ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქზე: ვითარება კვლავ ძალიან რთულია - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.
„ესაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის.
ახლა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ ასე ვთქვათ წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც იყო სისხლდენა, შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ წუთს. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა სამედიცინო მანიპუალაციები და მოხერხდა რომ გაჩერებულიყო სისხლდენა“, - განაცხადა მინისტრმა.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 11:06
პოლიტიკა
აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისამდე გააგრძელა
აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი 2026 წლის 1 ივლისამდე გააგრძელა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 11:06
პოლიტიკა
თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება. LIVE
თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება.
17 მარტი 2026, 11:05
რეგიონი
გიგლა თამაზაშვილი: სარწყავი წყლის საფასურს წყალმომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მომსახურების მიღების შემდგომ
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი კახეთში, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაღების მეპატრონეებს შეხვდა და მელიორაციის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გააცნო. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
17 მარტი 2026, 11:00
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს შეეხება
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
17 მარტი 2026, 10:58
ტექნოლოგიები
კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვას ანელებს და დღე-ღამის ხანგრძლივობას ზრდის⏱️
მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამჟამად დღე-ღამე საუკუნეში დაახლოებით 1,33 მილიწამით გრძელდება. მისი ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარე თითქმის ისევე სწრაფად, როგორც 2000-დან 2020 წლამდე პერიოდში, მხოლოდ ერთხელ - დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ შეიცვალა.
17 მარტი 2026, 10:40
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 მარტი 2026, 10:38
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე.
17 მარტი 2026, 10:36
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1980 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.
17 მარტი 2026, 10:35
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 მარტი 2026, 10:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: პრემიერი ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში ყველა ოპონენტთან - ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე
დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
17 მარტი 2026, 10:28
ტექნოლოგიები
არქეოლოგებმა ნუბიელი მმართველის, კაშკაშის არსებობის მტკიცებულება იპოვეს
400-500 წლის წინანდელი დოკუმენტის ფრაგმენტი ნაპოვნია ძველ ქალაქ დონგოლაში, თანამედროვე სუდანის ტერიტორიაზე. არტეფაქტი წარმოადგენს კაშკაშის ბრძანებას, რომელიც მისივე ხელითაა ხელმოწერილი. ეს არის პირველი არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც მეფის რეალობას ადასტურებს.
17 მარტი 2026, 10:21
მსოფლიო
ABC News: მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა ზეწოლა მოახდინონ ქვეყნებზე, რათა მათ „თავდასხმის მაღალი რისკის“ ფონზე ირანის წინააღმდეგ ზომებს მიმართონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა მოუწოდონ უცხო სახელმწიფოებს „მიიღონ ზომები ირანისა და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების ჩვენს ქვეყანაზე და მოქალაქეებზე თავდასხმის შესაძლებლობების შეზღუდვისთვის“. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 10:11
საზოგადოება
გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
17 მარტი 2026, 09:57
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
17 მარტი 2026, 09:52
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი გვარამიას განცხადებაზე: კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ დავალებებს გარედან იღებენ
მათ კიდევ ერთხელ გაყიდეს საკუთარი თავი, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას აღიარებას, რომ ოპოზიციური გაერთიანების შექმნის დავალება ქვეყნის გარედან მიიღეს.
17 მარტი 2026, 09:35
მსოფლიო
Axios: ირანსა და აშშ-ს შორის უკანასკნელ დღეებში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფს შორის არსებული პირდაპირი კომუნიკაციის არხი უკანასკნელ დღეებში გააქტიურდა. ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 მარტი 2026, 09:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირში გვესმის რა ვითარებაცაა. მათი მიზანი დაკავშირებული იყო ჯერ არჩევნების მექანიზმით, მერე რევოლუციური პროცესების წახალისებით საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანასთან
ევროკავშირში გვესმის რა ვითარებაცაა. მათი მიზანი საქართველოს მიმართ, ნაკლებად იყო დაკავშირებული რეალურ დემოკრატიასთან; დაკავშირებული იყო ჯერ არჩევნების მექანიზმით, მერე რევოლუციური პროცესების წახალისებით საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანასთან, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
17 მარტი 2026, 09:18
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეზე: მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
17 მარტი 2026, 09:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს
იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.


