ირაკლი ხმალაძე: 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფეს მფლობელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება
ირაკლი ხმალაძე
ფოტო: თბილისის მერია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.
ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისგან. 160-მდე ღია კაფეს მფლობელი კი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან.
„უკანასკნელი წელიწად-ნახევარი-ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შემუშავებული გვაქვს მათი მხარდაჭერის პროგრამა. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს 700-მდე მოიჯარეს გავათავისუფლებთ საიჯარო ქირის გადასახადისგან 2021-2022 წლების განმავლობაში. 160-მდე ღია კაფეს მფლობელს ვათავისუფლებთ 2022 წლის საიჯარო ქირისგან, ვინაიდან, ისინი 2021 წელს უკვე გათავისუფლებული გვყავს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკური შეღავათების ფარგლებში, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის 1 000-მდე მოიჯარეს და ღია კაფეს მფლობელს შეეძლება, უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით, ორი წლით გაიხანგრძლივოს; მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ - 2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე სთავაზობს.
„1 000-მდე მოიჯარეს, რომელმაც პანდემიის გამო, პრაქტიკულად, ბოლო ორი წელი დაკარგა, მათი ნების საფუძველზე, დამატებით, ორი წლით საიჯარო ურთიერთობების გაგრძელებას ვთავაზობთ. ასევე, იმ მოიჯარეებს, რომელთაც საიჯარო ვადები ეწურებათ, ან ამოეწურათ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, მათ მუნიციპალიტეტი სთავაზობს საიჯარო ვადების გახანგრძლივებას 2024 წლის პირველ იანვრამდე“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობის გამო, მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერება, ხოლო ტურისტული ობიექტები ერთჯერადად, დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 11:02
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანეში ვეშაპების უდიდესი სასაფლაო აღმოაჩინეს
სტატიის ავტორთა აზრით, ეს აღმოჩენა უძველესი ღრმა ზღვის ეკოსისტემების არსებობის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცებულება გახდა და შესაძლოა დაგვეხმაროს ვეშაპებისა და ოკეანის ფსკერის ბინადართა ევოლუციის უკეთ გაგებაში. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ვეშაპების ნეკროპოლისები მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებშიც არსებობდეს.
11 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს.
11 ივნისი 2026, 10:46
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
11 ივნისი 2026, 10:44
მსოფლიო
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას
საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის 15-წლიანი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების წინადადებებს განიხილავენ, რათა ბლოკმა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა.
11 ივნისი 2026, 10:38
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
11 ივნისი 2026, 10:33
საზოგადოება
14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება
14 ივნისს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
11 ივნისი 2026, 10:29
ტაბლოიდი
ისრაელში ბავშვმა მაგრიტის ნახატი გირჩით დააზიანა
მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, შარონ ტაგერმა განაცხადა, რომ ნახატის აღდგენის პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ტილო არ იყო დაფარული შუშით და არც სიგნალიზაციით იყო დაცული, რადგან დაწესებულებას სურს, დამთვალიერებლებმა სრული შთაბეჭდილება მიიღონ და ხელოვნების ნიმუშებთან მაქსიმალურად მიახლოება შეძლონ.
11 ივნისი 2026, 10:24
მსოფლიო
რუსეთმა კონსულტაციების შემდეგ სომხეთში ელჩი დააბრუნა
რუსეთმა მოსკოვში გამართული კონსულტაციების შემდეგ ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში დააბრუნა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:22
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს
22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
11 ივნისი 2026, 10:21
რეგიონი
იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები.
11 ივნისი 2026, 10:16
რეგიონი
თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მუზეუმის მიმდინარე საჭიროებებს გაეცნო. მუზეუმის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოების საკითხები მან კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძესთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან, რაჭის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგთან ერთად განიხილა.
11 ივნისი 2026, 10:15
რეგიონი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში „საქართველოს მელიორაციის“ ახალმა მომსახურების ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება
სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებს.
11 ივნისი 2026, 10:13
სპორტი
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება⚽
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება (რაც რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში).
11 ივნისი 2026, 09:48
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა
ირანმა ამერიკელების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 09:25
მსოფლიო
ირანმა აშშ-ის დაბომბვის საპასუხოდ ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე საჰაერო იერიშები მიიტანა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, აშშ-ის აგრესიის საპასუხოდ, მათ 12 ბალისტიკური რაკეტით იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის ავიაბაზა დაბომბეს.
11 ივნისი 2026, 09:23
რეგიონი
რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული" ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა
რუსთავში ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული" მიმდინარეობს. საზეიმო კონცერტი ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად და ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, ქართული საგალობლებით გაიხსნა.
11 ივნისი 2026, 09:14
რეგიონი
ახალციხეში ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
რეაბილიტაცია დიდიმამიშვილის ქუჩაზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსსა და შალვა ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობას უტარდება. მიმდინარეობს ნათენაძისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე წრიულებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
11 ივნისი 2026, 09:09
რეგიონი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად სამუშაოები დაიწყო.
11 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-მა გასულ ღამეს ირანი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გასულ ღამეს ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მდებარე რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.


