17 მაისი 2025, 20:16 / სანდო წყარო

ოჯახი - ქართული, ევროპული და ქრისტიანული ღირებულება - საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე 11 წელია, ყოველი 17 მაისი პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ აღენიშნება. მეთერთმეტე წელია, ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მასშტაბური მსვლელობითა და პარაკლისით სხვადასხვა ქალაქში ამ დღეს ზეიმობს.

თანამედროვე ეპოქაში, სადაც ტრადიციულ ღირებულებებთან დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამ დღის დაწესება და პატივისცემა ქართული ეკლესიის ვალია - ითქვა დღეს საპატრიარქოს მხრიდან საზეიმო მსვლელობისას, სადაც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ოჯახი, როგორც ეკლესიის პატარა მოდელი, ზრუნვასა და გაფრთხილებას მოითხოვს - ამ ქადაგებით მიმართა მეუფე შიომ ქაშვეთთან შეკრებილებს. გრანდიოზული მსვლელობა კი სამებაში პარაკლისით დასრულდა.

გიორგი აბაზაძის სიუჟეტი დღევანდელი დღესასწაულის შესახებ.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2026, 21:02

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიებასა და ამ ოპერაციაში

მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს მოქალაქეების თაღლითურად მოტყუება ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

02 ივნისი 2026, 21:00

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის საქმეზე დიმიტრი ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერთს ბრალად ედებოდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ნასყიდაშვილს კი 5 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა. გარდაცვლილის დედა განაჩენს სამართლიანად მიიჩნევს.

02 ივნისი 2026, 20:59

პოლიტიკა

პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა - . პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს წარუდგენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა. 88-გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას ეხება. პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს დეპუტატებს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომაზე წარუდგენს. მაკო ლორთქიფანიძე გიამბობთ.

02 ივნისი 2026, 20:53

სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 ბრალდებულიდან 7 დანაშაულს სრულად აღიარებს, ჩადენილს ინანიებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება და მომავალ სასამართლო პროცესზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

პეტერ მადიარი

02 ივნისი 2026, 20:53

მსოფლიო

მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა - ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კიევს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

02 ივნისი 2026, 20:49

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემას და საკუთარ როლს ახსენებს. ხელისუფლება ვაშინგტონის გზავნილს მიესალმება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ ქართულ ოპოზიციას ამომრჩევლის პატივისცემა და საკუთარი როლი შეახსენა.

02 ივნისი 2026, 20:45

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

დანიის სამეფოს ქალაქ ორჰუსში გაიმართა სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) მე-18 საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა და პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, მარიამ ადამაშვილმა დანიის მხარის ოფიციალური მიწვევით მიიღეს მონაწილეობა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

პეტერ მადიარი

02 ივნისი 2026, 20:44

მსოფლიო

პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არც ჯარისკაცებს გააგზავნის და არც იარაღს - ეს არც უნგრეთის ახალი მთავრობის პირობებში მოხდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს.

02 ივნისი 2026, 20:36

პოლიტიკა

საქართველოს ელჩისთვის შექმნილი ბარიერები და გერმანელი დიპლომატის მორიგი პოლიტიკური გამოსვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოფიციალური თბილისი ოფიციალური ბერლინისგან ისევ განმარტებას ელის. პრობლემა კვლავ პეტერ ფიშერს და მის რიტორიკას უკავშირდება. პარალელურად, ქართველი დიპლომატი ბერლინისგან დასტურს თვეებია უშედეგოდ ელის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კი ორი წელია ყველაფერი იცვლება, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გარდა.

მარკო რუბიო

02 ივნისი 2026, 20:35

მსოფლიო

მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში სულ უფრო აქტიურად ერთვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში „სულ უფრო აქტიურად ერთვება“.

02 ივნისი 2026, 20:33

სამართალი

საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგი. გამოვლენილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და დაკავებული სამი ადამიანი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის შედეგად, ორი ორგანიზებული დანაშაულია გამოვლენილი. პასუხისგებაში მიეცა 9 მოქალაქე, მათგან სამი დაკავებულია. საქმე ეხება ყალბი ვიზების და დოკუმენტების დამზადებას, მოქალაქეთა დაზარალებულად წარმოჩენას ფიქტიური საბუთებით და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი ქართველების მოტყუებას.

