12 მარტი 2025, 11:45 / სანდო წყარო

თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს

თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, დარეგისტრირდნენ პროფესიული გადამზადების პროგრამაში.

„ბევრი ადამიანია, ვინც სამსახურს ეძებს. პარალელურად, ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, რის შედეგად, ვიცით ყველა ის სფერო და მიმართულება, სადაც პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამიტომ, წამოვიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი პროფესიონალიზმი. კერძოდ, მოხდება მათი გადამზადება, ასევე, დავეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას.

„აღნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე გადამზადება, ცხადია, უფასოა. ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ 10 ათასამდე მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა, გადამზადებულიყვნენ. დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს 70%. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა კიდევ გვაქვს გაუმჯობესების რესურსი. ამიტომ, დარეგისტრირდით აღნიშნულ პროგრამაში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ რეგისტრაციის პლატფორმაზე dasakmdi.ge“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროებში.

ამასთანავე, დედაქალაქის მერის განცხადებით, წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის, ბრენდდიზაინის შემსწავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი და სხვა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

14 მარტი 2026, 14:16

ეკონომიკა

იუსტიციის სამინისტრო: სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა არ გადაიწევა – ის 2026 წლის 1 აპრილს სრულდება

სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა არ გადაიწევა – 2026 წლის 1 აპრილამდე უნდა მოხდეს ყველა სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

14 მარტი 2026, 14:10

რეგიონი

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ღონისძიება მიმდინარეობს. LIVE

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ღონისძიება მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე

14 მარტი 2026, 13:56

პოლიტიკა

ხუნდაძე WIN | Worldwide Independent Network of MR & OP-ის კვლევაზე: ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და როდესაც ქალბატონები თავს გრძნობენ ყველაზე უსაფრთხოდ, ერთ-ერთ მანიშნებელია, რომ არავის საფრთხე არ ემუქრება

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ქალების უსაფრთხოების თემაზე საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლევის შედეგები ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული.

გია აბაშიძე

14 მარტი 2026, 13:53

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი პატრიცია გჟებიკი, „მოსკოვის მექანიზმის" ფარატინა დასკვნის ხელმომწერი, პოლონეთის მთავრობის მრჩეველია

დამოუკიდებელი ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნა-გამოცდილებას გარკვეულ სფეროში და აქვეყნებს/აზიარებს თავის შეფასებებს/რეკომენდაციებს და არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან, ხელისუფლებასთან ან მხარესთან, ანუ მოქმედებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ირაკლი წერეთელი

14 მარტი 2026, 13:50

პოლიტიკა

ირაკლი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გაუმარჯვოს აშშ-ს,რომელიც არ შეუერთდა ანტიქრისტიანულ და ანტიქართულ ყოვლად საზიზღარ და სამარცხვინო ანგარიშსა და განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ

პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აშშ არ შეუერთდა 24 ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ ანგარიშს და ამ ქვეყნების მიერვე გავრცელებულ განცხადებას.

დავით ქართველიშვილი

14 მარტი 2026, 13:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისი თანდათან იმკვიდრებს თავს, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბი საერთაშორისო ფორუმების, ბიზნეს-სამიტებისათვის, რისი აღიარება ოპოზიციისთვის - პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია

თბილისი აშკარად გამოდის რეგიონულ ლიდერად საერთაშორისო ფორუმებისა და სამიტების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამის დასტურად მოჰყავს კონფერენციების, ფორუმების, სხვადასხვა ღონისძიების ჩამონათვალი, რომლის გამართვა საქართველოში იგეგმება.

ჯონ ნილი კენედი

14 მარტი 2026, 13:31

მსოფლიო

სენატორი ჯონ ნილი კენედი: დიდ ბრიტანეთს იდიოტები მართავენ

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯონ ნილი კენედიმ სენატში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას იდიოტები მართავენ.

დიმიტრი ხუნდაძე

14 მარტი 2026, 13:15

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ავტორი არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული პირი

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და ჩვენ გვახსოვს მისი მხრიდან არაერთი არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან, პოლონელი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შეფასებისას.

დონალდ ტრამპი

14 მარტი 2026, 12:53

მსოფლიო

WSJ: აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ირანმა, შესაძლოა, ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე. ამის მიუხედავად, ტრამპმა სამხედრო ოპერაციის დაწყება მაინც გადაწყვიტა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ ირანმა სამხედრო თავდასხმის დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

14 მარტი 2026, 12:36

რეგიონი

ბოლნისის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გაიმართეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, ერთად ბოლნისის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თეა ონიანისა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიერ გამართულ სამუშაო შეხვერას დაესწრო.

14 მარტი 2026, 12:29

საზოგადოება

ეროვნულ სასახლეში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმას“ 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

„ჩუქურთმას“ აღზრდილების ნამუშევრების გარდა, სახელოსნოს 60 წლიანი ისტორია - აფიშები, ესკიზები და ფოტოებია წარმოდგენილი. ასევე, გამოფენაზე წარადგინეს გრიშა ჩიგოგიძის ფილმიც, რომელიც მან სახელოსნო „ჩუქურთმას“ მიუძღვნა

14 მარტი 2026, 12:25

ეკონომიკა

20 მარტამდე მეწარმეებს საშუალება აქვთ, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები განახევრებულ ფასად მოაწესრიგონ

ცვლილება მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. ამონაწერის განახლება, ათიათასობით იურიდიულ პირს ეხება. თუ მეწარმე 1 აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა

14 მარტი 2026, 12:19

მსოფლიო

„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე

პროპალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონში მდებარე არაბულ ქვეყნებზე. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 მარტი 2026, 12:17

რეგიონი

ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველობაზე ჭადრაკის ტურნირი, ახალციხეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.

14 მარტი 2026, 12:14

რეგიონი

ზვიად გაბისონია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.

14 მარტი 2026, 12:10

რეგიონი

სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებებს კახეთის რეგიონში გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის მომსახურების ახალი ტარიფები და სახელმწიფო სუბსიდირების იმ სქემა, რომელიც 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

14 მარტი 2026, 12:05

თავდაცვა

კრწანისში უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი, ლოჯისტიკისა და სამხედრო სამედიცინო მიმართულების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების ცერემონია გაიმართა.

14 მარტი 2026, 12:03

პოლიტიკა

ღია ეთერი - საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, ეგზისტენციალური საფრთხეები და „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

საქართველოს საგარეო გამოწვევები დიდი გეოპოლიტიკური რყევების და საერთაშორისო წესრიგის რღვევის ეპოქაში. გრძელვადიანი მშვიდობა ცეცხლის კერების შუაგულში. როგორ ინარჩუნებს ქვეყანა სტაბილურობას და ვის ინტერესებშია სტატუს კვოს შეცვლა? ხელისუფლების ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ოპოზიციის მწვავე ბრალდებები ევროინტეგრაციის შეჩერებისა და რუსულ ორბიტაზე გადანაცვლების შესახებ.

ლიზ ტრასი

14 მარტი 2026, 11:59

მსოფლიო

ლიზ ტრასი: რამდენად ღრმად გაიდგა ფესვები „დიფ სთეითმა“ მედიაში, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში?

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა მორიგი პოდკასტი ჩაწერა, რომელიც „დიფ სთეითის“ თემას მიუძღვნა.

ლევან მაჭავარიანი

14 მარტი 2026, 11:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ

ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.