კვლევა: საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები
ფოტო: Getty Images
საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენება შეისწავლა და შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევა ადასტურებს, რომ ოჯახში ზრუნვის ნაწილში პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ქალზე მოდის.
„შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის“, - აღნიშნულია კვლევაში.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას - დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %).
გამოკვლევის შედეგად შეგროვდა მონაცემები მოსახლეობის მიერ სხვადასხვა აქტივობაზე დახარჯული დროის შესახებ, მათ შორის, ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ შრომაზე, საოჯახო და ზრუნვის საქმიანობებზე, სწავლაზე, დასვენებაზე, სოციალიზაციაზე, მგზავრობაზე და ა.შ. გამოკვლევა ევროსტატის და გაეროს მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოებს დაეფუძნა, რაც მიღებული მაჩვენებლების საერთაშორისო დონეზე შესადარისობას უზრუნველყოფს.
გამოკვლევისათვის, ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10 წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.1 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე, 1.4 საათს - სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე, 0.9 საათს - საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე, 0.6 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე, 0.3 საათს - სწავლაზე, ხოლო 0.1 საათს - სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე. აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის შეინიშნება აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურების შემთხვევაში, რომელზეც ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ. დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა - კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 09:57
მსოფლიო
ეგზიტპოლები: ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი ამომრჩეველთა 85%-ზე მეტმა დაუჭირა
ახალი კონსტიტუცია სულ რაღაც 22 დღეში შემუშავდა. მას სახელმწიფო მოწყობაში მასშტაბური ცვლილებები შეაქვს. მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით ხუთწლიანი ვადით აირჩევა.
16 მარტი 2026, 09:43
მსოფლიო
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში
პარალელურად ვრცელდება ცნობები ლიბანში გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ, ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაეროს დროებითი ძალების ინფორმაციით, თავდასხმები ორგანიზაციის 3 სხვადასხვა ბაზაზე - იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.
16 მარტი 2026, 09:31
მსოფლიო
უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა
უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა. მომხრეებისადმი მიმართვისას, მაგიარმა მათ პირობა მისცა, რომ აკრძალავს პროპაგანდას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა, მაქსიმუმ, ორი ვადით იქნება შესაძლებელი და ეს რეგულაცია სხვა თანამდებობებზეც გადაიხედება. მაგიარმა უნგრეთის მოქმედი პრემიერი გააკრიტიკა და თქვა, რომ ომი არც მას სურს.
16 მარტი 2026, 09:27
მსოფლიო
ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი - „მშვიდობის მარშზე“ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერის ათობით ათასი მომხრე გამოვიდა
„წინ 28 რთული დღე გვაქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი. აპრილის არჩევნების შემდეგ, ქვეყანას არა მღელვარება, არამედ სიმშვიდე, თავდაჯერებული ლიდერი, ნათელი გონება, საიმედო ხელი, სტრატეგიული სიმშვიდე და გამოცდილება სჭირდება და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას მშვიდობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. ჩვენ ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ ბრიუსელმა და კიევმა მხოლოდ თვალის დახამხამება შეძლონ“, - განაცხადა მან.
16 მარტი 2026, 09:21
მსოფლიო
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი: ვფიქრობ, ირანთან ომი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში
შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი სპარსეთის ყურეში ომის მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულებას აანონსებს. კრის რაიტი ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზანი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაისახა, რისკებს ამართლებს.
16 მარტი 2026, 09:21
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუმორით უპასუხა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა და ირანის მიერ მისი ლიკვიდაციის შესახებ ცნობა უარყო. ვიდეომიმართვა კაფეშია გადაღებული, სადაც ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას იუმორით ეხმაურება.
16 მარტი 2026, 09:14
კულტურა
„ოსკარის“ გამარჯვებულები დასახელდნენ
„ქეი-პოპ დემონებზე მონადირეებმა“ 2 „ოსკარი“ მიიღეს - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის და საუკეთესო სიმღერისთვის (Golden).
16 მარტი 2026, 09:12
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი: წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. არ ვმუშაობთ წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის მნიშვნელოვნად დასუსტებას ითვალისწინებს
ისრაელის სამხედრო ძალებს ირანში ოპერაციისთვის, მინიმუმ, სამი კვირის გეგმები აქვთ, რომლის დროსაც ათასობით სამიზნეს დაარტყამენ. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არა წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.
16 მარტი 2026, 09:03
მსოფლიო
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა. ცნობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 54-ე ტალღის ფარგლებში ასევე გამოყენებული იყო ადგილობრივი წარმოების „ხეიბარ შეკანის“, „გარდის“, „ემადისა“ და „ხორამშახრის“ რაკეტები.
16 მარტი 2026, 08:52
რეგიონი
„დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი“ - რა ვითარებაა სოფელ კურსებში
რა ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სადაც მეწყერი განვითარდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც გამოიკვეთა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისათვის მეწყერი სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. პირველადი დასკვნა და რეკომენდაციები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სოფელში გადაადგილება აკრძალულია.
16 მარტი 2026, 08:40
პოლიტიკა
საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ
საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში განხილვა გრძელდება. კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.
16 მარტი 2026, 08:27
პოლიტიკა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება - კანონში ცვლილებებზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება - შესაბამისი ცვლილებები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შედის, რომელზე მსჯელობაც პარლამენტში დღეს იწყება.
16 მარტი 2026, 08:15
პოლიტიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.
16 მარტი 2026, 08:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 მარტს თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
16 მარტი 2026, 00:35
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ
ვიდრე პოლარიზაციის შემცირების პროცესი შედგება, უნდა გამოვკვეთოთ ვინ არის ეს მეორე მხარე, რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტებით გვაქვს გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა. ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს, ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრისას.
16 მარტი 2026, 00:24
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაზე: როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე - ეს პროცესი დაიწყო
როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ეს პროცესი დაიწყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
16 მარტი 2026, 00:04
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?
ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ (Fostering the Future Together); თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
16 მარტი 2026, 00:03
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ვიცე-ჩემპიონია
ფინალური მატჩი მადრიდში გაიმართა. პირველი ტაიმის შედეგებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 12:3-ს უგებდა, თუმცა მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე პორტუგალიელებმა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, 17:17, ხოლო შემდეგ წინ 2 ქულითაც გავიდნენ. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 17:19 დასრულდა.
15 მარტი 2026, 23:47
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
„ვესაუბრე, მანდ მოყვანილ თემებზე, სადაც არის, თითქოს გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია და ის რაც ხდებოდა, პარლამენტში შეჭრაზე, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები, ამას ხომ ვერ გაურბიან და ის, რაც მერე ქმედება მოჰყვება ამას პოლიციის მხრიდან, ეს ამის საპირწონედ ხდება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
15 მარტი 2026, 23:14
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე: მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა - როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, უფლებებზე ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული
მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მის [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის] პრეზიდენტს და დელეგაციას, საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა. საკმაოდ მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყვე, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა, შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე და ა,შ. ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.


