29 ოქტომბერი 2021, 14:58 / სანდო წყარო

მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული კომუნიკაციების კომისიამ კონფერენციით შეაჯამა

კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული მედიაწიგნიერების კვირეული, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა. დასკვნითი ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გახსნეს. სპიკერებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, მედიაწიგნიერების პოლიტიკასა და მნიშვნელობაზე, ასევე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის როლზე გაამახვილა ყურადღება.

შემაჯამებელ კონფერენციის ერთ-ერთი პანელი მედიის თანამედროვე გამოწვევებს, დეზინფორმაციას, სიტყვის თავისუფლებას და მიუკერძოებლობის სტანდარტებს დაეთმო. პანელს კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედია მომსახურეობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივანე მახარაძე უძღვებოდა და მასში მონაწილეობდნენ მედიააკადემიის დირექტორი, შორენა შავერდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი.

მედიაწიგნიერების ჰაბი - თანამშრომლობის ახალი პლატფორმა და პროექტები პანელისტებმა მარიკა სიხარულიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა, ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, თამარ კობახიძემ, - ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა და People in Need-ის წარმომადგენელმა, ანა ქოჩუამ მიმოიხილეს. პანელის მოდერატორმა, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაკა დახუნდარიძემ დაინტერესებულ მხარეებს ასევე წარუდგინა მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ევროპის საბჭოს დაფინანსებით შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში, 25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეული პირველად ჩატარდა. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. მედიაწიგნიერების კვირეულში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ჩართული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები. მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება სამიზნე ჯგუფებისთვის, მათ შორის მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 11:01

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

31 აგვისტო 2026, 10:59

პოლიტიკა

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.

31 აგვისტო 2026, 10:43

მსოფლიო

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:32

რეგიონი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

31 აგვისტო 2026, 10:24

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

31 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.

თეა ახვლედიანი

31 აგვისტო 2026, 10:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:56

რეგიონი

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

მარინ ლე პენი

31 აგვისტო 2026, 09:50

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.

31 აგვისტო 2026, 09:44

მსოფლიო

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.

31 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

31 აგვისტო 2026, 09:28

რეგიონი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.

31 აგვისტო 2026, 09:23

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

31 აგვისტო 2026, 09:10

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.