მდიდარ „ენჯეოთა“ კლანიდან პოლიტიკაში გადაპორტირებული ლევან ცუცქირიძის გაშიფრული ფარული თამაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
მას შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ევრობიუროკრატების ყველა ფალავანი დამარცხდა და ვერც მათთვის ასე სასურველი რევოლუციები შედგა, ბრიუსელი მთავარი როლისთვის ახალ აქტორს ამზადებს.
ევრობიუროკრატების გათვლა მის, თითქოს არაპოლიტიკურ წარსულს ეფუძნება. საუბარია, მდიდარ „ენჯეოთა“ კლანიდან პოლიტიკაში გადაპორტირებულ ლევან ცუცქირიძეზე, რომლისთვისაც გამჭვირვალობის კანონი ისეთივე თავის ტკივილი აღმოჩნდა, როგორც გარედან დაფინანსებული სხვა მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელებისთვის.
გარე პატრონები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი არ მოდის არც „ნაციონალურ მოძრაობის“ და არც სხვა პარტიის წიაღიდან. მაგრამ სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას, რადგან ლევან ცუცქირიძე იყო ერთ-ერთი მთავარი აქტორი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩატარებული იმ ეგზიტპოლისა, რომელიც 7 ნოემბრის შემოქმედ და რეიტინგ-განულებულ მიხეილ სააკაშვილს ამ არჩევნების მიტაცებაში დაეხმარა.
ლევან ცუცქირიძე წლებია, კულისებს მიღმა თამაშს ამჯობინებს და საკუთარი ბიოგრაფიის ამ თავს საგულდაგულოდ მალავს, თუმცა, მისი ფარული თამაში „იმედის კვირამ“ გაშიფრა.
გაშიფრული ფარული თამაში - ნახეთ სანდრო გამსახურდიას სპეციალურ რეპორტაჟში.
ყველა სიახლე
17 მაისი 2026, 22:24
საზოგადოება
საქართველოს 142-ე პატრიარქი - საუკუნის ინტრონიზაცია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს პირველად მოხდა, რაც არის მოვლენა და უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი.
17 მაისი 2026, 22:00
პოლიტიკა
ევრობიუროკრატებისთვის ჩამოხსნილი ნიღბები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ცენზურა საბჭოთა მეთოდებით. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ჟურნალისტი ცდილობდა, მიეღო კითხვებზე პასუხი ანგარიშში შეტანილი შესწორებების გამო, რომელიც იუკნევიჩიანემ თავად წარადგინა, თუმცა უშედეგოდ.
17 მაისი 2026, 21:44
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის - შიო მესამის მიმართ
დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისის დღის მიმართ რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებზე აკეთებს აქცენტს.
17 მაისი 2026, 21:26
საზოგადოება
„სიდინჯე თავიდანვე ჰქონდა, უფრო სხვა სამყაროსი იყო, ხელოვნებაში ჩაკეტილი იყო“, „იყო საინტერესო რესპუბლიკური კონკურსი, პატრიარქმა მიიღო პირველი პრემია" - კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ბავშვობას მისი კლასელები და პედაგოგი იხსენებენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის შიო მესამის ბავშვობას „იმედის კვირასთან“ მისი კლასელები და პედაგოგი იხსენებენ.
17 მაისი 2026, 21:15
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე: ყველაფერი ეს ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ იყო მიმართული, სურდათ ერს წარსული დავიწყებოდა - ადამიანს, როცა მას არც ისტორია და არც იდენტობა გააჩნია, მარტივად მართავ
ოჯახურ ტრადიციებს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადეს. ჯერ შეაჩვიეს ქართული საზოგადოება აზრს, რომ რა მოხდა კაცს თუ კაცი მოეწონება, რადგან ბიოლოგიურად ყველას აქვს უფლება ვისთანაც სურს იმასთან იცხოვროს. შეეცადნენ საზოგადოებაში იუმორით შემოეტანათ ეს დამოკიდებულება და საბოლოოდ, საერთოდაც ამ ურთიერთობების დაკანონება მოითხოვეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ეროვნული იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაზე.
17 მაისი 2026, 21:00
პოლიტიკა
რასაც ვუყურებთ, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებებია. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ?! - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით შეფუთული არაევროპული ღირებულებები. წლების წინ განა წარმოიდგენდა ვინმე, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ღია რეპრესიულ კამპანიას წამოიწყებდნენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ მედიის სანქცირების თემაზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 20:55
პოლიტიკა
სტეფანო ახოკე: საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და პარიზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთანაც მანამ, სანამ ნათელი არ გახდა რომ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის დასწრებას ამ სხდომაზე, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და ფრანგულ პოლიტიკურ ელიტას იცნობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა სტეფანო ახოკემ საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 20:30
საზოგადოება
17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა როგორც მრევლისთვის, ასევე, ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
2026 წლის 17 მაისი ასმაგად საპასუხისმგებლოა. საპასუხისმგებლოა როგორც მრევლისთვის, ასევე ეკლესიისთვის და ახალი კათოლიკოს-პატრიარქისთვის. შიო მესამის გვერდით დღეს მთელი საქართველო იდგა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაზე საუბრისას.
17 მაისი 2026, 19:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
17 მაისი 2026, 19:04
საზოგადოება
საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. ფოტოგალერეა
საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა - ქვეყნის 10 ქალაქში მსვლელობები გაიმართა. თბილისში მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართა და მასში მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
17 მაისი 2026, 18:56
რეგიონი
აჭარაში ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
17 მაისი 2026, 18:48
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა
პოეტი და საზოგადო მოღვაწე - ფრიდონ ხალვაში გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - ვანო მაისურაძემ.
17 მაისი 2026, 18:27
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში აღინიშნა
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი შესრულდა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მანამდე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები და სასულიერო პირები და ლოცვისა და გალობის თანხლებით სვეტიცხოველში გადაინაცვლეს. მათი თქმით, 17 მაისი ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის სიმბოლოა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს.
17 მაისი 2026, 18:20
მსოფლიო
კაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ
„მათ არ მოსწონთ ევროკავშირი, ეს სრულიად ნათელი. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ არ მოსწონთ მათ ევროკავშირი; რატომ არ მოსწონს ჩინეთს, რატომ არ მოსწონს რუსეთს. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, მაშინ ჩვენ ვართ თანაბარი ძალის მქონე და ძლიერები“, - თქვა კალასმა კვირას, ტალინში გამართულ ლენარტ მერის კონფერენციაზე.
17 მაისი 2026, 17:59
რეგიონი
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს
სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი აღდგომის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
17 მაისი 2026, 17:50
რეგიონი
ქუთაისში მრავალრიცხოვანი ლოცვითი მსვლელობა გაიმართა
ცენტრალურ მოედანზე, ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის ტაძრებთან შეკრებილი მრევლი მსვლელობით გაემართა ბაგრატის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ სამადლობელი პარაკლისი შეასრულა.
17 მაისი 2026, 17:35
რეგიონი
რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღესრულა, რის შემდეგაც ტრადიციული სახალხო მსვლელობა მოეწყო.
17 მაისი 2026, 17:24
მსოფლიო
ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული
„დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლუმბიის აღნიშნული მოქალაქე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულში, რაც საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ განხილვადი ფაქტია“, - აღნიშნულია მიგრაციის სამსახურის განცხადებაში.
17 მაისი 2026, 17:18
საზოგადოება
თეა ახვლედიანი: ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს. ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული
ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.


