imedi /  05 თებერვალი 2024, 16:35 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფესიული განათლების განვითარების ხედვა წარადგინა

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება. პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საჭიროებებს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

პროფესიულ განათლებაზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სტუდენტთა დასაქმების მნიშვნელობაზე.

„გაიზრდება სამუშაოზე დაფუძნებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და ასევე, გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი‘‘, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბების და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელების მნიშვნელობას. მისი თქმით, კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვა და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანა უნარების ეკოსისტემაში და პროფესიული განათლების მიწოდებაში.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით გადაიხედება პროფესიული სტანდარტები და 2025 წლის ბოლომდე შემუშავდება/განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ამასთან, შრომის ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დაინერგება კერძო სექტორის მონაწილეობით შემუშავებული ახალი კვალიფიკაციები.

„დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, ასევე, ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი. ასევე მოხდება პროფესიული განათლების მასწავლებლების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,‘‘ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრობის კანდიდატმა დამსწრე საზოგადოებას ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის, კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, დაწესებულებების სტრუქტურების გადახედვასა და პროფესიული განათლების სისტემის პრიორიტეტების შესაბამისად გაუმჯობესებაზე. გიორგი ამილახვარის თქმით, პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ამოქმედდება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად. ამასთან, პროფესიული განათლების მართვის პროცესის ხელშესაწყობად დაინერგება სხვადასხვა ელექტრონული სისტემა, რაც პროცესებს გახდის უფრო მეტად მოქნილს და ავტომატიზებულს.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

09 მაისი 2026, 20:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს

დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს.

ანდრია ურუშაძე

09 მაისი 2026, 20:28

ჯანდაცვა

ანდრია ურუშაძე: როცა საყოველთაო ჯანდაცვა დავიწყეთ, აქცენტი გავაკეთეთ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმეთ მედიკამენტების ანაზღაურებას. საბედნიეროდ, შემდეგი ნაბიჯები, რასაც სუბსიდირებული პროგრამა ჰქვია, სწორი იყო

ჯანდაცვის სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაუბრუნდეს თავისი პოლიტიკის შემქმნელის მარეგულირებელ ფუნქციას და არ უნდა შეასრულოს ფინანსური პოლიციისა და სასამართლოს ფუნქცია.

მიხეილ სარჯველაძე

09 მაისი 2026, 20:16

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე

ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრის განმარტებით, ამან წარმოშვა ისეთი დილემები, როგორიც არის კომერციული ინტერესების დომინირების მცდელობა.

09 მაისი 2026, 19:57

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 8 მაისს ქ. თბილისში, ჟ. შარტავას ქუჩაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი ქაჯაია

09 მაისი 2026, 19:02

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: მადლობა ეფექტური მუშაობისთვის მამუკა მდინარაძეს, მის დროს დაწყებული საქმეა ბევრი ის, რასაც დღეს ხორცი შეესხა და დიდი მადლობა მას

ძალიან კარგია, რომ ჯაშუში გამოვლინდა. ჯაშუშს ეროვნება არ აქვს და ძალიან საწყენია, რომ ამაში საქართველოს მოქალაქე რაღაცის ნაცვლად არის ჩართული, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“. ანალიტიკოსმა, ეფექტიანი მუშაობისთვის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადა.

09 მაისი 2026, 18:53

სამართალი

ზვიად მაისაშვილი დაკავებულ სპეცრაზმელებზე: ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, მე არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურისძიების განცდა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა

2024 წლის აქციების მიმდინარეობისას, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად დაზარალებული მაისაშვილი დაესწრო.

გიორგი ქაჯაია

09 მაისი 2026, 18:48

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: მდიდარი „ენჯეოები“ თუ რადიკალური ძალები, ყველა ის მავანი, ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა

ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

გიორგი ქაჯაია

09 მაისი 2026, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია ოპოზიციურ ალიანსზე: 26 მაისი რა თარიღიც არის, იმ სულისკვეთებასთან ამ ხალხს თანხვედრა არცერთ ასპექტში არ აქვთ. დიდი მოლოდინი, რომ რაიმეს შეცვლიან, სიახლეს შესთავაზებენ საზოგადოებას, არ მაქვს

26 მაისი რა თარიღიც არის, იმ სულისკვეთებასთან ამ ხალხს [ოპოზიციის ალიანსს] თანხვედრა არცერთ ასპექტში არ აქვთ. დიდი მოლოდინი, რომ რაიმეს შეცვლიან, სიახლეს შესთავაზებენ საზოგადოებას, არ მაქვს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.

09 მაისი 2026, 18:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ალიანსზე: არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დასრულდება 26 მაისის აქციაც - არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს კარგად იციან

შეძლებს თუ არა ოპოზიცია 26 მაისს ერთობის დემონსტრირებას, ამ თემაზე ისაუბრა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ოპოზიციურ ალიანს მომავალი არ გააჩნია.

ლევან მაჭავარიანი

09 მაისი 2026, 18:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

ლევან მაჭავარიანი

09 მაისი 2026, 18:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს

როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერცინსკისაც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.

09 მაისი 2026, 18:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოფიციალურ კიევზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ

ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

09 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საქართველო არის საკვანძო ადგილზე შუა დერეფანში - ევრობიუროკრატებს მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელობაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, შუა დერეფანში საქართველო საკვანძო ადგილზეა. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტი საქართველოზე გადის.

09 მაისი 2026, 17:46

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართული იყოს კერძო სექტორი, რადგან რეფერენტული ფასი შეიქმნას მოლაპარაკების საფუძველზე“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი

09 მაისი 2026, 17:38

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი „იმედის“ „წაღების“ შესახებ დევდარიანის განცხადებაზე: გაიხსენონ ჩვენი უახლესი ისტორიის ის ამაზრზენი ფურცლები, როდესაც მედია საშუალებები მიწასთან იყო გასწორებული და სიტყვის თავისუფლება დახშული იყო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი „იმედის“ „წაღების“ შესახებ ქეთევან დევდარიანის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. სოსიაშვილმა დევდარიანის განცხადებას აბსურდი და დიდი სიცრუე უწოდა.

დავით ქართველიშვილი

09 მაისი 2026, 17:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. პროდასავლური მედია რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ?

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას, სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავშირის დროშის დამწველ „ანტიმამაოს“ რომ არეკლამებს, უცნაური ხომ არ არის.

ზაალ ანჯაფარიძე

09 მაისი 2026, 17:30

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ „დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ“.

09 მაისი 2026, 17:27

რეგიონი

ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა

ოზურგეთის მერის ინფორმაციით, მერმა პაატა კუნჭულიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი გამსახურდია

09 მაისი 2026, 17:14

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ

აი ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი "მსახურების" მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

09 მაისი 2026, 17:10

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში მონაწილე ორ ძალოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ.