ისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის
ფოტო: Facebook
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, - აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. საელჩო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2026, 17:52
მსოფლიო
POLITICO: აშშ კუბაზე სადაზვერვო აქტივობას აძლიერებს
შეერთებულმა შტატებმა ბოლო თვეებში კუბაზე სადაზვერვო შესაძლებლობები გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 17:45
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური, რეალურ პროექტებზე დაფუძნებული და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია გვქონდეს
,,ჩვენი ქალაქის განვითარების სტრატეგიის პროექტი მერიის გუნდმა, მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ. საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული სტრატეგია გვქონდეს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, იმ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომელიც დღითი დღე უკეთესს ხდის ჩვენს ქალაქს“.
04 აგვისტო 2026, 17:42
რეგიონი
ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტისქალაქის სტატუსი მიენიჭა
ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, ქუთაისმა ეს სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით. ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ACES-ის ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული.
04 აგვისტო 2026, 17:35
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძემ: ზალუჟნიმ თქვა ის, რაც სამწუხაროდ რეალობაა უკრაინისთვის. უკრაინა ფაქტობრივად 2014 წლიდანაა ჩართული და თუ გავიხსენებთ ომის წინა პერიოდს, არაერთხელ იყო შეთავაზება უკრაინაში, თითქოსდა ნატოში გაწევრების, თუმცა ეს შედეგი არ დადგა
ზალუჟნიმ თქვა ის, რაც სამწუხაროდ რეალობაა უკრაინისთვის. უკრაინა ფაქტობრივად 2014 წლიდანაა ჩართული და თუ გავიხსენებთ ომის წინა პერიოდს, არაერთხელ იყო შეთავაზება უკრაინაში, თითქოს და ნატოში გაწევრების, თუმცა ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ზალუჟნის განცხადებაზე, რომ უკრაინა ნატო-ში არასდროს გაწევრიანდება.
04 აგვისტო 2026, 17:35
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ზალუჟნის: შენ დალოცვილო, რამსიგრძე ზღაპარი უნდა გენახა, რომ საკუთარი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მისულიყო და მერე მიმხვდარიყავი, რომ ზღაპრებს გიყვებოდნენ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის განცხადებას გამოეხმარუა.
04 აგვისტო 2026, 17:34
პოლიტიკა
ნიკა გვარამიამ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის გამართლება სცადა, თუმცა კრიტიკის შემდეგ მან საზოგადოება ტროლ-ბოტების შეტევაში დაადანაშაულა
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე და ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
04 აგვისტო 2026, 17:29
მსოფლიო
Reuters: სირიამ აშშ-ს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს მკვეთრად შეამცირებს
დამასკო მზად არის რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამციროს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 17:04
მსოფლიო
სკოტ ბესენტი: არსებობს შანსი, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გარიგება დღეს ან ხვალ დაიდოს
აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმება ირანთან დღეს ან ხვალ გაფორმდება.
04 აგვისტო 2026, 16:58
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ამალ აფიფის შეხვდა.
04 აგვისტო 2026, 16:45
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: მკვდარი და მხილებულია ოპოზიცია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ გარე დაკვეთის შემსრულებლის ფუნქცია დარჩა და 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, ისევ მოღალატის სახელით ახალი დავალების მოლოდინშია
რუსეთ - საქართველოს ომის დროს, ანტირუსული განწყობები, მიხეილ სააკაშვილს და მათ გუნდს 2008 წელს პატრონებმა აუკრძალეს, 2022 წელს კი რუსეთ - უკრაინის ომის დროს პირიქით, ისევ პატრონების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მათ ეს პირდაპირ დაევალათ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 16:41
სამართალი
ნინო ჭიოკაძე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მოსამართლემ, დარინა აბულაძემ ნინო ჭიოკაძე, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
04 აგვისტო 2026, 16:31
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პეტრე თუთაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში თენგიზ ჭანტურიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 ათასი ლარით დააჯარიმა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პეტრე თუთაშვილის საქმე განიხილა, რომელმაც თენგიზ ჭანტურიძეს შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ სამართალდამრღვევი 2000 ლარით დააჯარიმა. ვინაიდან თუთაშვილის გაფრთხილება ვერ მოხერხდა და 166 მუხლი პატიმრობასაც ითვალისწინებს, მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
04 აგვისტო 2026, 16:20
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: რადიკალური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების ქცევა ჰგავს ჯარში ჯარისკაცის ბრძანების შესრულებას, სადაც არ არსებობს ინდივიდუალური აზრი, არ არსებობს მანევრის უფლება... არსებობს მხოლოდ გარედან მიღებული უპირობო დირექტივა
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დევნილად იქცა , იმჟამინდელ ხელისუფლებასა და დღევანდელ „რუსოფობებს“ პროტესტის ნიშნაკიც კი არ გამოუხატავთ. პირიქით, ვიხილეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების გადაცემა და რუსული კაპიტალის აქტიური წახალისება. მაშინ ნაციკებისთვის რუსულ ფულს „სუნი არ ჰქონდა“, რადგან გარე დავალება ასეთი იყო, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 16:17
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს
„გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას“.
04 აგვისტო 2026, 16:11
სამართალი
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებმა,გადაუდებელი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ქრთამის მიმცემი პირი ბრალდებულად დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
04 აგვისტო 2026, 16:02
სამართალი
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 15:51
მსოფლიო
The Wall Street Journal: ამერიკელები ტაივანელ სამხედროებს საიდუმლოდ სამხედრო გამოცდილებას უზიარებენ
ტაივანი პირველად უფრო ღიად ალაპარაკდა იმ სამხედრო თანამშრომლობაზე, რომელსაც წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებთან საიდუმლოდ ინარჩუნებდა, კუნძულთან თანამშრომლობას საჯაროდ ხაზს უსვამს ამერიკული მხარეც. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 15:36
პოლიტიკა
კახა კალაძე: სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში, ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი? ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე ემსახურებიან „დიფსთეითს“
სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ?! ეს მიუთითებს, რომ რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს ამ უსამშობლო ადამიანებს, ვალდებულები არიან ყველაფერი შეასრულონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის, ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე და ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
04 აგვისტო 2026, 15:31
ეკონომიკა
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.
04 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას - აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ
ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


