„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა
ფოტო: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ფონდის დირექტორის, ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით, განათლება ქვეყნის განვითარების მთავარი საფუძველია და ამ მიმართულებით მეცენატობა - ყველაზე ღირებული, მადლიანი და საშვილიშვილო საქმეა.
„განვლილი წლების შეჯამებისას ყოველთვის ვაკვირდებით რამდენ ადამიანს მისწვდა ის სიკეთე, რომელსაც ფონდი უჭერს მხარს, რა შეიცვალა უკეთესობისაკენ, რამდენად მივაღწიეთ იმ მიზნებს, რაც პროექტის დაწყებამდე იყო დასახული. ჩვენი თვითმიზანი არ გახლავთ უბრალოდ საგრანტო პროექტის დაფინანსება, ჩვენთვის მთავარია, დავინახოთ, სად სჭირდება დახმარება განათლებას, სად ჩავერთოთ და ჩვენი რესურსის პირობებში ხელი შევუწყოთ არსებული გამოწვევის დაძლევას, რათა ფრაგმენტულად კი არ მოახდინოს პროექტმა რეაგირება, არამედ ეს იყოს გრძელვადიან შედეგზე გათვლილი პროცესი, რომელიც მომავალ თაობას უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას შეუქმნის”, - აღნიშნა ფონდის დირექტორმა გასული წლის შედეგების შეჯამებისას.
ფონდის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებულ საქმეს, 2017 წლიდან მისი მეუღლე, ინა გუდავაძე აგრძელებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივა განხორციელდა როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული და ზოგადი განათლების მიმართულებით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 60-ზე მეტი პროექტი, რაც ჯამში, 6 მილიონ ლარს აღემატება. პროექტები კი თავის მხრივ მიზნად ისახავს: საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას, მასწავლებლისა და მომავალი მასწავლებლის როლის გაძლიერება-მოტივირებას, მათ წახალისებას, პროფესიული განათლების მხარდაჭერას, ახალი საგანმანათლებლო რესურსების შექმნას, მშობლიური ენის სწავლების ხელშეწყობასა და სხვა თემატური პროგრამების დანერგვას.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა პროფესიული განათლების მხარდაჭერა. ამ მიზნით ფონდი ცდილობს, დააფინანსოს პროექტები, რომელიც მიმართულია პოპულარიზაცია გაუწიოს პროფესიულ განათლებას.
გასულ წელს დაფინანსებულ ინიციატივებს შორისაა რაჭაში, კოლეჯ „ერქვანში” დანერგილი შვეიცარიული სტანდარტებით შექმნილი მეცხოველეობის პროფესიული პროგრამები. ასევე, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“, რომლის მიზანია, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში საუკეთესო სტუდენტების, მასწავლებლების, პროგრამებისა და ბიზნეს-პარტნიორების გამოვლენა.
ფონდში აცხადებენ, რომ დღეს კონკურსს ათობით გამარჯვებული ჰყავს, რომლებიც საუკეთესო მაგალითს აძლევენ სხვებსაც, რათა მიიღონ პროფესიული განათლება და წარმატებით დასაქმდნენ, დანერგონ ახალი სასწავლო პროგრამები, ბიზნეს-ორგანიზაციების შემთხვევაში კი, მხარი დაუჭირონ პროფესიულ განათლებას.
ფონდის განცხადებით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა, მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მათთვის სათანადო სასწავლო რესურსების შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს, რომ სკოლის მოსწავლეებმა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება მიიღონ. ყველა ამ მიმართულებით გპფ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგები 2025 წელსაც შთამბეჭდავია.
2025 წელს დასრულდა ფონდის მიერ მხარდაჭერილი 6-ეტაპიანი პროექტი, რომელიც დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება მოსწავლეებსა და სტუდენტებში. პროექტის დახმარებით გადამზადებული ათეულობით პედაგოგი ასეულობით მოსწავლესა და სტუდენტს დებატების ხელოვნებას აზიარებს. დებატ-კლუბების გარდა, ის არჩევით საგნადაც კი დაინერგა არაერთ სკოლასა და უნივერსიტეტში. გვიხარია, რომ ინიციატივა გაფართოვდა და უკვე პროფესიული კოლეჯებისა და ინტეგრირებული პროგრამების მქონე სკოლების პედაგოგების გადამზადების გზით ხელმისაწვდომი ხდება პროფესიული განათლების სტუდენტებისთვისაც.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, გპფ-ს გენერალური სპონსორობითა და მხარდამჭერით, გასულ წელს მეცხრედ ჩატარდა. კონკურსმა ამ დროის განმავლობაში თანდათან მოიპოვა პოპულარულობა. პროექტი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს პედაგოგის როლის ფუნდამენტურ მნიშვნელობას, აცნობს და ახალისებს იმ მასწავლებლებს, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით ცვლიან გარემოს, სკოლას და მოსწავლეს.
გასულ წელს ასევე გაგრძელდა 2020 წელს ფონდის მიერ წამოწყებული სასტიპენდიო პროგრამა „მომავალი პედაგოგი“, რომელიც რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების გამორჩეულ სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიით აჯილდოებს. გპფ-ის ინიციატივით ჩატარებული კვლევების მიხედვით გამოიკვეთა, რომ კურსდამთავრებული სტიპენდიატები საქმდებიან კერძო და საჯარო სკოლებში და უნივერსიტეტში მიღებულ თანამედროვე განათლებას აქტიურად იყენებენ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.
ფონდის მხარდაჭერით 2025 წელს წარმატებით დასრულდა პროექტი „ფსიქო-ემოციური უნარების სწავლება“, რომელშიც ექვსი უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი იყო ჩართული და სადაც პროგრამა არჩევით საგნად ისწავლება.
გასულ წელს ასევე დაგვირგვინდა ფონდისა და UNHCR-ს მიერ ერთობლივად მხარდაჭერილი მასწავლებლის სახლის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სწავლების ხელშეწყობას არაქართულენოვან და დევნილ მოსწავლეებში. პროგრამის ფარგლებში პირველად შეიქმნა კურიკულუმი და სახელმძღვანელო, მოხდა მისი ალტერნატიულ სასწავლო რესურსად აღიარება, რომლითაც უკვე არაერთი მოსწავლე და პედაგოგი სარგებლობს. „ეს მხოლოდ რიგითი საგნის სახელმძღვანელო არაა, იგი საშუალებაა, რომელიც ჩვენ სახელმწიფო ენასთან, ჩვენს იდენტობასა და კულტურასთან აზიარებს, ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებას აძლევს არაქართულენოვან მოსწავლეებს, იქნებიან ისინი უცხო ქვეყნიდან ლტოლვილები თუ დაბრუნებული ემიგრანტების შვილები. ქართული ენის სწავლების გაძლიერების კუთხით პროექტი მასწავლებლის სახლისა და ფონდის თანამშრომლობის მეოთხე შემთხვევაა“, - აცხადებენ ფონდში.
მათივე განმარტებით, წლების განმავლობაში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სხვადასხვა ფორმით მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოაყალიბა გრანტიორ ორგანიზაციებთან, განათლების სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან, რომელთა ძალისხმევით, მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით გასულ წელსაც განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი.
„2025 წლის, ისევე როგორც ფონდის რვაწლიანი საქმიანობის შედეგები, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს განათლების სფეროში გაწეული ქველმოქმედების მნიშვნელობას. სტუდენტი, რომელიც სიამაყით და მოტივაციით ივსება, როცა ფონდის სტიპენდიატი ხდება და უფასდება გაწეული შრომა; მოსწავლე, რომელიც გიზიარებს, რაოდენ შეცვალა ის დებატების შესწავლამ; მასწავლებელი, რომელიც გრძნობს მისი ღვაწლის დაფასებას ჯილდოს ფინალისტობით; ქართულად ამეტყველებული უცხოელი მოსწავლე; კოლეჯის ხელმძღვანელის სიამაყე, როცა მისი სასწავლო პროგრამა გამარჯვებულად ცხადდება; სტუდენტი, რომელსაც თანამედროვე პროფესიული პროგრამა გზას უხსნის წარმატებული დასაქმებისაკენ არის ის წყარო, რაც გვაძლევს სტიმულს.
გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევითა და მონდომებით შევძლებთ მთავარის მიღწევას - გვყავდეს განათლებული კრიტიკულად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული, ბედნიერი და ახალი თაობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის“, - განაცხადა „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მისივე თქმით, 2026 წელს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ გააგრძელებს განათლების მხარდაჭერას ქვეყნისათვის აღნიშნული მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2026, 16:05
კულტურა
BTS-ის შემდეგ, Grammy-ზე საკუთარ მუსიკას წელს არც Stray Kids-ი წარადგენს
Stray Kids-ი, რომელიც ახლახან პირველი კეი-პოპ ჯგუფი გახდა, ვინც ფესტივალ Rock in Rio-ზე ჰედლაინერის სტატუსით წარდგა, მათ მაგალითს მიჰყვა. მოკლე განცხადებაში მათმა ლეიბლმა JYP-მ უბრალოდ აღნიშნა: „Stray Kids-ს Grammy-ზე წელს არაფერი წარუდგენია“.
04 ოქტომბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ესპანეთში საბინაო კრიზისს კვლავ აპროტესტებენ
ესპანეთში საბინაო კრიზისის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება. მადრიდის, ვალენსიისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გავიდა. ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციაში 70 000 ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორები კი 500 000 დემონსტრანტზე საუბრობენ.
04 ოქტომბერი 2026, 15:24
სპორტი
„შავი ლომი“ დღეს სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება
დღეს 20:00 საათზე, „ავჭალის“ სტადიონზე „თბილისის თასის“ დასკვნით მატჩში „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკულ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება.
04 ოქტომბერი 2026, 15:21
საზოგადოება
ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი - საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო
ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი პატიმრობაში მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოგზავნილ წერილზე პასუხობს და ელიზბარაშვილს სასამართლოში უჩივის.
04 ოქტომბერი 2026, 15:12
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოსკოვის ავიაიერიშების „ახალი დოქტრინის“ საპასუხოდ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყამს
„ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი საშუალებას აძლევენ დაარტყან ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკას, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რათა აიძულონ ხალხი, დატოვონ დედაქალაქი და სხვა ქალაქები. ეს არის ოპერაციის მიზანი. უნდა ვუპასუხოთ ნებისმიერი გზით. ჩვენს ენერგეტიკაზე მათი თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ მათ ენერგეტიკაზე უნდა მივიტანოთ დარტყმები - უპირველეს ყოვლისა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც მათ ამ ომისთვის ფულს აძლევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავარტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ისინი აკეთებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
04 ოქტომბერი 2026, 15:02
მსოფლიო
ვენაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ვენაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა მოითხოვეს, ქვეყანამ ნეიტრალიტეტი დაიცვას და ნატოში გაწევრებისგან თავი შეიკავოს. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით - „კი ნეიტრალიტეტსა და მშვიდობას, არა ნატოს!“.
04 ოქტომბერი 2026, 14:56
რეგიონი
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
04 ოქტომბერი 2026, 14:53
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
04 ოქტომბერი 2026, 14:53
რეგიონი
„ადიგენობა 2026“ მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა
„ადიგენობა 2026“ მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. განსაკუთრებული ღვაწლისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს. გაიმართა ადგილობრივი ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი აქტივობები, შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ძიუდოში და მოეწყო მესხური სამზარეულოს სადეგუსტაციო სივრცე.