მარკო რუბიო

02 ივნისი 2026, 20:26

მსოფლიო

რუბიო: თუ ის, რასაც ჩვენ ნატოსგან ვიღებთ, ბაზების გამოყენების შესაძლებლობაა, და ამ დროს გვყავს ალიანსის ისეთი წევრები, რომლებიც, ფაქტობრივად, გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას კრიტიკული სიტუაციების დროს, ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს

ახლა ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მაგალითად ესპანეთს მოვიყვანდი, ღიად ტრაბახობს იმით, თუ როგორ აგვიკრძალა ბაზების გამოყენება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

02 ივნისი 2026, 20:24

ეკონომიკა

ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფა - სვანეთში გამრიცხველიანების პროცესი იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

დენის მიწოდების ხშირი წყვეტა და გახშირებული ავარიული შემთხვევებიც გამოწვევაა. მთავრობა ამ გამოწვევის დასაძლევად გამრიცხველიანებას იწყებს. ელექტრომომარაგება მოსახლეობისთვის უფასო რჩება, მაგრამ ტარიფი წესდება ზღვარს მიღმა მოხმარებაზე.

02 ივნისი 2026, 20:24

პოლიტიკა

სპეკულაცია „ციცინათელასთან“ მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ. ოპოზიციის კამპანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება ოპოზიციის ახალი სამიზნეა. საქმე ეხება შეკვეთილში დაგეგმილ კიდევ ერთ პროექტს, რომელიც სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უნდა გაშენდეს.

02 ივნისი 2026, 20:13

ეკონომიკა

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულფასოვნად ამოქმედდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი საქართველოსთვის ბევრი მიმართულებით არის საკვანძო. ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს, გეოპოლიტიკურ დივიდენდებს და სატრანზიტო როლის ზრდასაც ნიშნავს. თითქმის 9-წლიანი სატესტო რეჟიმის მიუხედავად, რკინიგზა ტვირთების მზარდ ტენდენციას ინარჩუნებდა.

02 ივნისი 2026, 20:06

მსოფლიო

მოლდოვის ვიცე-პრემიერი: რუმინეთთან გაერთიანების სცენარი შეიძლება განიხილებოდეს იმ შემთხვევაში, თუ ევროინტეგრაციის პროცესი ჩაიშლება

მოლდოვის ხელისუფლებამ პირველად ისაუბრა ღიად რუმინეთთან გაერთიანების სცენარზე. ვიცე-პრემიერმა ეუჯენ ოსმოჩესკუმ განაცხადა, რომ ეს ვარიანტი შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში იყოს განხილული.

ლიზა გეგეჭკორი

02 ივნისი 2026, 19:53

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: კარგია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ,რის გამოც საპროცესო გარიგებები უფორმდებათ - იმედია, სამომავლოდ კარგად დაფიქრდებიან სანამ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არშემდგარ რევოლუციონერებს გამოაყენებინებენ თავს

ძალიან კარგია რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები დანაშაულს აღიარებენ, რის გამოც მათ საპროცესო გარიგებები უფორმდებათ, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

მარკო რუბიო

02 ივნისი 2026, 19:36

მსოფლიო

რუბიო: ირანი თანახმაა ბირთვული პროგრამის გარკვეულ ასპექტებზე მოლაპარაკებები გამართოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანი დათანხმდა მოლაპარაკებებს თავისი ბირთვული პროგრამის იმ ასპექტებზე, რომელთა განხილვაზეც მანამდე კატეგორიულ უარს ამბობდა.

მარკო რუბიო

02 ივნისი 2026, 19:22

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანს ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სამშაბათს აღიარა, რომ ირანელებს „ჯერ კიდევ ბევრი დრონი აქვთ“, თუმცა დასძინა, რომ ამ ტექნოლოგიის სიიაფე მას რთულად დასაძლევ საფრთხედ აქცევს.

02 ივნისი 2026, 19:01

სამართალი

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე დანაშაულს აღიარებენ

ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული აღიარეს.