22 აპრილი 2026, 10:44 / სანდო წყარო

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს www.rs.ge საინფორმაციო ფანჯარა - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს გადასახადის გადამხდელებზე მაქსიმალურად მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდს www.rs.ge ახალი საინფორმაციო სივრცე სახელწოდებით - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული საინფორმაციო ფანჯარა არის ერთიანი სისტემა/სტრუქტურა, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების შესასრულებლად. მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით ათვალიერებს სხვადასხვა დოკუმენტაციას - მეწარმე სუბიექტების (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, საცხოვრებელი ფართის გამქირავებელი და სხვა) მიერ საგადასახადო რეგისტრაციის, დეკლარაციის წარდგენის, კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რაც მათ დროულ ინფორმირებას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/NewBusiness

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა

„მე კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გვთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მერე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით დახურულ კარს მიღმა, თუ საჯაროდ. სრული თანხვედრა იყო, სრული კოორდინაცია იყო არაკეთილმოსურნე გარე ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას შორის. მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში და ეს არჩევნებშიც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე და ეს არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2024 წლის 28 ნოემბერს, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, ახლა დარჩათ ერთადერთი - ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება

ჩვენ, 2024 წლის 28 ნოემბერს, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი - ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ამ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.

10 ივნისი 2026, 14:44

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიების ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ, მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილმა და ღონისძიების მონაწილე სხვა საერო და სასულიერო პირებმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ზეთისხილის 150 ნერგი დარგეს.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს, მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას

როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

10 ივნისი 2026, 14:39

საზოგადოება

თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი ხორციელდება

თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი მიმდინარეობს, რომელშიც 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტია ჩართული.

10 ივნისი 2026, 14:34

საზოგადოება

კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ცნობილი ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო არენაზე“ 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:32

პოლიტიკა

პრემიერი: ამერიკის პრეზიდენტი არამარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩინეთთან, ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტი

„იგივე ეხება ევროკავშირს, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით

ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის, სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

10 ივნისი 2026, 14:31

საზოგადოება

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ.

ალექსანდრე ტაბატაძე
ვალიდ აბუ ჰაიასი

10 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიულ მეგობრობას, საერთო ღირებულებებსა და ერებს შორის მჭიდრო კავშირებს ეყრდნობა, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მყარ საფუძველს ქმნის. მზადყოფნა გამოვთქვით, ხელი შევუწყოთ არსებული კავშირების შემდგომ განვითარებას. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საქართველოსა და ისრაელის, ისე ფართო რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

10 ივნისი 2026, 14:29

პოლიტიკა

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის 751 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს

ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი

10 ივნისი 2026, 14:24

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი

ჩერგოლეიშვილის თქმით, არ აინტერესებს, რას ამბობს მასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი. „მიშამ შენზე ეს თქვა, რას ეტყოდი? მიშამ შენზე ის თქვა, რას უპასუხებდი? საერთოდ არაფერი არ მინდა, ვუპასუხო მიშას. გვკიდია მიშა. იმდენი ქნა, ისე მოიქცა, ერთადერთი, რაც გვინდა, არის, რომ თავი დაგვანებოს. მეტი არაფერი არ გვინდა საერთოდ, უბრალოდ თავი გაგვანებოს. მიხედოს თავის პარტიას.

10 ივნისი 2026, 14:24

სპორტი

თბილისის გუნდი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა

„მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილე სპორტსმენს, რომლებიც აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხელს უწყობენ მასობრივი სპორტის განვითარებას; ორგანიზატორებს, რომლებიც ახორციელებენ მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი მარკო რუბიო

10 ივნისი 2026, 14:23

მსოფლიო

კვლევა: მხოლოდ ყოველი მეათე ევროპელი ფიქრობს, რომ აშშ მათი მოკავშირეა

ახალი კვლევის თანახმად, ევროპაში აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებისადმი ნდობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის, სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა

სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-2024 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

10 ივნისი 2026, 14:09

საზოგადოება

27 ივნისიდან N321 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.

ირაკლი კობახიძე

10 ივნისი 2026, 14:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით

„მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება; 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში - 45%-ით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მე-3 ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მე-2 ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.