თბილისის მერი: იუნესკოს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
იუნესკოს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იუნესკოს პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
კახა კალაძემ პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა როგორც იუნესკოს წარმომადგენლებს, ასევე თბილისში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს.
„მივესალმები იუნესკოს წარმომადგენლებს, სტუმრებს გვადალახარადან, კუალა ლუმპურიდან, აკრადან და ყველა იმ ქალაქიდან, რომლებიც სხვადასხვა წლებში ატარებდნენ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს. მივესალმები ჩვენს მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს და ცხადია, იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომელსაც ერგო დიდი პასუხისმგებლობა და პატივი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განეხორციელებინა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. მით უმეტეს, როდესაც ამ პროექტის განხორციელება პანდემიის პირობებში მოგვიწია. ილია ელოშვილს მინდა პირადად მადლობა გადავუხადო და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ პროექტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ აქტივობები შედეგზე ორიენტირებული იყო.
„ოცი წლის წინ, იუნესკომ სწორად გათვალა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მცხოვრებ 21-ე საუკუნის ადამიანს, აუცილებლად დასჭირდებოდა წიგნის სიკეთის შეხსენება. შედეგად, უკვე ოცი წელიწადია, რაც მსოფლიოს ქალაქები წიგნის დედაქალაქის პროექტს მასპინძლობენ და თუ წიგნიერების განვითარების მიმართულებით, იქაურ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ პროექტი შედგა, პროექტმა იმუშავა და პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ არჩევანი თბილისზე შეაჩერა, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი მსოფლიოს უდიდესი ქალაქების განაცხადებს შორის გამოარჩია, ნათელი გახდა, რომ წინ თავდაუზოგავი შრომა გველოდა. ამისთვის მზად აღმოვჩნდით და ერთი წლის შემდეგ, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, გავაკეთეთ მაქსიმუმი არა მხოლოდ წიგნთან დაკავშირებული ყველა რგოლისთვის, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისთვის, ბავშვებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
პროექტის დაგეგმვის, მზადებისა და განხორციელების ყველა ეტაპს ყურადღებით ვაკვირდებოდით მე და ჩემი თანაგუნდელები და მიხარია, რომ თავისთვის საინტერესო აქტივობა, ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანმა აღმოაჩინა. ეს იყო არა მხოლოდ უდიდესი დღესასწაული ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, არამედ პროფესიული თვალსაზრისით განვითარდა ქართული საგამომცემლო საქმე, ხოლო ჩვენი მწერლებისთვის მსოფლიოს მკითხველისკენ მიმავალი კარი უფრო ფართოდ გაიხსნა.
ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი შედეგიანი იყო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ქართველმა გამომცემლებმა საქმიანი ურთიერთობები გააფართოვეს, ავტორებისთვის მეტი ასპარეზი გაიხსნა. ამ უმნიშვნელოვანესი წარმატების შემდეგ, ერთგვარ ვალდებულებას ვგრძნობდით, რომ სფეროს განვითარებისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და მეტი ადამიანი დაგვებრუნებინა წიგნთან, რადგან ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი მხოლოდ განათლებულ და წიგნიერ ადამიანებზე დგას. იუნესკოს მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენი ქვეყნის უდიდესი აღიარება იყო და ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მათი ნდობა საუკეთესოდ გავამართლეთ და გავართვით თავი. რაც მთავარია, გავამართლეთ ადამიანების ნდობა და ერთი წლის შემდეგ, გაცილებით პროგრესულ და განათლებულ, განვითარებულ და მომავალზე ორიენტირებულ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ წარმატება უსურვა ქალაქ გვადალახარას, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს რამდენიმე დღეში გადაიბარებს. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა. იუნესკო-ს პროექტის - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარუდგინეს, ქართული ენის დღეს გაიმართა.
„ღონისძიებას ესწრებოდა იუნესკოსა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის მონაწილე ოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, დედაქალაქების მერები, მერების მოადგილეები და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სტუმართა შორის, ასევე, იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები და ლიტერატურული სფეროს სხვა წარმომადგენლები.
თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილს გახდა. სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელდა ასამდე ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მწერლებისა და მთარგმნელების ხელშეწყობა, საგამომცემლო საქმის სტიმულირება, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება, ბავშვებისა და მოზარდების წიგნით დაინტერესება, წიგნის ხელმისაწვდომობა, წიგნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაკავშირება.
მიმდინარე წლის 23 აპრილს, თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდებას მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცემს. 2023 წელს კი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, განას დედაქალაქი, აკრა იქნება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 03:26
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი
„უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფეისბუქლაივში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:53
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი: მერიის ყველა სამსახური, გამგეობები, ინფრასტრუქტურის სამსახური, თბილსერვისი პრობლემის დაწყებისთანავე გამოსულები ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება
მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვიდეომიმართვისას. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:35
საზოგადოება
კახა კალაძე: ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა
„ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
21 ივლისი 2026, 02:02
მსოფლიო
POLITICO: FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 00:23
მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბი სირსკის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს
ჭორები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის სავარაუდო გადაყენების შესახებ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს ცნობები უარყო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.
20 ივლისი 2026, 22:57
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
20 ივლისი 2026, 22:29
მსოფლიო
ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.
20 ივლისი 2026, 21:28
ეკონომიკა
თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება
ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
20 ივლისი 2026, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.
20 ივლისი 2026, 21:10
რეგიონი
არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხვალ გეოლოგები იმუშავებენ
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მობილიზებული ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, - აღნიშნულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 ივლისი 2026, 20:57
მსოფლიო
Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
ათეულობით წლის ლოდინი დასრულდა - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ახალი ბინები მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა დიდ დიღომში ბინები მიიღო. ათეულობით წლის მოლოდინის შემდეგ, მოქალაქეებს ახალი საცხოვრებელი ფართები აქვთ.
20 ივლისი 2026, 20:29
ეკონომიკა
ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი და ადგილობრივი ექსპორტის 50%-იანი ზრდა - როგორია საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და დადებითი დინამიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. დადებითი დინამიკა როგორც ივნისის, ისე წლის პირველი ნახევრის მონაცემებში აისახა. განსაკუთრებული ზრდაა ადგილობრივ ექსპორტშიც.
20 ივლისი 2026, 20:26
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.
20 ივლისი 2026, 20:24
ეკონომიკა
რეკორდული მაჩვენებლები საქართველოს ტურიზმში - წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 3 მილიონზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. განსაკუთრებული მატებაა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
20 ივლისი 2026, 20:22
მსოფლიო
პარიზი თეირანს დიპლომატიური იმუნიტეტის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მკაცრად დაგმო ირანის უსაფრთხოების სამსახურების ქმედება თეირანში მყოფი ორი ფრანგი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიზიკურად იძალადეს.
20 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
ფინანსური სანქციები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის - ბრძოლა სიძულვილის ენასთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენება და მოქალაქეების შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს სცდება. სასამართლომ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილა და დააჯარიმა.
20 ივლისი 2026, 20:18
პოლიტიკა
სიძულვილის ენა, უცენზურო ლექსიკა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფა - მწვავე გამოხმაურება გავრცელებულ სკანდალურ პოდკასტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პოდკასტს, სადაც აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი უცენზურო ლექსიკას იყენებს, მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.გადაცემაში გახმიანებულმა რეპლიკებმა, მათ შორის მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რელიგიური თემების მისამართით, მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია
20 ივლისი 2026, 20:15
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარე სამყაროს დროებით მოწყვეტილ 30-ვე სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგენილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზეც. აქ უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებითაა შესაძლებელი.
20 ივლისი 2026, 19:53
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: ბრიტანეთმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ სტაბილურობის აღდგენა ხელახლა შეგვიძლია
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმ თავის პირველ გამოსვლაში, წლების მანძილზე არსებული არასტაბილურობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობა დადო.


