლე

ნენსი პელოსი ბარაკ ობამა

12 ივლისი 2024, 21:17

მსოფლიო

CNN: ობამამ და პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ბექა დავითულიანი

12 ივლისი 2024, 21:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ამჟამად მოტივირებული შენიშვნები არ გააჩნდა, არ დაადო ვეტო და პირდაპირ წერილი გამოაგზავნა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

ძაღლები

12 ივლისი 2024, 21:00

ჯანდაცვა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა.

ირაკლი ზარქუა

12 ივლისი 2024, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება

ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საქართველოს ბიუჯეტისთვის საფრანგეთიდან პირდაპირი დახმარების დროებითი შეჩერების შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

12 ივლისი 2024, 20:28

პოლიტიკა

უზრა ზეია: მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

უზრა ზეია - მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკო-ს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შესახებ.

12 ივლისი 2024, 20:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

დევიდ ლემი

12 ივლისი 2024, 20:07

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, სამწუხაროდ, კიდევ მრავალი თვე გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა პუტინი წავა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

12 ივლისი 2024, 19:56

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:41

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობაზე: ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს, თითქოს, რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს ეს გაუბედეს

ბევრი პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ თქვენ ამ კანონმდებლობას მიიღებთ, მაშინ შეიძლება, თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იყოს. თითქოს, ევროკავშირი როცა ფუძნდებოდა ან ნებისმიერი გაფართოების დროს რომელიმე სახელმწიფოს და ხალხს გაუბედეს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“.

გოგა ხაინდრავა

12 ივლისი 2024, 19:37

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სადაც ბაიდენს ტრამპი ვიცე-პრეზიდენტი ჰგონია, ხოლო ზელენსკი პუტინი, ქართული კანონი რუსული რომ ეგონოთ, რა მოხდა? FARA-ც რუსულიაო, გვიმტკიცებდნენ

„თეთრი სახლის ცკ-ის ინსტრუქტორებმა მოუხშირეს ჩამოსვლა და „რუსული კანონის“ გამო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე შფოთი.

12 ივლისი 2024, 19:27

მსოფლიო

გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე ზიანი მიაყენა კავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 19:19

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ არაფერი კავშირი აქვთ სისხლიან რეჟიმთან და ცალ-ცალკე მოვალენ პარლამენტში

„ომის ქარტია“, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეადგინა, მისი შესრულება ტექნიკურად, სამართლებრივად უბრალოდ, წარმოუდგენელია, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ აქტს შესრულება არ უწერია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

12 ივლისი 2024, 19:10

პოლიტიკა

1 ოქტომბრიდან ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, ბრაკონიერობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივლისი 2024, 18:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს.

ვატო შაქარიშვილი

12 ივლისი 2024, 18:55

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ჩვენ ვართ მძევალი ევროინტეგრაციის საკითხისა და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია სასწრაფოდ დისკუსიის გახსნა, რომ საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი

თავიდან ბოლომდე ტყუილია ეს განცხადება, დაწყებული მისი საფუძვლებიდან, რაზეც მიუთითა ელჩმა. პირველ რიგში, კითხვა ის არის, რის შეჩერებას აპირებს საფრანგეთი, რაც არ არსებობს რეალურად? საქართველოს ბიუჯეტი არანაირად არ არის დამოკიდებული არც საფრანგეთისგან მიღებულ დახმარებებზე, არც რომელიმე გაერთიანების ან რომელიმე ცალკეული სახელმწიფოსგან მიღებულ შემოსავლებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

12 ივლისი 2024, 18:53

მსოფლიო

ერდოღანი: ნატოს ფარგლებში ისრაელთან თანამშრომლობის მცდელობები მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატოს ფარგლებში ისრაელთან თანამშრომლობის მცდელობები მიუღებელია. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

გიორგი მიქაუტაძე

12 ივლისი 2024, 18:47

სპორტი

გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა უეფას „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდეს

უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024 ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდება, ოქროს ბუცი ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა The Independent-ი იუწყება. კერძოდ, დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი გატანილი აქვთ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ჯამალ მუსიალას, ინგლისელთა ფორვარდს ჰარი კეინს, ჰოლანდიელ ფეხბურთელს კოდი გაპკოს, ესპანეთის შემტევ ნახევარმცველს დანი ოლმოს, სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელს ივან შრანცს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს.

12 ივლისი 2024, 18:45

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თავის მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ წარდგენისას განაცხადა, რომ ეს ინსტიტუციური გადაწყვეტილება ახალგაზრდებისთვის პარტიის გახსნას ემსახურება.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 18:40

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური მიმართულება, დასავლური კურსი და ეს კურსი დღესაც გრძელდება - სრულიად წარმოუდგენელია, დღეს ვინმემ დააბრალოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა

სრულიად წარმოუდგენელია, დღეს ვინმემ დააბრალოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, ქვეყნის სუვერენიტეტის ან ინტერესების უკანა პლანზე გადატანა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

12 ივლისი 2024, 18:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე: ეს არის განაცხადი, რომ „თქვენ გყავთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ აღარ გვიჯერებს, ამიტომ თქვენ უნდა დაისაჯოთ თქვენი არჩევანისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის"

ეს არის განაცხადი, რომ „თქვენ გყავთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ აღარ გვიჯერებს, ჩვენს ჭკუაზე აღარ დადის, ამიტომ თქვენ უნდა დაისაჯოთ თქვენი არჩევანისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ დასავლელი პარტნიორების მინიშნებებზე საუბრისას იმის შესახებ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები განახლდება, როცა 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა გაგრძელდება.