imedi /  01 მაისი 2019, 17:44 / სანდო წყარო

სასამართლომ მაღალი ტესტოსტერონის მქონე მორბენალ ქალს აპელაციაზე უარი უთხრა

სპორტი

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლის, კასტერ სემენიას სააპელაციოს სარჩელი მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის წინააღმდეგ (IAAF), არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩემპიონმა გააპროტესტა ახალი წესები, რომლითაც ტესტოსტერონის დონის მიხედვით სპორტსმენისთვის შეჯიბრში მონაწილეობის უფლების მინიჭება განისაზღვრება. 

თებერვალში მძლეოსნობის ფედერაციის საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ მზად არის დაამტკიცოს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კასტერ სემენიას კაცის ბიოლოგიური ნიშნები აქვს.

მძლეოსანთა უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული წესის თანახმად, მაღალი ტესტოსტერონის მქონე სპორტსმენებმა, სხვა და სხვა შეჯიბრში მონაწილეობა, მხოლოდ სპეციალური პრეპარატებით, ჰორმონის დონის დაწევის შემდეგ უნდა მიიღონ. 

ფედერაციის განცხადებით ჭარბი ტესტოსტერონის მქონე ქალ სპორტსმენებს, ჰორმონალური ცვლილებების არმქონე მძლეოსნებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ. 

2017 წლის ივლისში კასტერ სემენიას მკურნალობა ან ოპერაციის გაკეთება მოსთხოვეს.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) სქესის ფორმირების განსაკუთრებული ნიშნისმქონე ქალი სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სისხლში ტესტოსტერონის დონე უდრის ან აღემატება ლიტრში 5 ნანომოლს, წესების ახალი სია გასულ წელს გამოაქვეყნა. წესების მიხედვით, მოჭარბებული ტესტოსტერონის მქონე მძლეოსან ქალებს წამლების დალევა მოსთხოვეს.

ყველა სიახლე

პოლიცია

22 ივლისი 2019, 16:00

ძალოვნები

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

კენია

22 ივლისი 2019, 15:56

მსოფლიო

კენიის ფინანსთა მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ჰენრი როტიჩს 450 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ხელშეკრულება იტალიურ კომპანია CMC de Ravenna-სთან გაფორმდა და მისი მიზანი ორი კაშხლის აშენება იყო. პროკურატურას ასევე ბრძანება აქვს გაცემული ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ 20 პირის დაკავების შესახებ.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 15:23

საქართველო

ოქრუაშვილმა აღიარა, რომ გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ 2014 წელს ცრუ ჩვენება მისცა

"დამიკავშირდნენ, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა. 2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 15:22

საქართველო

ოქრუაშვილი: 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მე დავაფინანსე

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით მისი დაფინანსებული იყო. როგორც ოქრუაშვილმა თქვა, მას ამის ბერკეტი მაშინაც ჰქონდა, ახლაც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება.

ძილი

22 ივლისი 2019, 15:11

ტექნოლოგიები

დაწოლამდე 90 წუთით ადრე აბაზანის მიღება უკეთ გამოძინებაში დაგეხმარებათ

ძილის წინ ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურა სტანდარტულზე ოდნავ მცირდება და ასეა დილამდე. შემდეგ ტემპერატურა ისევ იწყებს ზრდას და ასრულებს ბიოლოგიური საათის ფუნქციას. თბილი შხაპი ან აბაზანა ხელებსა და ფეხებში სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს, რაც ხელს უწყობს სხეულიდან ჭარბი სითბოს გამოყოფას.

გემი „ივან გოლუბეცი“

22 ივლისი 2019, 14:59

საქართველო

მავრიტანიაში დამწვარ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის „ივან გოლუბეცის“ ბორტზე ხანძრის გაჩენის დროს 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვების ბრძანება მისცა.

ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი

22 ივლისი 2019, 14:54

საქართველო

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი: დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის ქიბარ ხალვაში არ დგას

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელევიზიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. აქიმიძე და დვალი მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-ი პარტიული ზეგავლენისგან უნდა გათავისუფლდეს, რათა ე.წ მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია აღიდგინოს.

ქიბარ ხალვაში

22 ივლისი 2019, 14:52

ძალოვნები

ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს“, - განმარტა ბარაჩაშვილმა.

