ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირებაა და სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი გაიხსნება.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირება. უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს განათლების უწყვეტობის პრინციპის განხორციელებას. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას განვითარების დღევანდელ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობა უკვე შეუდგა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის განხორციელებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ორიენტირებული ვართ განვითარების გრძელვადიან, მდგრად, ინკლუზიურ პროცესზე, რომელმაც ეკონომიკის გაძლიერება, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. მჯერა და ველით, რომ ამ პროცესშიც ტექნიკური უნივერსიტეტი წამყვან როლს შეასრულებს.
რა თქმა უნდა, ყველა მიღწევისა და წარმატების უკან თქვენი - მეცნიერების, პედადოგების, სპეციალისტებისა და სტუდენტების დიდი შრომა დგას, და მომავალი წარმატებების უმთავრესი გარანტიც სწორედ თქვენ ხართ. დაბოლოს, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მადლობას გიხდით ამ შრომისათვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
12 მაისი 2026, 23:13
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება
დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
12 მაისი 2026, 23:01
მსოფლიო
ტრამპი: ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა
ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 მაისი 2026, 22:59
სპორტი
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.
12 მაისი 2026, 22:10
მსოფლიო
კაია კალასი: პუტინის პოზიცია სუსტდება და ამან შესაძლოა ომის დასრულების შესაძლებლობა გააჩინოს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 9 მაისის განცხადებები შეაფასა.
12 მაისი 2026, 21:47
სპორტი
პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია
ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩემპიონატზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს - ლიკა ჩაჩიბაიამ (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ), ნატა ოჩიგავამ (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (52 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
12 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო
ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
12 მაისი 2026, 21:20
საზოგადოება
თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: გამორჩეულია პატივი და პასუხისმგებლობა, როცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ავიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ორიათასწლოვანი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე
ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციას აფასებს.
12 მაისი 2026, 21:09
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე.
12 მაისი 2026, 20:59
სამართალი
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - ირანის მოქალაქეს საქართველოში 13 ათასზე მეტი აბი „მეთადონი“ შემოჰქონდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამოღებულია სატვირთოს სამალავში ნაპოვნი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. აკრძალული ტვირთი სავარაუდოდ, შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დააკავეს.
12 მაისი 2026, 20:58
კულტურა
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში მილიონობით მაყურებლის წინაშე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. ჯგუფი „ბზიკები“, რომელმაც 2008 წელს კონკურსის საბავშვო ნაწილში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.
12 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსისა და სააკაშვილის დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სააკაშვილი ოპოზიციას განსჯის, ოპოზიცია თავს იმართლებს. ალიანსის სტრატეგია მსჯავრდებულს არ აკმაყოფილებს, გარეთ მყოფებმა კი შეუთვალეს, რომ არ ეთანხმებიან და არგუმენტად დაანონსებული ე.წ. კარდაკარ შეხვედრები დაასახელეს. შიდა კონფლიქტი, დაკარგული მხარდამჭეერები და არარსებული რესურსი-ასე ხედავს მმართველი პარტია და საპარლამენტო ოპოზიცია ალიანსის რეალობას.
12 მაისი 2026, 20:37
პოლიტიკა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და სანქციები, - ამ მოთხოვნებს აყენებს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. ავტორები ხელისუფლებას ავტორიტარულ მართვაში სდებენ ბრალს, ქვეყანას კი, რუსეთის მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.
12 მაისი 2026, 20:34
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებას უწუნებს და აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებას უწუნებს და აკრიტიკებს, შალვა პაპუაშვილს პეტერ ფიშერთან პოლემიკა აღარ სურს.
12 მაისი 2026, 20:26
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავენ სხვადასხვა სახელმწიფოს ეკლესიათა წინამძღოლები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავენ სხვადასხვა სახელმწიფოს ეკლესიათა წინამძღოლები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოები.
12 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ოპოზიცია ეკლესიის წინააღმდეგ - თავდასხმა ახლად აღსაყდრებულ პატრიარქზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საყოველთაო ზეიმს ამჯერადაც ჩამორჩა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი განწყობაც და საჯარო გამოხატვის ფორმაც შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დღევანდელი დღე ძვირფასია. თავდასხმა ახლად აღსაყდრებულ პატრიარქზე ხელისუფლებისთვის დიდი ხნის წინ დაწყებული ანტისაეკლესიო კამპანიის ნაწილია, რომლის უკან მმართველი გუნდი უცხოელ დამკვეთებს ხედავს.
12 მაისი 2026, 20:22
საზოგადოება
პატრიარქის და ეკლესიის მიმართ პატივისცემა დაადასტურა ხელისუფლებამ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატრიარქის და ეკლესიის მიმართ პატივისცემა დაადასტურა ხელისუფლებამ.
12 მაისი 2026, 20:20
მსოფლიო
პენტაგონის შეფასებით, ირანის ომის ღირებულება უკვე 29 მილიარდი დოლარია
აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაჯდა - ეს შეფასება აღემატება იმ 25-მილიარდიან ნიშნულს, რომელიც პენტაგონის მაღალჩინოსნებმა კონგრესს ორი კვირის წინ წარუდგინეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
12 მაისი 2026, 20:12
საზოგადოება
საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია - შიო მესამის საპატრიარქო გზა დღეს სვეტიცხოვლიდან დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის!” ასე მიმართა ერსა და ბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. შიო მესამის საპატრიარქო გზაც სვეტიცხოვლიდან დაიწყო. რიგით 142, ასაკით 57 წლის - ის დღეიდან და სიცოცხლის ბოლომდე, ეკლესიასა და მრევლზე პასუხისმგებლობას იღებს. გიორგი აბაზაძეა პირდაპირ ეთერში
12 მაისი 2026, 19:57
მსოფლიო
Reuters: თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო
წლების განმავლობაში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის ომისდროინდელმა რეპუტაციამ გაუძლო მისი გარემოცვის გარშემო ატეხილ კორუფციულ ბრალდებებს, უკრაინელი ლიდერი ახლა ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას - კორუფციული ბრალდებები უკვე მის ყოფილ უახლოეს თანამებრძოლს შეეხო, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სტატიაში სათაურით „თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო“.
12 მაისი 2026, 19:45
საზოგადოება
ინდოეთის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევას ულოცავს
„ინდოეთის საელჩო თბილისში გულითადად და პატივისცემით ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას", - მილოცვა საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


