13 ივლისი 2021, 15:17 / სანდო წყარო

„არემჯის“ საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

არემჯის” საზაფხულო სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყველაზე ინტერესიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მისაღებად ემზადება.

პროექტი, ტრადიციულად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გაიმართება და ის კონკურსის შედეგად შერჩეული 40 საუკეთესო სტუდენტისთვის, „არემჯის“ საწარმოებში ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანია, სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენა, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მომავალში დასაქმების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“ წელს მეოთხედ ახორციელებს, 2018 წლიდან მასში უკვე 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. 20 მათგანი, დღეს უკვე კომპანიის გუნდის წევრია, ხოლო 15 გრძელვადიან სტაჟირებას გადის კომპანიაში.

არემჯის საზაფხულო სკოლაში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახონ და პრაქტიკულად ჩაერთონ კომპანიის საწარმოო პროცესებში. პროექტის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გაივლის წინასწარ გასაუბრებას და დააკმაყობილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კომპანია სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას, ადგილზე საცხოვრებლით და ყველა საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებით უზრუნველყოფას და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალურ გამოცდილებას, რომელსაც სტუდენტები ადგილზე მიიღებენ“- განაცხადა არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საკადრო საკითხებში გიორგი ჩხეიძემ.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 13:08

თავდაცვა

გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მხარეებმა ჯორჯიის შტატისა და საქართველოს ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ 27 წლის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, ასევე, რეკრუტირების სამსახურის მიმართულებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ემანუელ მაკრონი

05 აგვისტო 2021, 13:03

COVID19

ემანუელ მაკრონი: ვაქცინის მესამე დოზა ნამდვილად გახდება საჭირო

ვაქცინის მესამე დოზა ნამდვილად გახდება საჭირო, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

05 აგვისტო 2021, 12:52

თემა

სერიალ „გაქცევის“ მთავარი როლის შემსრულებელს, 49 წლის უენთუორთ მილერს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენად შესაძლებელია ეს ამ ასაკში?

ამერიკელმა მსახიობმა უენთუორთ მილერმა განაცხადა, რომ მას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. როგორც წესი, განვითარების ეს თავისებურება ადრეულ ბავშვობაში დგინდება. თუმცა მილერმა ამის შესახებ მხოლოდ 49 წლის ასაკში შეიტყო. აუტიზმი გავლენას ახდენს ადამიანის კომუნიკაციის უნარზე, მის ქცევასა და სამყაროს აღქმაზე. ამ ადამიანების შესაძლებლობები და საჭიროებები განსხვავებულია და შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

05 აგვისტო 2021, 12:51

თემა

როდის და ვინ გამოიგონა პირველი აცრა? რა დაავადებები დაამარცხა კაცობრიობამ ვაქცინის მეშვებით?

კაცობრიობამ ვაქცინის წყალობით, ფაქტობრივად, უკვე დაამარცხა პოლიომიელიტი , შემცირდა კიბოს გარკვეული სახეობების განვითარების ალბათობა და ამ ყველაფრის ფონზე, მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

05 აგვისტო 2021, 12:40

სამართალი

მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში რამდენიმე დღით მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში რამდენიმე დღით მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

აიათოლა ალი ხამენეი ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 12:30

მსოფლიო

დღეს ირანის არჩეული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს ირანის არჩეული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ინაუგურაცია გაიმართება. 19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. ებრაჰიმ რაისმა 17.6 მილიონი ხმა მიიღო.

05 აგვისტო 2021, 12:28

COVID19

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებს შორის.

05 აგვისტო 2021, 12:28

სამართალი

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, შსს-ს საქმიანობა დადებითად შეფასდა

„დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, მათ შორის: საზღვრის მართვის კუთხით არსებული რესურსების გაუმჯობესება; ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; წარმატებული თანამშრომლობა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და ევროკავშირში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხებზე; FRONTEX-თან განახლებული სამუშაო შეთანხმების ხელმოწერა;​ FRONTEX-თან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი ოფიცრების მივლენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში, ისევე როგორც FRONTEX-ის ოფიცრების რაოდენობის ზრდა; ​EUROPOL-ის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ევროპული ცენტრის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მონაწილეობა;​ სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების წარმატებული საქმიანობა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

05 აგვისტო 2021, 12:21

COVID19

ბოლო 24 საათში ტოკიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში კორონავირუსის 5 042 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

05 აგვისტო 2021, 12:13

COVID19

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულების აცრა არ მიმდინარეობს.

05 აგვისტო 2021, 12:09

COVID19

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ.

05 აგვისტო 2021, 12:05

საზოგადოება

გლდანის პირველ მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე და სპორტული მოედანი გაიხსნა

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო.

ჯესიკა პრიჩარდი

05 აგვისტო 2021, 12:00

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ქალმა 11 თვეში 4 ბავშვი გააჩინა👶👶👶👶

31 წლის ჯესიკა პრიჩარდმა, რომელიც შეფილდში ცხოვრობს,2020 წლის მაისში თავისი მეორე ქალიშვილი, მია გააჩინა, რამდენიმე თვეში კი აღმოაჩინა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო და მიას გაჩენიდან 11 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში სამი ტყუპი გაუჩნდა - ელა, ჯორჯი და ოლივია.

05 აგვისტო 2021, 11:56

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსი ცხადდება

CENN, პროექტის - „ციფრული კავკასია“, ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია (GNTA), Mytravel-თან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალთან პარტნიორობით საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსს აცხადებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შემდეგ ნომინაციებში შეუძლიათ: საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი; საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი; საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.

05 აგვისტო 2021, 11:54

საზოგადოება

ძალოსანთა ნაკრების ექიმი: ჩემი და ლაშას აზრი ასეთია - ეპიდსიტუაციის გამო დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გულშემატკივრებს მიმართავს და მათ აეროპორტში ლაშა ტალახაძის დახვედრისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

მაია ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 11:51

COVID19

მაია ჩხაიძე: მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი ცოტა მაღალია

„კოვიდი ბავშვებსა და დიდებზე ერთნაირად მოქმედებს, აზიანებს ყველა ორგანოს. რადგან მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, რადგან პრაქტიკულად ექიმი ვერ ხედავს ბავშვს და მხოლოდ დედას უნდა ენდოს, რომელიც საგანგაშო ნიშნებს დაინახავს ბავშვთან და შეატყობინებს მას, აქედან გამომდინარე ცოტა მაღალია ჰოსპიტალიზაციის პროცენტი“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

05 აგვისტო 2021, 11:43

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

05 აგვისტო 2021, 11:20

COVID19

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი განმარტავს, კოვიდის დროს რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია

„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანის ნიშანი. სახლში ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში მშობლებმა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ამ ნიშანს. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სითხეები, ჰქონდეთ წყალი. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს.

პროფესორი სარა გილბერტი

05 აგვისტო 2021, 11:18

COVID19

„ბარბის“ მწარმოებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელის პატივსაცემად თოჯინა გამოუშვა

„მინდა, ჩემმა თოჯინამ ბავშვებს ვაქცინოლოგის პროფესია გააცნოს, რომლის შესახებაც მათ შესაძლოა არც იცოდნენ“, - განაცხადა გილბერტმა.

მარინა ენდელაძე

05 აგვისტო 2021, 11:14

COVID19

მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.