კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს დაზარალებული ასობით მცირე და საშუალო მეწარმე, კვების ობიექტი, საბავშვო გასართობი ცენტრი თუ სტუდია ჩართულია საახალწლო ღონისძიებებში
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
კვლავ გელით საახალწლო სოფელში, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისის საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს გაიხსნა და 14 იანვრის ჩათვლით აგრძელებს ფუნქციონირებას ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს თანამშრომლობისთვის, რომელთა აქტიური ჩართულობით თბილისში არაერთი სკვერი და პარკი მოირთო. ასევე, თბილისის საახალწლო სოფელში ნახავთ კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟებულ ულამაზეს ინსტალაციებს.
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო თბილისის მერიის ყველა იმ თანამშრომელს და საქალაქო სამსახურებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ საახალწლო ღონისძიებების მზადებისა და განხორციელების პროცესში. ესენია: თბილისის მერიის ადმინისტრაცია, თბილსერვის ჯგუფი, მუნიციპალური ინსპექცია და ეკონომიკური განვითარების სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს დაზარალებული ასობით მცირე და საშუალო მეწარმე, კვების ობიექტი, საბავშვო გასართობი ცენტრი თუ სტუდია ჩართულია საახალწლო ღონისძიებებში, ასევე, სამკვირიან მუსიკალურ-გასართობ პროგრამაში ჯამში ათასზე მეტი მუსიკოს-შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. 14 იანვრამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვესტუმროთ საახალწლო სოფელს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, დავისვენოთ, გავერთოთ და ერთად გავატაროთ სასიამოვნო დრო.
14 იანვარს, 20:00 საათზე გიწვევთ დედაენის ბაღში დასკვნით კონცერტზე, რომელიც რუსუდან მორჩილაძემ მოამზადა ძველით ახალი წლისთვის. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოზე, სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები, მუსიკალური ბენდის თანხლებით შეასრულებენ საახალწლო და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს. კვლავ გელით საახალწლო სოფელში, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 12:40
მსოფლიო
სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა
თეირანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მოულოდნელად ახალი მკაცრი პირობები წაუყენა „ტრამპის გზის“ (Trump Road) მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა საჯარო სივრცეში კეთილგანწყობას ინარჩუნებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 12:25
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
გატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ასევე ამოღებულია სხვადასხვა ადგილას განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
08 სექტემბერი 2026, 12:19
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
08 სექტემბერი 2026, 12:17
პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 12:16
საზოგადოება
OECD-ის განათლების სფეროს დირექტორი: იმ დროს, როდესაც განათლების ბევრი სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო წინ მიიწევს და იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს სამივე მიმართულებით - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების სფეროს დირექტორი ანდრეას შლაიხერი PISA-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და საქართველოს მიღწევებს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოს უწოდებს.
08 სექტემბერი 2026, 12:16
პოლიტიკა
ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს
ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ - ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
08 სექტემბერი 2026, 12:07
საზოგადოება
PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 12:03
მსოფლიო
Reuters: ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ფერებითაა გამოსახული
ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები ამერიკის დროშით იყო დაფარული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 12:00
მსოფლიო
გერი ოლდმანმა განაცხადა, რომ დენი ვილნევმა ახალი ჯეიმს ბონდი უკვე შეარჩია
„დადის ხმები, რომ ის კანდიდატთა სიაშია. ამას მალე შევიტყობთ, არა? იმიტომ, რომ ის უკვე შეარჩიეს. მათ თავისი არჩევანი გააკეთეს, თუმცა ჯერ არ გამოუცხადებიათ“, - განაცხადა ოლდმანმა კანადურ ტელეარხ Global-თან ინტერვიუში.
08 სექტემბერი 2026, 11:48
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 11:40
რეგიონი
ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.
08 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
POLITICO: რატკო მლადიჩის დაკრძალვამ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსა და პოლიტიკურ რეალობას შორის არსებული უფსკრული გააჩინა
სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბელგრადში სამხედრო მეთაურის, ომის დანაშაულებსა და სრებრენიცის გენოციდში მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვა გაიმართა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია. არაერთხელ შედგა მათი გაერთიანება და დაიშალა, უკვე რეკორდსაც მიაღწიეს
ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
08 სექტემბერი 2026, 11:20
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება⚽
ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
08 სექტემბერი 2026, 11:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.
08 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:58
მსოფლიო
Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 10:49
საზოგადოება
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება
08 სექტემბერი 2026, 10:41
რეგიონი
ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
08 სექტემბერი 2026, 10:38
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


