31 ივლისი 2021, 15:37 / სანდო წყარო

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს. სააგენტომ, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 100-ზე მეტი რეინჯერი დააჯილდოვა მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.

„მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ მნიშვნელოვან თარიღს - რეინჯერთა მსოფლიო დღეს. კარგია, რომ ჩვენც ვართ ამ საერთაშორისო დღის აღნიშვნის მონაწილენი და ეს ტრადიცია მუდმივად გაგრძელდება. ჩვენ გვყავს გმირი რეინჯერები, რომლებმაც სამსახურეობრივ მოვალეობას შესწირეს თავი. სამწუხაროდ, რისკები რეინჯერთა საქმიანობას მუდმივად თან ახლავს, მათ შორის, ბუნებიდან მომდინარე, ტყის ხანძრები.. რეინჯერები ყველა ამ გამოწვევას გმირულად უმკლავდებიან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. წელს, მსოფლიოში, ამ დღის აღნიშვნის თემა რეინჯერთა კეთილდღეობაა. 2013 წლიდან, რეინჯერების ეკონომიკური, მატერიალური, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი ზრუნვის საგანია, რაშიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს დონორი ორგანიზაციების დამსახურება, რომლებიც დაცული ტერიტორიების არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ რეინჯერების მატერიალური, სოციალური თუ ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. რეინჯერებს მინდა გისურვოთ უსაფრთხო სამუშაო, გისურვოთ ჯანმრთელობა, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის გამორჩეული ნაწილი დავიცვათ, რაც თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რეინჯერები ძალიან ბევრს აკეთებენ გარემოს დაცვისთვის; შეაქვთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

„დღევანელი დღე იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, დაგვეფასებინა და აღგვენიშნა რეინჯერების წვლილი, მათი ძალიან დიდი სამუშაო ბუნების დაცვის მიმართულებით", -განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, 21 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 800 ათას ჰექტრამდე ტერიტორიაა. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, სისუფთავის უზრუნველყოფას და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას.

წელს მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი, გიორგი აბრამიშვილი დასახელდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერს, „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადაეცა.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს რეინჯერებზე. ყოველწლიურად უმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, სახელფასო ანაზღაურება ეტაპობრივად იზრდება, რეინჯერები უზრუნველყოფილნი არიან საკვები დანამატით, შესაბამისი სადაზღვევო პაკეტებითა და სამუშაო ეკიპირებით. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს დანიშნული აქვთ დახმარება.

რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა.

ყველა სიახლე

ბექა მიქაუტაძე

18 სექტემბერი 2026, 16:17

საზოგადოება

ბექა მიქაუტაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის ცენტრი გაიხსნება

„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება“, - აღნიშნულის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა.

18 სექტემბერი 2026, 16:05

პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

18 სექტემბერი 2026, 15:58

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

გივი მიქანაძე

18 სექტემბერი 2026, 15:55

საზოგადოება

გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2026, 15:51

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების შეხვედრას მასპინძლობს

მოხარულები ვართ, რომ საქართველო რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას მასპინძლობს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრისას.

18 სექტემბერი 2026, 15:48

პოლიტიკა

IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი IAEA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ჰუა ლიუს შეხვდნენ.

18 სექტემბერი 2026, 15:41

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

ნატა ფერაძე

18 სექტემბერი 2026, 15:41

პოლიტიკა

ბერლინში „ფეისბუქ“-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება

სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:29

პოლიტიკა

პრემიერი: ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება

ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

რევაზ სოხაძე

18 სექტემბერი 2026, 15:26

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: არსებულ პრობლემებზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრებით

„აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა

ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.

18 სექტემბერი 2026, 15:23

საზოგადოება

თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. შესაბამის მოქმედებებს ატარებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნამახვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს

როდესაც განიხილებოდა „ნამახვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:20

პოლიტიკა

პრემიერი: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, ისინი დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი დანაშაული, როდესაც რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, თუ რა არის მათი რეალური მიზანი - რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება

ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც იყენებდნენ აქციების დროს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

18 სექტემბერი 2026, 15:18

მსოფლიო

მედია: თურქეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და პროსტიტუციის საქმეებზე 18 მსახიობი, მომღერალი და ყოფილი ფეხბურთელი ჰასან შაში დააკავეს

თურქეთში, სტამბოლის ბაქირქოის რაიონის პროკურატურის მიერ ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს. საქმეზე 24 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, მათგან 18 უკვე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

18 სექტემბერი 2026, 15:08

სამართალი

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:06

პოლიტიკა

პრემიერი: უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან

უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დედაქალაქში ახალი სკვერის გახსნისას ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:01

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა

რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რადგან გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი

როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.