21 მარტი 2026, 09:58 / სანდო წყარო

პაატა სალია: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს პატრიარქის გარდაცვალების გამო. ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი

პაატა სალია

პაატა სალია

პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
მან ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც ილია მეორეს ქვეყნის მიმართ ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი ისევე, როგორც მთელი მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის პერიოდში, როდესაც ის იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია. ჩვენ ყველას გვახსოვს ის ძნელბედობის პერიოდი, როდესაც საქართველომ გამოიარა სამოქალაქო ომი.

ჩვენ გვახსოვს მისი და თანადგომა და მისი მეთაურობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანადგომა ქართველი ხალხის მიმართ. შეიძლება, ითქვას, რომ 1990-იან წლებში, სამოქალაქო დაპირისპირების შემდგომ ერთადერთი ნუგეში იყო ეკლესია, სწორედ ეკლესიამ მოახდინა ფორმირება და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა გაჯანსაღდა და კიდევ უფრო ძლიერს ერად ჩამოყალიბებას შეუწყო ამ ყველაფერმა ხელი.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ღირსეულად გავაგრძელოთ ცხოვრება უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრი მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიაგო პატივი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას - საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან

ერები მდგრადნი რჩებიან როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულნი რჩებიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია

გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს - ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მთაურმა აღნიშნა, საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2026, 14:00

პოლიტიკა

პრემიერი: სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო

ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით, სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია.

21 მარტი 2026, 13:56

საზოგადოება

საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაკედონია-თრაკიის საკითხებში, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაკედონია-თრაკიის საკითხებში, კონსტანტინოს გიულეკასმა.

21 მარტი 2026, 13:55

მსოფლიო

ანთიმოზ ივერიელის მონასტრის სასულიერო პირებმა საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს

მონასტრის წინამძღვრის, მამა ვინჩენციუს სახელით მათ ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია II სულის მოსახსენებლად.

 იანის ლოვერდოსი

21 მარტი 2026, 13:50

საზოგადოება

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იანის ლოვერდოსმა ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 20 მარტს საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი ეწვია. მინისტრის მოადგილემ საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:46

საზოგადოება

ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

მისმა აღმატებულებამ, ლუბლინისა და ხელმის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე აბელმა, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მიგელ ანხელ მორატინოსი

21 მარტი 2026, 13:44

მსოფლიო

ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის სახელით, მისმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:41

საზოგადოება

უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უზბეკეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაბურ უსმანოვი 19 მარტს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია.

იანის ლოვერდოსი

21 მარტი 2026, 13:37

პოლიტიკა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეწვია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი.

კევინ ჰამილტონი

21 მარტი 2026, 13:37

საზოგადოება

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარტნიორობების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ელჩმა კევინ ჰამილტონმა, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:36

საზოგადოება

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ალი ასადოვი

21 მარტი 2026, 13:26

პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

21 მარტი 2026, 13:25

მსოფლიო

პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გააკეთა.

21 მარტი 2026, 13:13

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2026, 12:41

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა

უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიკი ჰარცლერი

21 მარტი 2026, 12:38

პოლიტიკა

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი: ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისათვის

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.

21 მარტი 2026, 12:38

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა.

ტომ ბერენდსენი

21 მარტი 2026, 12:33

საზოგადოება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პატრიარქზე: ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენი საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

21 მარტი 2026, 12:16

მსოფლიო

The Times: უკრაინაში 2026 წელს არჩევნები არ გაიმართება, რის გამოც აშშ-თან კონფრონტაციის ალბათობა იზრდება

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში არჩევნები ვერ ჩატარდება, რის გამოც კიევი ვაშინგტონთან კონფრონტაციის გზას დაადგა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.