დავით სონღულაშვილი ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე: უარგუმენტო და უშინაარსო კრიტიკა გადაჰყავთ ემოციურ ლოზუნგებში, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს იმ შინაარსთან, რომელსაც ეს რეფორმები ატარებს
დავით სონღულაშვილი
ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მეღვინეობა-მევენახეობის დარგი 2012 წელს იყო გადაშენების პირას, დარჩენილი იყო სამამულო ვენახების დონეზე და ინდუსტრიული და კომერციული ვენახები ფაქტობრივად არ არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ღვინის და ღვინის მასალების ექსპორტი ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია, რაც საუბრობს იმაზე, სად არის დღეს ეს მოცემულობა.
„იმაში, რომ დღეს თავს ვიწონებთ, რომ ვართ ღვინის სამშობლო და გვაქვს 525 ქართული ვაზის ჯიში, ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისი ძალისხმევით არის აღდგენილი უნიკალური სანერგე ჯიღაურაში და თითო-თითო ვაზის ჯიში სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანილი იმისთვის, რომ მოგროვილიყო ის უნიკალური კოლექცია, რომელიც დღეს საამაყოდ გვაქვს. რომ არა ასეთი დამოკიდებულება ბატონი ბიძინასი დარგის მიმართ, დღეს აქამდე ვერ მოვიდოდით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, ვის ეხება ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
„უარგუმენტო და უშინაარსო კრიტიკა გადაჰყავთ ემოციურ ლოზუნგებში, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს იმ შინაარსთან, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები და რეფორმები ატარებს. ამას რომ აკრიტიკებ, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს დარგი, ან ძალიან არ უნდა გინდოდეს, რომ შენი ქვეყანა წარმატებული იყოს ამ ნაწილში.
ხარისხიანი ღვინო გვჭირდება იმისთვის, რომ საშუალო ფასი იყოს იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის, მოთხოვნა იყოს უფრო მაღალი და უფრო მეტად დაფასდეს მევენახის შრომა, ვიდრე დღეს არის. ეს ასახული არის პირველ რიგში ფასში.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ხარისხიანი ღვინო არ გვაქვს. გვაქვს ერთეული ნიშური მევენახეებით და მეღვინეებით, თუმცა, ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი“, - განმარტა სონღულაშვილმა.
ყველა სიახლე
10 მაისი 2026, 23:28
პოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი დიდ ბრიტანეთზე: ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა
ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომელმაც საქართველოს ორი მედია საშუალება დაასანქცირა.
10 მაისი 2026, 23:22
პოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი: ევროპას აქვს ერთგვარი სტერეოტიპი - მათ ჩამოუყალიბდათ სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება, რომ ყველაფერი, რაც კი მოდის ევროპიდან, არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია
უნდა განვსაზღვროთ, თუ რა მოტივაციით მოქმედებს ევრო სტანდარტი, რომელიც ქართველი ერისთვის არის სრულიად გაუგებარი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა ქართულ მედიაზე ბრიტანეთის თავსხმაზე საუბრისას.
10 მაისი 2026, 22:03
პოლიტიკა
მეღვინეობის გაძლიერებისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დაცვა-შენარჩუნებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან. სწორედ ამიტომ მეღვინეობის გაძლიერებისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დაცვა-შენარჩუნებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
10 მაისი 2026, 21:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის საქართველოს როლი დაკავშირებდობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ
რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის საქართველოს როლი დაკავშირებდობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.
10 მაისი 2026, 21:55
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კონტროლი - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ხორცი, ძეხვეული, ყველი, რძე და სხვა მალფუჭებადი პროდუქტები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. შესაბამისი სამსახურებისთვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და პროდუქტს ამოწმებენ. ამის ნათელი მაგალითია აღმოჩენილი და დალუქული ასობით არარეგისტრირებული საწარმო თუ სასაწყობე სივრცე.
10 მაისი 2026, 21:35
პოლიტიკა
საქართველო - კავკასიის ცენტრი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა, რა რუკებით ხელმძღვანელობენ ევრობიუროკრატები, როდესაც სამხრეთ კავკასიაზე და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ საქართველოს, როგორც ამ სივრცის ცენტრალური ქვეყნის, გარეშე?! მით უფრო დღეს, როცა ევროპისთვის შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება და საქართველოს როლი ამ პროცესში აშკარად გადამწყვეტია.
