16 მარტი 2026, 17:38 / სანდო წყარო

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე: 15 -16 მარტი ესაა დღეები, როდესაც ჩვენმა გმირებმა, შეიარაღებულმა ძალებმა, მოხალისეებმა, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ყველას აჩვენა ის, თუ რა შეუძლია თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას!

გუმისთის ბრძოლებიდან 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული თანამებრძოლებისა და მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„15 -16 მარტი, ესაა დღეები, როდესაც, ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა მოხალისეებმა, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ ყველას ანახა ის, თუ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას!.. გაცილებით აღმატებული მოწინააღმდეგე უტევდა სოხუმს და, ფაქტობრივად, 16 მარტს, მოხდა სოხუმზე რუსების მიერ დაგეგმილი გენერალური შეტევის ჩავარდნა. გუშინ იყო 15 მარტი და მინდა, ყველა არტილერისტს_ყოფილს და მოქმედს მივულოცო ეს დღე, რამეთუ, იმ დღეებმაც დაადასტურა, რომ არტილერია არის ‘’ომის ღმერთი’’. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, ვისი შვილებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ჩემს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა იმ მებრძოლისა და გმირის წინაშე, ვინც სახე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მაშინაც და მას შემდგომაც... ჩვენი სამშობლო იქნება ძლიერი, ერთიანი და თავისუფალი,’’-განაცხადა კობა კობალაძემ.

გმირთა მემორიალზე, აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა,ასევე, გაიხსენეს და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ა(ა) იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა და დირექტორის პირველმა მოადგილემ, კობა ლაჭყეპიანმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა.

ინფორმაციისთვის, 1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეასრულეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევისა და თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა, მაშინ, სოხუმი ვერ აიღო.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 აპრილი 2026, 18:54

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება, თუმცა ამის სანაცვლოდ გარკვეული დათმობაა საჭირო.

14 აპრილი 2026, 18:50

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ბრალდებულმა შელაპარაკებისას, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

14 აპრილი 2026, 18:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავე ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

ნიკოლეიშვილი: უნგრეთში ოპოზიციის პროგრამა დაფუძნებული იყო სერიოზულ განხილვებზე. საქართველოში ოპოზიციას ასეთი პროგრამა არ გააჩნია - ნახონ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა იმ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა და რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ მათ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიასა და ქართულ ოპოზიციას შორის სხვაობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უნგრეთში ამომრჩეველმა არჩევანი ოპოზიციის პროგრამაზე გააკეთა, საქართველოში კი ოპოზიციას და რადიკალურ ჯგუფებს პროგრამა არ გააჩნიათ.

დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2026, 18:22

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ჯორჯია მელონით „შოკირებულია“ - მისი თქმით, მას ეგონა, რომ პრემიერს სიმამაცე ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიის უმსხვილეს ყოველდღიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან სამშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „შოკირებულია“ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ქმედებით. მისი თქმით, მას შეცდომით ეგონა, რომ მელონის ჰქონდა საჭირო სიმამაცე ირანთან ომში აშშ-ის დასახმარებლად.

გრიგოლ გიორგაძე

14 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მიიღო „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანმდევ პროექტებთან ერთად წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შოთა ბერეკაშვილი

14 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 18:15

ეკონომიკა

60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

14 აპრილი 2026, 18:14

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ მან აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ორშაბათს ესაუბრა თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებს - დონალდ ტრამპსა და მასუდ პეზეშკიანს. მან მხარეებს მოუწოდა მოლაპარაკებების განახლებისკენ მას შემდეგ, რაც პირველი რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2026, 18:08

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიეწოდება სრული სპექტრი იმ ინფორმაციისა, რაც მას სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად

დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას მიეწოდება სრული ინფორმაცია, რაც კომისარს სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ასევ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად.

 ლევან ნიკოლეიშვილი

14 აპრილი 2026, 18:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ძალიან მალე გამოჩნდება, რომ უნგრეთი არ შეიცვლის თავის ეროვნულ ინტერესებს, იმ კურსს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ძალიან მალე გამოჩნდება, რომ უნგრეთი არ შეიცლის თავის ეროვნულ ინტერესებს, იმ კურსს, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

14 აპრილი 2026, 18:05

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს. ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა ან ლინგვისტური სისტემა. ენა არის შინაარსი, კონტექსტი, ისტორია, ხასიათი, მეხსიერება - ქართული სული ქართულ ენაში ცოცხლობს

გილოცავთ დედაენის დღეს, ქართული ენის დღე, რომელსაც ყოველწლიურად განსაკუთრებით აღვნიშნავთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვერ ითვალისწინებენ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით

ვერ ითვალისწინებენ ვერც შეერთებული შტატები და ვერც ევროპელები იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პირადი ინტერესები და ამ ინტერესების განხორციელება ხდება ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

14 აპრილი 2026, 17:59

სამართალი

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2026, 17:55

პოლიტიკა

მათიკაშვილი რადიკალებს: დააკვირდნენ, როგორ იქცევა ოპოზიცია უნგრეთში, როდესაც ხალხის ნების ნიველირებას კი არ ახდენს, არამედ იღებს დამარცხებას და შემდგომ ნაბიჯებს პარლამენტში გადადგამს ოპონირების თვალსაზრისით

ის რაც უხარიათ ჩვენს რადიკალებს, საერთოდ არ აქვს ადგილი ჩვენს პოლიტიკურ მოცემულობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომ უნგრეთში მთავრობის ცვლილები, საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა მხარდამჭერი ევროკავშირში.

თორნიკე ჭეიშვილი

14 აპრილი 2026, 17:54

პოლიტიკა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2026, 17:54

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გეოგრაფიას ვერავინ უარყოფს. ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ უფრო მეტად დასაფიქრებელი იქნება ის, რომ საქართველოსთან პარტნიორობის გარეშე შუა დერეფნის ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება

„ცხადია, რომ ენერგია, რომელიც ამ კაბელის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი ევროკავშირისთვის, გაზრდის მათ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც პოლიტიკურ ჭრილში უმნიშვნელოვანესია. ამ მოცემულობაში გეოგრაფიას ვერავინ უარყოფს, ვერსად წაიღებს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ უფრო მეტად დასაფიქრებელი იქნება ის, რომ საქართველოსთან პარტნიორობის გარეშე შუა დერეფნის ამოქმედება და ევროპელი ხალხებისთვის სასარგებლო ეკონომიკური პროექტების განხორციელება იქნება ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ტულსი გაბარდი

14 აპრილი 2026, 17:50

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც ამხელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა გრიფით საიდუმლო მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც მისი თქმით, ამხელს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას, მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით.

14 აპრილი 2026, 17:48

ეკონომიკა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2026, 17:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც მადიარმა პირდაპირ განაცხადა მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მზაობა და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, ამ ყველაფერმა წერტილი დაუსვა რადიკალების ტყუილ ჟივილ-ხივილს და სიხარულის ცრუ ნარატივებს

როდესაც მადიარიმ პირდაპირ განაცხადა მეგობრული ურთიერთობის მზაობა და გაღრმავების, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, ამ ყველაფერმა წერტილი დაუსვა ტყუილ ჟივილ-ხივილს და სიხარულის ცრუ ნარატივებს, რომელიც გამოიხატა იქ, სადაც ჩვენს რადიკალებს ხელი არ მიუწვდება,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში"