დავით სონღულაშვილი: ტყის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება
ფოტო:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურებისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, დამატებით შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 ერთეული დრონი, 300 ერთეული ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს სატყეო რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას. იგეგმება ტყის მცველთა სრულად გადაიარაღება და პასუხისმგებლობის არეალების ოპტიმიზაცია, რათა საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.
„ტყის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, ტყის მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება. რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი დანაშაულების პრევენციაა, რისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სატყეო სააგენტოს ტექნიკური აღჭურვა და გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ განხორციელებული ნაბიჯები სრულად უზრუნველყოფს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევას - ტყის დაცვას და დანაშაულის პრევენციას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მიმდინარე სატყეო რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დამატებითი ღონისძიებები, რამაც უწყების საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდოს. დაგეგმილია მაღალი გამავლობის 54 მანქანის შეძენა; ასევე, ტყის მცველების რადიო გადამცემებით და ელექტრონული პლანშეტებით აღჭურვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო სექტორში უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია ეროვნულ სატყეო სააგენტოს უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითოეულ ტყის მცველზე გათვალისწინებული დასაცავი ტერიტორია 10 - 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. რეფორმის ფარგლებში გაორმაგდა ტყის მცველთა სახელფასო ანაზღაურება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 12:09
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი: ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებაში.
25 მარტი 2026, 12:07
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:58
მსოფლიო
POLITICO: მეფე ჩარლზ მესამე აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტით აპრილში ჩავა, ხოლო ტრამპი კირ სტარმერზე ზეწოლას განაგრძობს
გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე პირველი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში აპრილში ჩავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:51
კულტურა
საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“
საფრანგეთის ქალაქ ლილში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ხელს მოაწერს ევროპის საბჭოს კონვენციას „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:50
საზოგადოება
მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე ახალი ხიდის მშენებლობა იწყება
მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
25 მარტი 2026, 11:47
სპორტი
ვილი სანიოლი: ახლა კვარა ისეთ ეტაპზეა, როცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა
ახლა კვარა ისეთ ეტაპზეაოცა შეუძლია თანაგუნდელებს ბევრი რამ გაუზიაროს ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა,- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწრთვნელმა ვილი სანიოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობის შესახებ.
25 მარტი 2026, 11:44
საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვება
მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
25 მარტი 2026, 11:41
საზოგადოება
„ჯაოკენ ბილდინგი“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის საცხოვრებელ კორპუსს სპირიდონ ვირსალაძის ქუჩაზე ააშენებს
კომპანია „ჯაოკენ ბილდინგს“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობა ალტერნატიულ ლოკაციაზე - სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის N12-ში განხორციელდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
25 მარტი 2026, 11:41
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, - ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:39
ტექნოლოგიები
OpenAI ხურავს ნეიროქსელ Sora-ს, ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელსაც ტექსტური მოთხოვნის მიხედვით მოკლე ვიდეოების შექმნა შეეძლო
ნეიროქსელ Sora-ს დეველოპერები პროექტს დაემშვიდობნენ. Sora არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც ტექსტური მოთხოვნით მოკლე ვიდეოების შექმნა შეეძლო. კომპანია OpenAI-მ ის 2024 წლის თებერვალში წარადგინა, ხოლო განახლებული მოდელი Sora 2, 2025 წლის შემოდგომაზე გამოუშვა.
25 მარტი 2026, 11:37
პოლიტიკა
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობას ლევან მესხია დაიკავებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
25 მარტი 2026, 11:35
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია: ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, რომ ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ
მადლობას გადავუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია რა თქმა უნდა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
25 მარტი 2026, 11:35
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ჩვენ გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ
რუსთავის მერია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების ერთობლივ მონიტორინგს აგრძელებენ. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:32
სპორტი
კიტეიშვილი: მინდა წარმატებები ვუსურვო კვარას ამ ახალ ეტაპზე. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ ის ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება.
25 მარტი 2026, 11:32
საზოგადოება
აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თევზის დაავადებების მართვას, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, სპეციალისტების გადამზადებას, ასევე, სახელმწიფო პროგრამებში აკვაკულტურის სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:28
საზოგადოება
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება.
25 მარტი 2026, 11:26
მსოფლიო
„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელმა თეირანში ფრთოსანი რაკეტების ორი საწარმო გაანადგურა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა უკანასკნელ დღეებში ირანის დედაქალაქ თეირანში სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის განკუთვნილი ფრთოსანი რაკეტების ორი საწარმო გაანადგურა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:22
საზოგადოება
2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 11:21
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ ვაშინგტონში ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
საქართველოს პირველმა ლედიმ, ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა. საქართველოს დელეგაციის წევრები უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.
25 მარტი 2026, 11:16
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე, განსაკუთრებულია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.


