მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისარ მარია გაბრიელთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ფოტო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობისა და განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პირადად მარია გაბრიელს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მართლაც ისტორიული მოვლენაა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო და კვლევით საგრანტო პროგრამასთან, როგორიც არის Horizon Europe. საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა – მათ წვდომა გაუჩნდათ პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი 95.5 მილიარდი ევროა.
მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო მეცნიერების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ევროკავშირის Horizon 2020-ის პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით შეძლო გერმანულმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა - Biontech-მა mRNA-ტექნოლოგიის განვითარება, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის შემუშავებას დაედო საფუძვლად. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, როგორ შეუძლია სამეცნიერო მიღწევებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებს, როგორითაც მათი ევროპელი კოლეგები.
მინისტრმა ევროკომისარს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მისი თქმით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, რაც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს სამეცნიერო საზოგადოებაში. Horizon Europe უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს ქართველ მეცნიერებს ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
თავის მხრივ, ევროკომისარმა მარია გაბრიელმა კიდევ ერთხელ მიულოცა მიხეილ ჩხენკელს Horizon Europe-ის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და განაცხადა, რომ საქართველო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს მართლაც უნიკალური შანსი ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან, რაც დიდი პრივილეგიაა. ევროკომისარმა განსაკუთრებულად გამოყო ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონებით სიმსივნის მკურნალობისა და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება Horizon Europe-ის პრიორიტეტს წარმოადგენს და მკვლევრებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 11:52
საზოგადოება
N50 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში მშობლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „რთული ქცევის მართვა ბავშვებში და გაჯეტდამოკიდებულება“
ტრენინგი „თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტოს“ მიერ განხორციელებული მასშტაბური სოციალური პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას სააგენტოს დირექტორი თენგიზ ფოფხაძე ესწრებოდა.
25 ივნისი 2026, 11:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან - ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით
მე მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
25 ივნისი 2026, 11:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა. აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ. სინამდვილეში ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის
„რაც შეეხება მათ შემდეგ ნაბიჯებს, მთავარი პრობლემაა, რომ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც საერთოდ ვინმეს წარმოადგენენ. ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით და ერთადერთი, რაზეც ერთმანეთთან კამათი მოსდის, ეს არის კამათი არა იმაზე თუ როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს და ვინ იქნება მათი დაკვეთების უკეთესი შემსრულებელი და ვინ უფრო მეტ ნადავლს მიართმევს ლანგრით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე
ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ქართულ ეკლესიაზე ერთდროული შეტევა, არსებითად, არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:37
მსოფლიო
პოლონური რადიო: პოლონეთის საზოგადოება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს
პოლონეთის საზოგადოება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს. ინფორმაციას პოლონური რადიო კომპანია IBRiS-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე
ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:30
პოლიტიკა
სოზარ სუბარი გენერალურ პროკურორს: რატომ ჭიანურდება ყინწვისის საქმეზე დაზარალებულების ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესი?
პარლამენტში, გენერალური პროკურორის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყინწვისის საქმეზე დაზარალებულთა უფლებების აღდგენისა და სამოქალაქო წესით ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა და პროკურორს დამატებითი ყურადღებისკენ მოუწოდა.
25 ივნისი 2026, 11:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: საქართველო არასდროს დაექვემდებარება განხილვის გარეშე რაღაც დირექტივის გამოგზავნას და ამის შესრულებას ისე, რომ არც კი მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები
საქართველო არასდროს დაექვემდებარება განხილვის გარეშე რაღაც დირექტივის გამოგზავნას და ამის შესრულებას ისე, რომ არც კი მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შეფასებისას.
25 ივნისი 2026, 11:29
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას
„ღიმილის მომგვრელია ის გარემოება, რომ ერთი მხრივ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვეპატიჟებიან კვლავ და როგორც ცდილობენ, რომ საქართველოს დელეგაცია ამ ფორმატს დაუბრუნდეს და მეორე მხრივ, ის, რაც თავის დროზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან მუშაობის შეჩერების მთავარი საფუძველი და მიზეზი გახდა, კვლავ დღის წესრიგშია მათი მხრიდან დაყენებული. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ცნობენ, არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პატივს არ სცემენ ელემენტარულ დემოკრატიულ პრინციპებს. გარკვეულწილად, კანონზომიერია მათი მხრიდან, რომ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, იმისთვის რომ საქართველოში არ ისმოდეს სიმართლე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და მათ შორის არ გაშუქდეს ობიექტურად ის რეალობა, რასაც ახლა ადგილი აქვს თუნდაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში“, - აცხადებს ჭეიშვილი.
25 ივნისი 2026, 11:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის; რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები
რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის; რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:25
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა.
25 ივნისი 2026, 11:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები
ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
შეერთებული შტატების საელჩო: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, - ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 11:16
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას
ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
25 ივნისი 2026, 11:12
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევა.
25 ივნისი 2026, 11:09
პოლიტიკა
მალტე კაუფმანი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს იყო დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის სავსე იყო კრიტიკით, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ასეთ რეზოლუციებს ვიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია
„ეს იყო დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის სავსე იყო კრიტიკით, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ასეთ რეზოლუციებს ვიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა. ახლა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ქვეყნების შიდა საქმეებში. ასევე ბევრი საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც საქართველოში გაკეთდა, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნების სუვერენული უფლებაა - თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც რეზოლუციის წინააღმდეგ მივეცი ხმა“, - განაცხადა კაუფმანმა.
25 ივნისი 2026, 11:09
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელაში დახმარებას აგზავნის.
25 ივნისი 2026, 11:07
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 267.0439 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რომელიც რეალიზაციის მიზნით 622 შეკვრად დააფასოეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქალაქ ზუგდიდში ბრალდებულების პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.
25 ივნისი 2026, 11:03
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.
25 ივნისი 2026, 10:50
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის შვიდ მოქალაქეს და ორ გემს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის შვიდი მოქალაქე და ორი გემი სასანქციო სიიდან ამოიღო. შესაბამისი განკარგულება ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