04 ოქტომბერი 2026, 14:50
პოლიტიკა
შიო მესამე: იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და ის აცნობიერებს, რომ მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც რომ იცხოვროს პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან ეს თვისებებია, რომელიც გზას გვიკვალავს სიკეთისკენ, სიხარულისკენ, ბედნირებისკენ და სულის ხსნისკენ
მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა კათოლიკოს-პატრიარქმა და სახარებისეული იგავი გაიხსენა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ადამიანს პატიობს მაშინ, როდესაც ის თავადაც მიუტევებს სხვებს. წირვის დასრულების შემდეგ, შიო მესამემ გვარები დალოცა
04 ოქტომბერი 2026, 14:45
საზოგადოება
ვარშავაში თბილისობას აღნიშნავენ
სტუმრები ეცნობიან ქართულ მუსიკას, ქორეოგრაფიას, ტრადიციულ სამზარეულოს, ქართულ ღვინოს, პროდუქციასა და საქართველოში მოქმედ თუ პოლონეთში წარმოდგენილ ქართულ ბიზნესებს. „თბილისობა ვარშავაში“ უკვე რამდენიმე წელია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ყალიბდება.
04 ოქტომბერი 2026, 14:39
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. ნაცსექტა და ნაცფილიალები იმართებიან უცხოეთიდან
ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. ნაცსექტა და ნაცფილიალები იმართებიან უცხოეთიდან, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, რადგან ოპოზიციას უცხოეთიდან პროცესის რადიკალიზაციის შესახებ დავალება არ მიუღია.
04 ოქტომბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: IRI-ის კვლევები გამანადგურებელ მომავალს უწინასწარმეტყველებს რადიკალურ ოპოზიციას
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებს. მისი თქმით, ეს იყო IRI-ის კვლევის ტესტი პრაქტიკაში.
04 ოქტომბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია შუალედურ არჩევნებზე: ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა
„გვახსოვს საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებზე როგორ ცდილობდნენ რადიკალური ელემენტების შეყვანას. აქ არ ჰქონდათ არანაირი დავალება. ამ დავლების შესრულების რესურსიც არ გააჩნიათ, ისეთ გაკოტრებულ ვითარებაში არიან. შესაბამისად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე სრულად გამოეხატა საკუთარი ნება. ვნახეთ, როგორი აბსოლუტურია ეს ნება. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საზოგადოება ჩვენს ხელისუფლებას ენდობა. ეს არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორი მიმართულების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დამსახურება“, - აცხადებს გაბუნია.
04 ოქტომბერი 2026, 14:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ - ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე
4 ოქტომბერს, ერთი წლის წინ დადასტურდა მორიგ ჯერზე, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში როდესაც აქაური ნაცმოძრაობის ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ. სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე, როგორც აანონსებდნენ, აქციები? ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე. გამობრძანდეს ევროკავშირს ელჩი და თქვას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, გამოხატვის თავისუფლება იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა, თუ ეს იყო დანაშაული?
04 ოქტომბერი 2026, 14:14
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან
„საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ისიც ვნახეთ, რომ ბევრმა მათგანმა, რომლებიც დააკავეს, აღიარეს დანაშაული და ჩვენ დღემდე ველოდებით ევროკავშირისგან ოფიციალურ განცხადებას, რომელიც დაგმობს ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც შარშან, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს შალამბერიძე.
04 ოქტომბერი 2026, 14:05
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.
04 ოქტომბერი 2026, 13:40
მსოფლიო
რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში
რუსულმა ჯარებმა 4 ოქტომბრის დილას კიევში ჩრდილოეთის ხიდზე დარტყმა მიიტანეს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სამიზნე გზის საფარი გახდა.
04 ოქტომბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
ოპოზიცია არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებს.
04 ოქტომბერი 2026, 13:37
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციასა და მათ დამფინანსებლებზე: ერთი წლის წინ, თავიანთი ჭკუით დამხობას გვიპირებდნენ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს - ვერ დაამხობთ ქართულ სახელმწიფოს, ვერასდროს მოვა თქვენთვის სასურველი პროქსი მთავრობა
გიორგი გამსახურდია, 2025 წლის 4 ოქტომბრის ვერშემდგარ რევოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ჩანერგილი „ნაცაქტივის” დარაზმვის მიუხედავად, შედეგს ვერ მიაღწიეს.


