ირაკლი ღარიბაშვილი: დღიდან დაარსებისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად - ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მოგესალმებით ძვირფასო პროფესორებო და სტუდენტებო, უნივერსიტეტის თანამშრომლებო და კურსდამთავრებულებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო! გულითადად გილოცავთ უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად - ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.
დაარსებიდან მალევე უნივერსიტეტი გადაიქცა საინჟინრო კადრების უდიდეს და შეიძლება ითქვას, მთავარ სამჭედლოდ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულდებდა ქართული მეცნიერებისა და მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში.
ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში აღიარებულ ლიდერად რჩება. იგი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-მშენებლებს, რკინიგზელებს, სამთო დარგის სპეციალისტებს და გეოლოგებს, არიქიტექტორებს, ენერგეტიკოსებს, ქიმიკოსებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს. დღეს ამ უნივერსიტეტში საინჟინრო და ტექნოლოგიურ სპეციალობებს 20 000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.
უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, და უნივერსიტეტთა პრესტიჟული საერთაშორისო ქსელების წევრია.
მე მსურს აღვნიშნო უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი მიღწევები:
განსაკუთრებული მოვლენაა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ.
ეს ნიშნავს, რომ ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მკვლევრებთან ერთად სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ესაა სრულიად ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის რენ 1 უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში შეიქმნა. ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საიუბილეო ღონისძიება მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამომავლო გზავნილს, რომელიც ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში კაფსულოს სახით ჩაიდება და სტუ-ის 150 წლის იუბილეზე გაიხსნება.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე საზეიმოდ დაფუძნდა ჰორიზონტი ევროპის ოფისი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროპულ პროგრამაში მონაწილეობაში დაეხმარება.
ასევე გამოიფინა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნამუშევრები, საარქივო მასალები და სტუ-ს მიმდებარე სარეკრეაციო ზონის მოწყობის გეგმის მოდელირებული ესკიზები, გაიმართა დიღომში მშენებარე სტუ-ის ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 22:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს
საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა.
27 ივნისი 2026, 22:39
სამართალი
გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.
27 ივნისი 2026, 22:35
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან
„დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტების პასუხად.
27 ივნისი 2026, 22:27
პოლიტიკა
ილია ღლონტი: უამრავი რამ არ მომწონს ევროკავშირში, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკა
„როდესაც ამ ქვეყანაში რეალური პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი, გვაქვს რეალური, მათ შორის სუვერენიტეტის გამოწვევები, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შეთქმულების თეორიებზე, რომელიც რეალური გეოპოლიტიკით, რეალური ეკონომიკით ვერ აიხსნება. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნაწილი შედის შეცდომაში და ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი დრო გვქონდეს ამაზე სასაუბროდ არგუმენტირებულად და შინაარსობრივად. იმედია, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა ილია ღლონტმა.
27 ივნისი 2026, 22:22
პოლიტიკა
საბა ბუაძე: თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები
თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები, - განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".
27 ივნისი 2026, 22:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირს, თავისი მიზნებიდან გამომდინარე დღეს სჭირდება ძალიან დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან. რატომ არიან გაბუტულ რეჟიმში, იმიტომ რომ ევროკავშირი თავის პოლიტიკას ვერ აყალიბებს
როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელი არ აყალიბებს იმ დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირს სჭირდება. „სამწუხაროდ, ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი არ არის დამოუკიდებელი, ევროკავშირს დღეს უკვე სჭირდება დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
27 ივნისი 2026, 22:11
მსოფლიო
Reuters: ათასობით უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტში პრაიდის პირველ მსვლელობას ორბანის დამარცხების შემდეგ
მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის აპრილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ პირველ ყოველწლიურ პრაიდ მსვლელობას 10 000-ზე მეტი უნგრელი შეუერთდა.
27 ივნისი 2026, 22:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცლად აანალიზებს, თუ რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთს პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოსთან ინტეგრაციას აირჩევს. თვალსაჩინოებისთვის დავით ქართველიშვილს ვრცელ პოსტში ახლად ჩამოყალიბებული და აღიარებული კიურასაოს მაგალითი მოჰყავს.
27 ივნისი 2026, 22:03
პოლიტიკა
ილია ღლონტი: კი, რა თქმა უნდა, 2024 წელს აქციები მშვიდობიანი იყო, სანამ პოლიციის ძალადობა დაიწყებოდა
„კი, რა თქმა უნდა. სანამ პოლიციის ძალადობა დაიწყებოდა“, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა ილია ღლონტმა არჩილ გორდულაძის კითხვას, იყო თუ არა 2024 წელს აქციები მშვიდობიანი.
