15 აგვისტო 2026, 11:48 / სანდო წყარო

თბილისის მერია: ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ადგილი ინტენსიურად იწმინდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულნი არიან თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობს.
გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.

სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენებით, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.

„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიანი რეჟიმით ატარებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.

„ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ძლიერი წვიმის შედეგად, ნაძალადევის რაიონში, სანერგის ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა შესთავაზა.

გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში ტერიტორია გაიწმინდება.

თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტი რეჟიმით ატარებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 032 2 72 22 22“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებულებს 18 -18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, რეალიზაციის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.

გიორგი პაპავა

15 აგვისტო 2026, 17:17

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული

ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ. მისივე თქმით, დასუფთავებაზე ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

15 აგვისტო 2026, 16:51

მსოფლიო

Euronews: გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მკაცრი რეაგირება მოახდინა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომელმაც დიდ ბრიტანეთს „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ უწოდა, - წერს Euronews-ი.

15 აგვისტო 2026, 16:48

საზოგადოება

ლეღვთახევში ტერიტორიას წმენდენ - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენებით; ასევე იწმინდება გზის სავალი ნაწილი ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

15 აგვისტო 2026, 15:59

საზოგადოება

15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

ჟოზეფ აუნი

15 აგვისტო 2026, 15:08

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

ლიბანის პრეზიდენტის, ჟოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული დარტყმები „ღია გზავნილია“ ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

15 აგვისტო 2026, 15:03

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო.

ცოტნე ანანიძე

15 აგვისტო 2026, 14:30

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უხვი ნალექის გამო შექმნილ პრობლემებზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება

აკაკი ალადაშვილი

15 აგვისტო 2026, 14:30

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა

ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა ქსენოფობიური განცხადებების შეფასებისას.

გურამ მაჭარაშვილი

15 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს. ხალხს ახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცა

რა თქმა უნდა, ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ ასეთი აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით კირკიტაძე

15 აგვისტო 2026, 14:15

საზოგადოება

მთაწმინდის რაიონის გამგებელი: ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით

ჩვენს კომპეტენციაში რაც შედის და რისი გაკეთებაც შეგვიძლია მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით, - აცხადებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე. მისივე თქმით, უხვი ნალექის გამო მთაწმინდის რაიონიდან ბევრი შეტყობინება შევიდა.

15 აგვისტო 2026, 13:59

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხორბლის წარმოების ზრდას, ასევე ქართული ჯიშების შენარჩუნებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპანიის „ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო და მეხორბლე-ფერმერებს შეხვდა.

15 აგვისტო 2026, 13:26

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: ადგილობრივი ნედლეულის ადგილზე გადამუშავება დამატებული ღირებულების პროდუქციის შექმნას უწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობასა და წარმოების პროცესს გაეცნო.

15 აგვისტო 2026, 13:25

მსოფლიო

POLITICO: BBC-ი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ტრამპის ოჯახის წევრების სასამართლოში გამოძახებას ითხოვს

BBC-ი ცდილობს სასამართლოში გამოიძახოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, ქალიშვილი და სიძე - აღნიშნული დაკავშირებულია 10 მილიარდი დოლარის ცილისწამების სარჩელთან, რომელსაც პრეზიდენტი ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ აწარმოებს, - წერს გამოცემა POLITICO.

15 აგვისტო 2026, 13:22

რეგიონი

რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.

15 აგვისტო 2026, 13:10

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმართულებებს გაეცნო. მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა სკოლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებისა და წარმოების განვითარების შესახებ.

15 აგვისტო 2026, 12:45

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე ადამიანს.

ჰოვარდ ლუტნიკი

15 აგვისტო 2026, 12:16

მსოფლიო

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს

ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს, რომ Apple-მა მეხსიერების ჩიპები ჩინეთისგან შეიძინოს, - განაცხადა ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა.

ირაკლი ჭეიშვილი

15 აგვისტო 2026, 12:10

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.