Imedi /  03 ნოემბერი 2021, 12:09 / სანდო წყარო

კახა კალაძემ ვიცე-მერს წინასაარჩევნოდ დაპირებული პროგრამების 2022 წლიდან ამოქმედება დაავალა

კახა კალაძე; ირაკლი ხმალაძე

კახა კალაძე;
ირაკლი ხმალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს ბიუჯეტში იმ მნიშვნელოვანი პროექტების გათვალისწინება დაავალა, რომელზეც მისი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა.

„მინდა, მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რათა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იყოს მორგებული ქალაქის ინტერესებზე და გათვალისწინებული იყოს ყველა ის პროექტი, რომელზეც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით. უკვე უნდა დავიწყოთ მზადება, რომ მომავალი წლიდან საზოგადოებამ დაინახოს მასშტაბები და იმ პროექტების განხორციელების კონკრეტული გზები, რასაც ვპირდებოდით. მნიშვნელოვანია ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. სამწუხაროდ, დედაქალაქში ასეთი ბევრი ნაგებობა გვაქვს. ჩვენ უკვე მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ კონკრეტული შენობების ჩანაცვლება ახლით, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზეც ისაუბრა და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მათი ხელშეწყობა 2022 წელსაც გაგრძელდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დავამტკიცოთ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. არსებული პანდემიის გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან დაზარალდა. შესაბამისად, მათი თანადგომა 2022 წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათ უნდა შეძლონ თანამშრომლების შენარჩუნება, რადგან ამ ადამიანების უკან კონკრეტული ოჯახები დგანან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ უსახლკაროს სტატუსის მქონე მოქალაქეების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდება.

„ჩვენ თბილისში ასეთი 400-მდე ოჯახი გვყავს, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ პროგრამის განხორციელებასაც 2022 წლიდან დავიწყებთ და არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ჯერ კიდევ წლების წინ დავიწყეთ შესაბამისი საბინაო ფონდის შექმნა. ყველა უსახლკარო ფართებით მაქსიმალურად დაკმაყოფილდება და ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2024, 00:02

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ჯადოქრის ნიღაბი მორგებული

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეხუთე ტური გაიმართა.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 23:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქართველი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს

ქართველი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შესახებ, სადაც გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომები განიხილეს.

გია აბაშიძე

24 ივნისი 2024, 23:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალურ ოპოზიციას და მის საგარეო მფარველებს არ და ვერ ექნებათ ამ ხელისუფლების „რუსულობის“ დამადასტურებელი ფაქტები და ვერც ელექტორატის უმრავლესობა შეიყვანეს შეცდომაში

წლებია ძალიან ალოგიკური და სასაცილოა რადიკალური ოპოზიციისა და მისი საგარეო მფარველების მხრიდან "ქართული ოცნების" ვითომ კრიტიკა, რომ ე.წ. რუსულ საქმეს აკეთებს. გაიადვილონ უაზრო მცდელობები და მმართველი პარტიის ასიათასობით ამომრჩეველიც "რუსულად" შერაცხონ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბოლო დროს, რაც საქართველოს დამოუკიდებელ განცხადებებს შეეხება, ყველაფერს რუსულს ეძახიან.

ბორის პისტორიუსი

24 ივნისი 2024, 23:17

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უფრო ბედნიერი იქნება, თუ საფრანგეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალური ძალები გაიმარჯვებენ

პარიზში ვიზიტით მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ევროპული ისტორია აჩვენებს, რომ ნაციონალიზმი არ უზრუნველყოფს პრობლემების გადაწყვეტას.

ლევან ნიკოლეიშვილი

24 ივნისი 2024, 23:10

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ამჯერად გეპატიჟებითო, ოღონდ ნატოში კი არა ღონისძიებაზეო. გასაგებია, რომ ჩვენი იქ არ ყოფნით ნატო დიდად არ დაზარალდება, მაგრამ რუსეთს ნამდვილად გაუხარდება - ოპოზიციაც სიამოვნებით მოისრისავს ხელებს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” და ამ განცხადებას ცინიზმის გამოხატულებას უწოდებს.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 22:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, 2030 წელს დიდი სიამოვნებით ვიტყვით, რომ ევროპაში პირველად მზე ჩვენთან ამოდის

დარწმუნებული ვარ, 2030 წელს დიდი სიამოვნებით ვიტყვით, რომ ევროპაში პირველი მზე ჩვენთან ამოდის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

24 ივნისი 2024, 22:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას

„დარწმუნებული ვარ იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.

გია აბაშიძე

24 ივნისი 2024, 22:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე ანდჟეი დუდას ჩინეთში ვიზიტზე: „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს

ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის ლიდერის ანდჟეი დუდას ჩინეთში ვიზიტზე.

24 ივნისი 2024, 22:18

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 22:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რა თქმა უნდა, ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც გაყიდიან უპრობლემოდ, იმიტომ, რომ ეს არის მათი წესი პოლიტიკური ცხოვრების

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ტელეპროდუქტი, პირდაპირ გეუბნებით. ჩამოშლილია უკვე დიდი ხანია, წლებია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

24 ივნისი 2024, 22:02

პოლიტიკა

ბორელი: საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ

საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკური მოვლენები განვიხილეთ, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 22:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ვერც ერთხელ ვერ გაბედეს, დებატებში შესულიყვნენ ირაკლი კობახიძესთან, ბოლო წლებში სულ აგებენ დებატებს პარლამენტში, ალბათ, ამის გამოძახილი იყო, რომ ინტერპელაციით არც ერთხელ არ ისარგებლეს

ვერც ერთხელ ვერ გაბედეს, დებატებში შესულიყვნენ ირაკლი კობახიძესთან, ბოლო წლების განმავლობაში სულ აგებენ დებატებს საქართველოს პარლამენტში და ალბათ, ამის გამოძახილი იყო, რომ ინტერპელაციით არც ერთხელ არ ისარგებლეს, - განაცხადა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 21:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ატლანტიკური საბჭოს კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, შესაბამისად მაშინ, როცა საქართველოს რეფორმებზე ესაუბრებიან, ამ დროს ქვეყანა უკვე უსწრებს ყველა ამ მონაცემებით სხვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც

2012 წლის შემდეგ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლების შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია და ევროპაში არის პირველ პოზიციაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 21:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების პაკეტზე: ამ პაკეტს მიმდინარე კვირაში განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ

ამ პაკეტს მიმდინარე კვირაში განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ, საშემოდგომო სესიაზე კი მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ლგბტ პროპაგანტის საწინააღმდეგო კანონების პაკეტზე.

ეკა სეფაშვილი

24 ივნისი 2024, 21:20

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური ჯგუფის, სესიისა და კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ფარგლებში გამართული პოლიტიკური ჯგუფის, სესიისა და კომიტეტების სხდომებში მიიღო მონაწილეობა.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 21:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რაც უნდა კრიტიკული იყოს დღეს ვინმე, თან იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე როგორც კანადამ ბოლო დღეებში, ისევე როგორც საფრანგეთმა რამდენიმე კვირით ადრე, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ვინმეს დასჯა

ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 21:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ

ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს არის და უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი მომავალში, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 20:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გეგმაზომიერად, ღირსებით და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების, კონსტიტუციაში ჩვენ მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ

გეგმაზომიერად, ღირსებით და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით, ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენ მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ივნისი 2024, 20:45

პოლიტიკა

ლუქსემბურგის მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა დასრულდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები შეხვედრას განაგრძობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლუქსემბურგის მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა დასრულდა, თუმცა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები შეხვედრას აგრძელებენ. განსახილველ თემებს შორის იყო ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მამუკა მდინარაძე

24 ივნისი 2024, 20:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს

ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.