17 მაისი 2026, 14:35 / სანდო წყარო

მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი შიო მესამეს: გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. ქრისტე აღსდგა! აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ, - მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღვდელესოება ნიკიტამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს სამების ტაძარში.

„უწმინდესო და უნეტარესო შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტე აღდგა!

მაქვს პატივი და სიხარული, მოგმართოთ, როგორც მისი ყოვლადწუმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა, ამ პირველ საპატრირაქო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ჩვენ დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკურელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენ ერთობასა და სარწმუნოების ერთიანობას, როგორც ერთ წმინდა საყოველთაო სამოციქულო ეკლესიას, რომელიც მართალია სხვადასხვა ადგილას მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს არის ერთი და განუყოფელი.

თქვენი არჩევა და აღსაყდრება მოხდა მას შემდეგ, რაც მარადისობას შეუერთდა თქვენი საყვარელი სულიერი მამა, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა ელიამ, როდესაც ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ამაღლდა, თავისი ხალენი დაუტოვა თავის მოწაფესა და სულიერ შვილს ელისეს, ასევე განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ თქვენ გიბოძათ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი, რათა განმწყსოთ სამწყსო, რომელიც ეკლესიამ თქვენს მზრუნველობას მიანდო. როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ. როგორც თავად უწყით, ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელიც დაყოფილია, სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით, თუმცა ჩვენ, ვინც ღმერთს ვემსახურებით მოწოდებულნი ვართ ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, რადგან ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის გზას, როგორც ამას ხალხთა მოციქული წმინდა პავლე გვასწავლის: ესწრაფეთ სიყვარულს, ღმერთი არ არის შფოთისა, არამედ მშვიდობისა.

ეკლესიის მიერ თქვენთვის მონდობილი კვერთხითა და თქვენი განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა სიმამაცითა და მტკიცე ნებით უწინამძღვრეთ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს - სრულიად საქართველოს. გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები.

მისი ყოვლად უწმინდესობისა და ქრისტეს დიდი ეკლესიის სახელით ჩვენი დელეგაცია სიხარულით გეხვევათ, წარმოვთქვამთ რა იმ სიტყვებს, რაც წმინდა წერილშია: ვიყვარებოდეთ ურთიერთასს და ერთად ვიღვაწოთ უფლის ვენახში მისი სახელის სადიდებლად.

ქრისტე აღსდგა, აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ“, - განაცხადა თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღვდელესოება ნიკიტამ.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2026, 11:58

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

31 ივლისი 2026, 11:48

მსოფლიო

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.

31 ივლისი 2026, 11:44

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:41

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს

გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.

31 ივლისი 2026, 11:39

საზოგადოება

,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.

31 ივლისი 2026, 11:32

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.

31 ივლისი 2026, 11:21

მსოფლიო

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

31 ივლისი 2026, 11:11

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 11:09

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა

2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.

31 ივლისი 2026, 10:59

სამართალი

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:54

საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.

31 ივლისი 2026, 10:52

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.

31 ივლისი 2026, 10:51

საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

31 ივლისი 2026, 10:47

საზოგადოება

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ანტონიო ტაიანი

31 ივლისი 2026, 10:40

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას.

31 ივლისი 2026, 10:38

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორთან ონკოლოგიური დაავადებების და დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ იმსჯელა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.

31 ივლისი 2026, 10:21

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

31 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს.