ირაკლი ხმალაძე: A კატეგორიის ტაქსის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის გზით იმ პირისგან, რომელიც ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს
ირაკლი ხმალაძე
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა შეწყდება, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნებართვის მიღება ყიდვის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი.
როგორც მან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ნებართვის შეძენა ან იჯარით აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისგან, ვინც ასეთ ნებართვას უკვე ფლობენ. აღნიშნული მომსახურების მიღება კი ელექტრონულ სისტემაში - www.taxi.tbilisi.gov.ge იქნება შესაძლებელი.
„2023 წლის პირველი აპრილიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტი A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ნებისმიერი პირი, ვისაც სურს, მსგავს ნებართვას ფლობდეს, მას შეძენის ან იჯარის გზით, მხოლოდ იმ პირებისგან მიიღებს, ვინც მსგავსი ტიპის ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს. ტრანზაქციებში ასევე, ერთვებიან იურიდიული პირები. პირველი აპრილიდან განახლდება და ამოქმედდება ელექტრონული ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, სადაც თითოეული ტრანზაქციის შესრულება იქნება შესაძლებელი: ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა, ნებართვის მართვა, პირადი პროფილის მართვა, კუთვნილ ნებართვაზე იჯარით გათვალისწინებული მძღოლის ან სატრანსპორტო საშუალების მიბმა ან მოხსნა. დეტალური ინსტრუქციისთვის შედგენილია სპეციალური ვიდეოგზამკვლევი, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე განთავსდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ტაქსის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას, რომლის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.
ვიცე-მერის განმარტებით, ტაქსის მძღოლი, რომელიც ეწევა მომსახურებას, ახალ ნებართვას პირდაპირ მიაბამს თეთრი ფერის ავტომობილს და გააქტიურებს. იმ პირისთვის კი, რომელიც ფლობს ნებართვას, მაგრამ არ იყენებს, არც ყიდის და არც იჯარით გასცემს, ნებართვა ფასიანი იქნება და დღეში სამ ლარს შეადგენს.
„გარდა ამისა, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი გადასცემს ფიზიკურ პირს A კატეგორიის ნებართვას, საჭიროა, ამ ნებართვის აქტივიზაცია. თუ ვინმეს არ გაქვთ სურვილი, რომ ეს ნებართვა გამოიყენოთ ან გაყიდოთ, შეგიძლიათ, არაფერი გააკეთოთ. შესაბამის დროს ეს ნებართვა გაუქმდება, მაგრამ თუ გვინდა A კატეგორიის ნებართვის მიღება, პირველი აპრილიდან საჭიროა ნებართვის აქტივაცია. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ იმავე ვებგვერდზე ან მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მომსახურების ცენტრში. აქტივაციის ვადა განსაზღვრულია ერთი წლით - 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე. იმ შემთხვევაში, თუ აქტივაციის ვადის განმავლობაში, არ მოხდება ნებართვის გააქტიურება, ის ავტომატურად გაუქმდება. A კატეგორიის ნებართვის საფასური, რომელიც დღეს გვაქვს დადგენილი წლიურად, უცვლელი რჩება - დაანგარიშდება დღიურ ბაზისზე და წლიურ ჭრილში არ შეიცვლება.
ფიზიკური პირები, რომლებიც დღემდე ახორციელებენ ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ არასდროს აუღიათ ნებართვა, ახალი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვას მიიღებენ მაშინ, თუ 20 მარტამდე, ძველი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას აიღებენ. აქტივაცია შესაძლებელია ორი მეთოდით: პირი, რომელიც ტაქსით მომსახურებას ეწევა, ახალ ნებართვას პირდაპირ მიაბამს თეთრ ავტომობილს და ნებართვა გააქტიურდება, მაგრამ პირი, რომელიც დღეს არ არის ან აღარ არის ტაქსის მძღოლი, თუმცა, აქვს ნებართვა და მას უბრალოდ ინახავს, ეს იქნება ფასიანი - დღეში 3 ლარი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამასთან, ვიცე-მერის თქმით, დღემდე არსებული A კატეგორიის ნებართვები ვადას ინარჩუნებს. რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსის ნებართვას, აქამდე არსებული ყველა წესი რჩება უცვლელი.
გარდა ამისა, რეფორმა არ ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის შემოღებას ან დამატებითი მოსაკრებლის დაწესებას.
თბილისის მერმა დღეს ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაცია გამართა. რეფორმის თანახმად, 2023 წლის 20 მარტიდან არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემა შეწყდება. აღნიშნული კატეგორიის ნებართვებს მუნიციპალიტეტი ერთჯერადად ახალი სისტემით 2023 წლის 1 აპრილიდან გასცემს. A კატეგორიის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით მიღების გზით იმ პირისგან, რომელიც საკუთრებაში ფლობს A კატეგორიის ნებართვას. A კატეგორიის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება, ან უფლებრივად დატვირთვა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 21:21
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა
აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.
01 სექტემბერი 2026, 21:16
მსოფლიო
მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.
01 სექტემბერი 2026, 20:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:47
საზოგადოება
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.
01 სექტემბერი 2026, 20:42
საზოგადოება
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:38
საზოგადოება
საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 20:34
საზოგადოება
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
01 სექტემბერი 2026, 20:31
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს, ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 20:28
სამართალი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
01 სექტემბერი 2026, 20:27
მსოფლიო
ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური კრიზისი ევროპაში და ამ კონტექსტში ისლანდიის მაგალითი იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ - ერთი თემა პარლამენტში.
01 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. ბრიუსელის ბიუროკრატია, სუვერენიტეტის პრინციპი და გაერთიანებაში არსებული ღირებულებითი გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც რეიკიავიკის გადაწყვეტილების შემდეგ , როგორც დასავლელი, ისე ქართველი კანონმდებლები აპელირებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:17
პოლიტიკა
უთანხმოების მიზეზად ქცეული საიმიგრაციო პოლიტიკა - უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს აკრიტიკებს. პეტერ მადიარი ევროკავშირის მმართველობით კრიზისზე და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირის კრიტიკა ამჯერად, ბუდაპეშტიდან ისმის. ევროგაერთიანებაში პოლიტიკური ლიდერობის დეფიციტზე პიტერ მადიარი ლაპარაკობს.
01 სექტემბერი 2026, 20:11
მსოფლიო
გერმანია ლაიფციგში დრონის ინციდენტის გამო ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში „რუსულ სახლს“ დახურავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმაზე დიპლომატიური რეაგირების შესახებ გამოაცხადა.
01 სექტემბერი 2026, 20:04
მსოფლიო
გერმანიის მთავრობამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდულ თავდასხმაში დაადანაშაულა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შედეგები წარადგინეს.
01 სექტემბერი 2026, 19:58
მსოფლიო
ნეპალის პრემიერი: ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას
ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბალენდრა შაჰმა.
01 სექტემბერი 2026, 19:41
მსოფლიო
კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ტოვებს თემთა პალატას.
01 სექტემბერი 2026, 19:29
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ სიგიჟე და დაასრულონ მსოფლიო ომები
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ბიშკეკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, „შეაჩერონ სიგიჟე“ და დაასრულონ მსოფლიო ომები.
01 სექტემბერი 2026, 19:03
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი სარსევანიძე და ლევან ითიურიძე წარუდგინა - ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.