10 მაისი 2026, 21:29
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი: რთულად დასაჯერებელი, ვიტყოდი, რომ წარმოუდგენელია ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებით მუქარა, ეს ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება შერჩევითია
რთულად დასაჯერებელი, ვიტყოდი, რომ წარმოუდგენელია ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებით მუქარა, ეს ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება შერჩევითია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ევროპარლამენტარმა ირმჰილდ ბოსდორფმა ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშში ევროპარლამენტარების - რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის ინიციტივით შევიდა.
10 მაისი 2026, 21:20
მსოფლიო
ევროპარლამენტარების ნაწილი „იმედის“, „პოს ტვ“-ისა და „რუსთავი 2“-ის დასანქცირებას მოითხოვს - დემოკრატიის ფასადს მიღმა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორ ემსგავსება ევროკავშირი საბჭოთა კავშირს - ევროპარლამენტარების ნაწილი „იმედის“, „პოს ტვ“-ისა და „რუსთავი 2“-ის დასანქცირებას მოითხოვს.
10 მაისი 2026, 21:19
პოლიტიკა
ტომაშ ფროელიხი: ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოტივაცია ბრიუსელის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების თანმდევია - თქვენი ტელეკომპანიის აკრძალვა სურთ, რადგან თქვენ მათთვის სასურველ სარედაქციო ხაზს არ მიჰყვებით
ეს ორმაგი სტანდარტია, ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოტივაცია კი ბრიუსელის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების თანმდევია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა ტელეკომპანია „იმედის“ სანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშში ევროპარლამენტარების - რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის ინიციტივით შევიდა.
10 მაისი 2026, 21:12
პოლიტიკა
„რატომ ხართ აქ, მე არ შემიძლია საუბარი, მე ხომ უნდა მოვემზადო“ - რასა იუკნევიჩიენე „იმედის კვირის“ კითხვაზე“, დაასახელოს „იმედის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თუნდაც, ერთი მაგალითი, რომლის გამოც ტელეკომპანიის სანქცირებას ითხოვს
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „იმედის კვირის“ კითხვაზე, რატომ სურს „იმედის“ დასანქცირება და დაასახელოს ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული თუნდაც, ერთი დეზინფორმაცია, არ პასუხობს და ამბობს, რომ მომზადება სჭირდება.
10 მაისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით
ამის მოლოდინი ბრალდების მხარეს ბუნებრივად ჰქონდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში, რადგან საზოგადოებას სისტემატურად ვაწვდიდით ინფორმაციას პროცესებთან დაკავშირებით და იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ბრალდებამ წარადგინა სასამართლოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენზე საუბრისას.
10 მაისი 2026, 21:00
პოლიტიკა
ოქტომბრელების განაჩენი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორც ჩანს, მსოფლიო ბანი, საოპეროს შემდეგ, პოლტიკურმა სცენამ იმდენად გაიტაცა, რომ რეალობის შეგრძნება სრულად დაკარგა და მას პოლიტიკური წარმოდგენის გამართვა პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეში სურდა.
10 მაისი 2026, 20:50
სამართალი
გაფრთხილება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გაფრთხილება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს - გეოპოლიტიკურ უწონადობაში რამდენადაც შეუძლებელი და უტოპიური ჩანს ბალანსის დაცვა, იმდენად შესაძლებელი აღმოჩნდა საქართველოსთვის მყარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად, ყოველგვარი პიარის და პერსონალური ქულების დაწერის გარეშე.
10 მაისი 2026, 20:35
საზოგადოება
ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გაფართოებული კრების დღის წესრიგი უკვე გაწერილია. მასში მონაწილეობას 1200 დელეგატი მიიღებს - ყველა ეპარქიიდან, ყველა მონასტრიდან, უმაღლესი სასულიერო სასწავლებლებიდან, სამოქალაქო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები.
10 მაისი 2026, 20:20
საზოგადოება
საქართველო ახალი პატრიარქის მოლოდინში. „იმედის კვირა“ სამების ტაძრიდან
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი, ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.
10 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ირაკლი შატაკიშვილი: გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის
გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებზე საუბრისას.
10 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას
მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურზე საუბრისას.
10 მაისი 2026, 18:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა „მაიდანს“
ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლოები ჩატარდა, დაზარალებულის მხრიდანაც მოვისმინეთ, თუ რა განწყობები იყო თავად სასამართლოზე. მან თავად განაცხადა, რომ ამ ადამიანებს აქვთ სინანული, რომ ასეთი ინციდენტები მოხდა და მას ბოდიშიც კი მოუხადეს ამისთვის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაკავებულ სპეცრაზმელებზე საუბრისას.
10 მაისი 2026, 18:27
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს
მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს პლუს ერთი ხმა, ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.


