როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ფოტო: artofit.org
18 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმში მზესთან ერთად წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მოსალოდნელი მცირე ნალექი, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მოსალოდნელია ხანომკლე წვიმა. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება. დღისით +12 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. სიღნაღში ძირითადად მზიანი ამინდია, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 08:50
მსოფლიო
აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა
აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
18 მაისი 2026, 08:41
საზოგადოება
მამა საბა გაზდელიანი: ყველამ კარგად იხილეთ, თუ რამდენად მასშტაბური და ორგანიზებული იყო ეს მსვლელობა. გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ
გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ და ასევე გამოჩნდა ერთობა, რადგან ყველა დიდი სიყვარულით მიემართებოდა სამების ტაძრისკენ, სადაც ელოდათ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და მანაც ძალიან დიდი, მამობრივი სიყვარული გამოხატა მრევლის მიმართ, - განაცხადა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბა გაზდელიანმა.
18 მაისი 2026, 08:27
ეკონომიკა
დავით მათიკაშილი: ქართული საბანკო სისტემა არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით
ქართული საბანკო სისტემა, საფინანსო ბაზარი არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
18 მაისი 2026, 08:19
ეკონომიკა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს. ანგარიში მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
18 მაისი 2026, 08:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
17 მაისი 2026, 23:46
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი ევროკომისიის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ეს არის დემოკრატიის პრინციპების დარღვევა, რადგან ოჯახი წყვეტს, თავისი შვილი რა გზას და როგორ დაადგეს - ამ გამოწვევებს საქართველო როგორც პასუხობს, კვლავ ისე უნდა უპასუხოს
მგონია, რომ ბევრი რამე შეიცვლება ევროკავშირში. ვხედავთ, რომ აშშ და ჩინეთი რაღაც ახალ თამაშის წესზე თანხმდებიან, გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი მოთამაშეები არიან და ორივე ქვეყანაში ხელისუფლებაში არის ძალა, რომელიც ამ სიგიჟეს, რასაც თავს გვახვევენ, მხარს არ უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:38
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი: დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას
დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:31
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი: ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს, რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე
ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ბავშვების უფლებების დარღვევა, რაც დაუშვებელია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მეოთხე დღე გავიდა, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია - ევროპული მედია დუმს
მეოთხე დღე გავიდა - რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია. ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
17 მაისი 2026, 23:24
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი: საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა - 17 მაისს მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა
„საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა. პირველი გაკვეთილი ეს არის 17 მაისი, როდესაც მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ქრისტიანული, ქრისტიანული ღირებულებებით, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა“, - განაცხადა გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:06
საზოგადოება
სოფიო ქაშაკაშვილი პროდუქციის გაიაფებაზე: გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას და შიდა ლოჯისტიკის განვითარებას ქსელების მხრიდან
გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას და შიდა ლოჯისტიკის განვითარებას ქსელების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და პროდუქციის გაიაფების გზებზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 22:57
საზოგადოება
სოციალური პროექტი „საოჯახო კალათა“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ჩამონათვალში 15 პროდუქტი შედის. 11 მსხვილ ქსელურ მაღაზიაში საოჯახი კალათა სხვადასხვა მექანიზმით იმუშავებს - ინდივიდუალურად განისაზღვრება პროდუქტების ბრენდები, აქციების ხანგრძლივობა და ფასდაკლების პროცენტი.
17 მაისი 2026, 22:55
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი დისტრიბუციის ცენტრებზე: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ასეთი ცენტრები შეიქმნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ეს მნიშვნელოვან ხარჯებს შეამცირებს და გვექნება საშუალება, ფასდაკლება სისტემურად შევძლოთ
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე და პროდუქციის გაიაფების გზებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომელი ქვეყნების გამოცდილება იყო შესწავლილი.
17 მაისი 2026, 22:48
სპორტი
თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 13 მოპოვებული მედლით დაასრულა.
17 მაისი 2026, 22:35
საზოგადოება
დავით გველესიანი პატრიარქზე: ერთხელ კონსერვატორიაში შემხვდა და მითხრა, რომ ბოლო ხანებია ხშირად ვფიქრობ, იქნებ ღმერთს ჩემთვის უფრო მეტი რაღაცის დავალება უნდა, ვიდრე ეს ჩელოაო. შემდეგ მითხრა, რომ ჩემს მოძღვართან წამეყვანა
ისე უკრავდა, ისეთი ბგერა ჰქონდა, რომ მთელს მის შინაგან სამყაროს დაგანახებდა ამ ბგერებით და შესრულებით, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ანსამბლ „რუსთავის“ წევრმა დავით გველესიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარესზე შიო მესამეზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 22:24
საზოგადოება
საქართველოს 142-ე პატრიარქი - საუკუნის ინტრონიზაცია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს პირველად მოხდა, რაც არის მოვლენა და უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი.
17 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
ევრობიუროკრატებისთვის ჩამოხსნილი ნიღბები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ცენზურა საბჭოთა მეთოდებით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ცენზორები ევროკავშირიდან -,,იმედის კვირამ“- ევრობიუროკრატებს ნიღბები ჩამოხსნა. იქ, სადაც ყველაზე მეტს საუბრობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე რეალურად ცენზურას საბჭოთა მეთოდებით აკანონებენ.
17 მაისი 2026, 21:44
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის - შიო მესამის მიმართ
დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისის დღის მიმართ რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებზე აკეთებს აქცენტს.
17 მაისი 2026, 21:27
პოლიტიკა
მდიდარ „ენჯეოთა“ კლანიდან პოლიტიკაში გადაპორტირებული ლევან ცუცქირიძის გაშიფრული ფარული თამაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ევრობიუროკრატების ყველა ფალავანი დამარცხდა და ვერც მათთვის ასე სასურველი რევოლუციები შედგა, ბრიუსელი მთავარი როლისთვის ახალ აქტორს ამზადებს.


