imedi /  05 თებერვალი 2024, 16:52 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი: აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით: გრძელდება სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა - თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე 2024 წელს გაორმაგებულ სტიპენდიას, ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარის ოდენობით, 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს. სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების პროცესი მიმდინარეობს - ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხო საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 33 000-მდე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში უკვე 35 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

უმაღლეს განათლებაზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე, გაგრძელდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.

გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (ENQA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან. ამასთან, შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ მიზნით, ხელი შეეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით შემუშავდება/განხორციელდება ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, გაიზრდება სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა და გაგრძელდება მუშაობა საქართველოს Erasmus+ პროგრამის ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებლად. 2024 წელს დასრულდება შესაბამისი კვლევა და დამტკიცდება ე.წ. „საგზაო რუკა“.

გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების საფეხურზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უნივერსიტეტების განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.

„ქვეყანაში მასწავლებლის რესურსის გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, გაგრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა, ასევე ეთნიკური უმცირესობების სწავლის ხელშემწყობი პროგრამები. ამასთან, სამინისტრო სტუდენტ მსჯავრდებულ პირებს კვლავაც შესთავაზებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას. ამასთან, შემუშავდება დისტანციური განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო.
ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, შესაბამისად, უნივერსიტეტებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება,“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გრძელდება საუნივერსიტეტო კამპუსის განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი აკადემიური კორპუსების მშენებლობა.

ამასთან, 2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი ეყოლება. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირება, უდიდეს როლს შეიტანს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ზრდის საქმეში.

ყველა სიახლე

გიორგი ქაჯაია

09 მაისი 2026, 19:02

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: მადლობა ეფექტური მუშაობისთვის მამუკა მდინარაძეს, მის დროს დაწყებული საქმეა ბევრი ის, რასაც დღეს ხორცი შეესხა და დიდი მადლობა მას

ძალიან კარგია, რომ ჯაშუში გამოვლინდა. ჯაშუშს ეროვნება არ აქვს და ძალიან საწყენია, რომ ამაში საქართველოს მოქალაქე რაღაცის ნაცვლად არის ჩართული, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“. ანალიტიკოსმა, ეფექტიანი მუშაობისთვის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადა.

09 მაისი 2026, 18:53

სამართალი

ზვიად მაისაშვილი დაკავებულ სპეცრაზმელებზე: ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, მე არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურისძიების განცდა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა

2024 წლის აქციების მიმდინარეობისას, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად დაზარალებული მაისაშვილი დაესწრო.

გიორგი ქაჯაია

09 მაისი 2026, 18:48

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: მდიდარი „ენჯეოები“ თუ რადიკალური ძალები, ყველა ის მავანი, ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა

ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

გიორგი ქაჯაია

09 მაისი 2026, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია ოპოზიციურ ალიანსზე: 26 მაისი რა თარიღიც არის, იმ სულისკვეთებასთან ამ ხალხს თანხვედრა არცერთ ასპექტში არ აქვთ. დიდი მოლოდინი, რომ რაიმეს შეცვლიან, სიახლეს შესთავაზებენ საზოგადოებას, არ მაქვს

26 მაისი რა თარიღიც არის, იმ სულისკვეთებასთან ამ ხალხს [ოპოზიციის ალიანსს] თანხვედრა არცერთ ასპექტში არ აქვთ. დიდი მოლოდინი, რომ რაიმეს შეცვლიან, სიახლეს შესთავაზებენ საზოგადოებას, არ მაქვს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.

09 მაისი 2026, 18:36

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ალიანსზე: არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დასრულდება 26 მაისის აქციაც - არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს კარგად იციან

შეძლებს თუ არა ოპოზიცია 26 მაისს ერთობის დემონსტრირებას, ამ თემაზე ისაუბრა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ოპოზიციურ ალიანს მომავალი არ გააჩნია.

ლევან მაჭავარიანი

09 მაისი 2026, 18:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

ლევან მაჭავარიანი

09 მაისი 2026, 18:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს

როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერცინსკისაც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.

09 მაისი 2026, 18:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოფიციალურ კიევზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ

ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

09 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საქართველო არის საკვანძო ადგილზე შუა დერეფანში - ევრობიუროკრატებს მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელობაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, შუა დერეფანში საქართველო საკვანძო ადგილზეა. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტი საქართველოზე გადის.

09 მაისი 2026, 17:46

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართული იყოს კერძო სექტორი, რადგან რეფერენტული ფასი შეიქმნას მოლაპარაკების საფუძველზე“, - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი

09 მაისი 2026, 17:38

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი „იმედის“ „წაღების“ შესახებ დევდარიანის განცხადებაზე: გაიხსენონ ჩვენი უახლესი ისტორიის ის ამაზრზენი ფურცლები, როდესაც მედია საშუალებები მიწასთან იყო გასწორებული და სიტყვის თავისუფლება დახშული იყო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი „იმედის“ „წაღების“ შესახებ ქეთევან დევდარიანის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. სოსიაშვილმა დევდარიანის განცხადებას აბსურდი და დიდი სიცრუე უწოდა.

დავით ქართველიშვილი

09 მაისი 2026, 17:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მთავარი არხი“, ე.წ. პროდასავლური მედია რომ ევროკავშირის დროშის დამწველ ანტიმამაოს არეკლამებს, ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ?

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „მთავარი არხის“ მიერ სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებების ტირაჟირებას, სოციალურ ქსელში აფასებს და ინტერესდება, ე.წ. პროდასავლური მედია ევროკავშირის დროშის დამწველ „ანტიმამაოს“ რომ არეკლამებს, უცნაური ხომ არ არის.

ზაალ ანჯაფარიძე

09 მაისი 2026, 17:30

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დავესწარი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და „ცალ ფეხზე დგომის“ პრეზენტაცია შეიძლება ვუწოდოთ. არაფერი ღირებული, რაც ქართველს ევროპას საუკეთესო კუთხით დაანახებდა, იქ არ ყოფილა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნავს, რომ „დამსწრეთა უმრავლესობა იყვნენ რადიკალი პოლიტიკოსები და ვითომ „პროევროპული“ ახალგაზრდობა, ევოკავშირის დროშებში გამოხვეულნი რომ ძალადობდნენ“.

09 მაისი 2026, 17:27

რეგიონი

ოზურგეთში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა

ოზურგეთის მერის ინფორმაციით, მერმა პაატა კუნჭულიამ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი გამსახურდია

09 მაისი 2026, 17:14

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ახლა „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ - ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ

აი ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი "მსახურების" მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

09 მაისი 2026, 17:10

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში მონაწილე ორ ძალოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ.

09 მაისი 2026, 16:55

მსოფლიო

პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

09 მაისი 2026, 16:34

მსოფლიო

რომში დააკავეს იტალიის ყოფილი ელჩი უზბეკეთში, რომელიც შენგენის ვიზებს ყიდდა

იტალიელმა სამართალდამცველებმა უზბეკეთში იტალიის ყოფილი ელჩი, პიერგაბრიელე პაპადია დე ბოტინი დი სანტ-ანიეზე დააკავეს, რომელსაც შენგენის ვიზების უკანონო გაცემა ედება ბრალად. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

09 მაისი 2026, 16:14

მსოფლიო

პუტინი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სლოვაკეთის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დავაკმაყოფილოთ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრატისლავის მოთხოვნა ენერგორესურსებთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს.

ნიკოლოზ მეტრეველი

09 მაისი 2026, 16:00

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: წლების განმავლობაში ნიკა გვარამია და სხვები ებრძოდნენ ქართულ ეკლესიას. ეს ძალები კვლავ ცდილობენ, ეს გააკეთონ. როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს

როდესაც სცდება საკითხი სასულიერო არჩევნებს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სიმართლის მხარეს დადგეს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას.