08 სექტემბერი 2026, 12:16 / სანდო წყარო

OECD-ის განათლების სფეროს დირექტორი: იმ დროს, როდესაც განათლების ბევრი სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო წინ მიიწევს და იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს სამივე მიმართულებით - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განათლებისა და უნარების სფეროს დირექტორი ანდრეას შლაიხერი PISA-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და საქართველოს მიღწევებს სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოს უწოდებს.

,,ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს - შედეგები, რომლებსაც თქვენ OECD-ის PISA-ს შეფასების უახლეს ციკლში მიაღწიეთ, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის კარგი ამბავი. ეს არის ისტორია, რომელზეც სხვა ქვეყნებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება.

იმ დროს, როდესაც განათლების ბევრი სისტემა სირთულეებს ებრძვის, საქართველო წინ მიიწევს. საქართველო იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ მოსწავლეთა შედეგები გააუმჯობესეს PISA-ს მიერ შეფასებული სამივე მიმართულებით: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში.

განსაკუთრებული მიღწევაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში - ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი შედეგია, 2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქვეყანა პირველად შეუერთდა PISA-ს.

ეს რაღაც მნიშვნელოვანს გვეუბნება და უბრალოდ კარგი სიახლე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სასკოლო სისტემა წინ მიიწევს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ის საკლასო ოთახები, რომლებსაც დღეს ქმნით, ხვალ იქცევა საზოგადოებად, ეკონომიკად და დემოკრატიად. განათლება ყოველთვის არის ის, რაც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.

დღეს საქართველოს საკლასო ოთახებში მსხდომი მოსწავლეები ხვალინდელი ინჟინრები, მეწარმეები, ექიმები, მკვლევრები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გახდებიან. ისინი შექმნიან ბიზნესს, გადაჭრიან პრობლემებს, გააძლიერებენ თემებს და ჩამოაყალიბებენ იმ ინსტიტუტებს, რომლებზეც საქართველოს მომავალი იქნება დამოკიდებული.

ქართველმა მასწავლებლებმა უნდა იამაყონ, რადგან 10-დან 8 მოსწავლემ განაცხადა, რომ მათი მასწავლებლები თითოეული მოსწავლის მიღწევებით ინტერესდებიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან PISA-ს კვლევების თანახმად, მოსწავლეები უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც მასწავლებლებმა მათ შესახებ ბევრი რამ იციან, ინტერესდებიან მოზარდების პროფესიული არჩევანით და ამ გზაზე მათ გვერდით დგანან.

PISA-ს მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ბევრ ქართველ მოსწავლეს სჯერა საკუთარი შესაძლებლობის. ისინი საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობას იღებენ, მიზნებს ისახავენ და აქტიურად ქმნიან საკუთარ გზას. ეს ყველაფერი თანამედროვე ცხოვრებაში წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს პროგრესში კიდევ ერთი რამაა საყურადღებო - საქართველო აჩვენებს, რომ ხარისხი და თანასწორობა ერთმანეთის კონკურენტი მიზნები სულაც არ უნდა იყოს. ბევრ ქვეყანაში ის სკოლა, რომელშიც ბავშვი სწავლობს, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახზე, რომელშიც ის დაიბადა. საქართველო განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს - 2015-დან 2022 წლამდე, საქართველოს მიერ მიღწეული გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტობრივად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებით იყო განპირობებული. საგანმანათლებლო უთანასწორობის შემცირება საქართველოში იყო და კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და შედეგებიც ნათელია.

PISA აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეები ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის საკმაოდ აქტიური მომხმარებლები არიან. ეს ქართველი მასწავლებლების დამსახურებაც არის, რომლებიც უკვე ეხმარებიან ახალგაზრდებს ამ ახალი სამყაროს ათვისებაში. მისასალმებელია, რომ მთავრობამ სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა პრიორიტეტად აქცია, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციაა სამომავლოდ.

არის ერთი გამოწვევა, რომლის ხაზგასმაც მინდა. სკოლებს ყველაფრის გაკეთება მარტო არ შეუძლიათ. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ სკოლები, უბრალოდ, შეძლებენ აანაზღაურონ ყველაფერი, რასაც მოსწავლის ოჯახი ვერ უზრუნველყოფს. უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ ჩავრთოთ მშობლები მეტად სასწავლო პროცესში და როგორ გავხადოთ ისინი პარტნიორები.

PISA აჩვენებს, რომ ოჯახური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სწავლის უკეთეს შედეგებთან. მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებმა ყოველ საღამოს ბავშვები მათემატიკაში ამეცადინონ. სინამდვილეში, მხარდაჭერის ყველაზე ძლიერი ფორმა გაცილებით მარტივია - ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ რასაც ისინი სკოლაში აკეთებენ, მათი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია. მშობლები უნდა დაინტერესდნენ, რას სწავლობენ მათი შვილები, მოუსმინონ მათ. ამ მხრივ საქართველოს სჭირდება მუშაობა.

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა — უფრო სწრაფად, უფრო შორს და ისე, რომ ამ გზაზე ყველა ბავშვი ჩვენთან ერთად მოდიოდეს. საქართველოს ყველაზე ღირებული ბუნებრივი რესურსი არ არის ნიჭი, შემოქმედებითობა და პოტენციალი, რომელიც დღეს საკლასო ოთახებშია.

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ რესურსის განვითარებისთვის, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს”, - აცხადებს ანდრეას შლაიხერი.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

08 სექტემბერი 2026, 12:25

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

08 სექტემბერი 2026, 12:19

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

კორტნი ოსტრიანი

08 სექტემბერი 2026, 12:17

პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 12:16

პოლიტიკა

ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს

ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ - ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

08 სექტემბერი 2026, 12:07

საზოგადოება

PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი

გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 12:03

მსოფლიო

Reuters: ისლანდიამ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ფერებითაა გამოსახული

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ისლანდია და სხვა ქვეყნები ამერიკის დროშით იყო დაფარული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერი ოლდმანი და ჯეკ ლაუდენი

08 სექტემბერი 2026, 12:00

მსოფლიო

გერი ოლდმანმა განაცხადა, რომ დენი ვილნევმა ახალი ჯეიმს ბონდი უკვე შეარჩია

„დადის ხმები, რომ ის კანდიდატთა სიაშია. ამას მალე შევიტყობთ, არა? იმიტომ, რომ ის უკვე შეარჩიეს. მათ თავისი არჩევანი გააკეთეს, თუმცა ჯერ არ გამოუცხადებიათ“, - განაცხადა ოლდმანმა კანადურ ტელეარხ Global-თან ინტერვიუში.

08 სექტემბერი 2026, 11:48

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 11:40

რეგიონი

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.

08 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

POLITICO: რატკო მლადიჩის დაკრძალვამ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსა და პოლიტიკურ რეალობას შორის არსებული უფსკრული გააჩინა

სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბელგრადში სამხედრო მეთაურის, ომის დანაშაულებსა და სრებრენიცის გენოციდში მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვა გაიმართა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია. არაერთხელ შედგა მათი გაერთიანება და დაიშალა, უკვე რეკორდსაც მიაღწიეს

ოპოზიციაში რომ კრიზისია, ეს არახალია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

08 სექტემბერი 2026, 11:20

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება⚽

ქართველი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდება. მისი ვილიარეალი დღეს დორტმუნდის „ბორუსიას“ ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გურამ მაჭარაშვილი

08 სექტემბერი 2026, 11:17

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.

08 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

სგპ ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:58

მსოფლიო

Reuters: ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

ლატვიის მთავრობა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვეყანაში შემოტანილ მარცვლეულზე 300%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის პრემიერ-მინისტრზე ანდრის კულბერგსზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 სექტემბერი 2026, 10:49

საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

08 სექტემბერი 2026, 10:41

რეგიონი

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ლემშვენიერა-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

08 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.