27 ივნისი 2026, 21:50
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე „ქართულ ოცნებაზე“: არასდროს ისეთი სუსტი ოპოზიცია არ მინახავს, რაც საარჩევნო პერიოდის მერე იყო, აქტივისტი თითქმის აღარ არსებობდა, თვითონ გააცოცხლეს ეს და მოქალაქეს არ დაუტოვეს არანაირი გამოსავალი, რომ არ გამოსულიყო და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა
არასდროს ისეთი სუსტი ოპოზიცია არ მინახავს, რაც საარჩევნო პერიოდის მერე იყო, აქტივისტი თითქმის აღარ არსებობდა, თვითონ გააცოცხლეს ეს და მოქალაქეს არ დაუტოვეს არანაირი გამოსავალი, რომ არ გამოსულიყო და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ.
27 ივნისი 2026, 21:49
პოლიტიკა
საბა ბუაძე: სოფლის მეურნეობაში ფულს რომ ჩაასხამ მილიარდებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება რომ შემცირდება, ეგაა შეურაცხყოფა
დააცარიელეთ ამ ქვეყნის სოფლები და სოფლები არ დარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც დაცლილი არ არის იმის გამო, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გააკეთოთ ყველაფერი,- განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".
27 ივნისი 2026, 21:45
პოლიტიკა
საბა ბუაძე: ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ
„ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ. ყველაზე მეტად პოლიციას ამ ქვეყანაში ნდობა დაუკარგეთ თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ, როდესაც ჩააყენეთ პარტიის სამსახურში. ნებისმიერი კვლევა ნახეთ. „მასკიანი" ხალხი რომ ათარეშეთ ამ ქვეყნის დედაქალაქში და ორი წელია ამბობთ, რომ ვერ გავიგეთ ვინ იყოო, ეგ იყო პოლიციისთვის ჩრდილის მიყენება და სამარცხვინო ქმედება", - აღნიშნა საბა ბუაძემ.
27 ივნისი 2026, 21:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: 1500 ლარი კი არა, 2000 ლარი კი არა, არც 15 000 ლარი და 150 000 ლარი არ არის ჩვენი გუნდისთვის საკმარისი თითოეული ჯარისკაცისთვის. არ არის ეს საკმარისი ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამშობლოს მსახურება ფულში ვერანაირად დაითვლება
1500 ლარი კი არა, 2000 ლარი კი არა, არც 15 000 ლარი და 150 000 ლარი არ არის ჩვენი გუნდისთვის საკმარისი თითოეული ჯარისკაცისთვის. არ არის ეს საკმარისი ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამშობლოს მსახურება ფულში ვერანაირად ვერ დაითვლება ,- ასე უპასუხა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილია ღლონტის კითხვის საპასუხოდ საკმარისია თუ არა ხელფასი, რომელიც ჯარისკაცებს აქვთ.
27 ივნისი 2026, 21:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი
თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
27 ივნისი 2026, 21:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ოპონენტების პასუხად.
27 ივნისი 2026, 21:27
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა
„ისტორიის მანძილზე დიდი ცვლილებები ცდიდა ერების სიბრძნეს, სიმამაცესა და ხედვას. სამყარო წინ მიიწევს არა მაშინ, როდესაც გამოწვევები ქრება, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებები ერთად პოულობენ მათი გადალახვის გზებს. ასეთ დროს დიალოგი აუცილებლობაა და არა არჩევანი. თანამშრომლობა კი არის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი შენდება. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია, იყოს ღია, კონკურენტუნარიანი და სანდო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
27 ივნისი 2026, 21:23
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ
ჩვენს, ევროკავშირსა და აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ევრობიუროკრატებმა იცოდნენ, რომ საქართველო მეორე პროქსი ქვეყნად დასჭირდებოდათ და მათ „ქართული ოცნების" იმედი არ ჰქონდათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი" .
27 ივნისი 2026, 21:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი საბა ბუაძეს: წარმოდგენა არ გაქვთ, მოდიხართ და გვესაუბრებით რეზოლუციებზე, თქვენ ახლა გიყურებენ თქვენი გუნდის ყოფილი წევრები და სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ ამ ადამიანს ჩვენს პარტიაში რა უნდოდაო
ჩვენ არ ვარღვევთ სანქციებს და ეს დაადასტურა ვინც კი ამ საკითხებში კომპეტენტურია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, რითიც უპასუხა პოლიტიკოსის, საბა ბუაძის კითხვას, ხდება თუ არა სანქციების გვერდის ავლა.
27 ივნისი 2026, 21:01
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციას არ ცნობდა და ასეთი იყო ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იციან საქართველო სად მდებარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მათთვის მისაღებია, იმიტომ რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ“.
27 ივნისი 2026, 20:50
პოლიტიკა
გორდულაძე საბა ბუაძეს: როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით საუბრობთ, რომ გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, არც ისრაელმა დაუჭირა მხარი და თქვენ რას ამბობთ, ისრაელი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს არ უჭერს?! ეს ხომ ასე არ არის?!
„არსებობს კონკრეტული, სუბიექტური მოცემულობები, რომელიც აქვს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანას და ამიტომაც იკავებენ თავს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან. რომ ნახოთ, წლიდან წლამდე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. აქაც ჩანს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სისწორე და დიპლომატების წარმატებული მუშაობის მაგალითი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.