Ocean Infinity-ის გემი

22 ივლისი 2019, 14:51

მსოფლიო

ხმელთაშუა ზღვაში 1968 წელს ჩაძირული ფრანგული წყალქვეშა ნავი იპოვეს

Minerve-ის ტიპის წყალგვეშა ნავი 1968 წლის 27 იანვარს ჩაიძირა. ავარიის დროს მის ბორტზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სხვადასხვა ვერსიით, ის შეიძლება რაკეტის აფეთქების, შეჯახების ან ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩაძირულიყო. წყალქვეშა ნავი მცირე სიღრმეზე მიცურავდა და 4 წუთში ჩაიძირა. საფრანგეთის ხელისუფლება ნავს 1968 და 1969 წლებში ეძებდა, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნო.

ბანაკი

22 ივლისი 2019, 14:29

ტაბლოიდი

ინდონეზიაში ჭარბწონიანი პოლიციელები გასახდომად ბანაკში გააგზავნეს

15-26 ივლისის ფიტნესპროგრამაზე 50 პოლიციელი გააგზავნეს. პროგრამის მიზანი სხეულის მასის ინდექსის შემცირებაა. ბანაკში პროფესიონალი დიეტოლოგები, ფიტნესინსტრუქტორები და სამედიცინო თანამშრომლები მუშაობენ. პოლიციელებს ბანაკში უწევთ სირბილი, ცურვა, ასევე პროგრამაში შედის აერობიკაც.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 14:16

ძალოვნები

სასამართლომ ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა

"საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“,- განმარტა ოქრუაშვილმა.

იუკია ამანო

22 ივლისი 2019, 14:13

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი გარდაიცვალა

72 წლის იაპონელ დიპლომატს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამ თვის (ივლისის) დასაწყისში მან ვერ შეძლო IAEA-ს საგანგებო სხდომაზე დასწრება, სადაც დადასტურდა, რომ ირანმა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ორი პუნქტი დაარღვია და ურანის გამდიდრება დაიწყო.

რომეო ბერიძე

22 ივლისი 2019, 14:03

სპორტი

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს

ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველ დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) ჯგუფურ ეტაპზე პოლონელი ფაბიან ნიედზვიედზკი და იტალიელი პაოლო ლუმია დაამარცხა, ნახევარფინალში რუსი ელდარ ასაკაევი, ფინალში კი მასპინძელ მურად ჰაგვერდიევთან წააგო და ვერცხლის

გემი „ივან გოლუბეცი“

22 ივლისი 2019, 13:52

საქართველო

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი იწვის

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი უკრაინული გემი „ივან გოლუბეცი“ იწვის. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მისი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 90 ადამიანი იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა. ცეცხლი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა და მალევე გემს მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო კაპიტანმა ეკიპაჟს გემის დატოვების ბრძანება მისცა.

ელიზაბეთ რუდი

22 ივლისი 2019, 13:51

ეკონომიკა

ელიზაბეთ რუდმა განმარტა, რატომ არის საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილი. ვიდეო

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.

ჰელენ მირენი

22 ივლისი 2019, 13:29

კულტურა

HBO-მ Catherine the Great-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

ტელეკომპანია HBO-მ მომავალი მინისერიალის Catherine the Great-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. მთავარ გმირს ოსკაროსანი, ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენი ასრულებს. შოუ რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II დიდის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც რუსეთს მე-18 საუკუნეში მართავდა და დღემდე ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფიგურად.

ჟუნინიო

22 ივლისი 2019, 13:21

სპორტი

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ავტოგოლი ცენტრიდან გაიტანა. ვიდეო

ბრაზილიაში ფეხბურთელმა საკუთარ კარში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. „ფორტალეზასა“ და „ატლეტიკო მინეიროს“ მატჩში მომხდარი კურიოზული ეპიზოდის ვიდეოს UOL Esporte ავრცელებს. მატჩის მე-7 წუთზე „ფორტალეზას“ ნახევარმცველმა ჟუნინიომ საკუთარი გუნდის მეკარისთვის ბურთის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მისი პასი ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა და ბურთი პირდაპირ „ფორტალეზას“ კარში დაეშვა.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2019, 13:20

ტაბლოიდი

ტრამპი თავისი მხარდამჭერის ქორწილში მოულოდნელად მივიდა. ვიდეო

კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერი თავის გოლფის კლუბში მიმდინარე ქორწილში მივიდა. ქორწილი წყვილმა ნიუ-ჯერსიში Make America Great Again-ის სტილში გააფორმა. როგორც აღმოჩნდა, მათ ტრამპს რამდენიმე მოსაწვევი გაუგზავნეს და რაკი პასუხი არ მიუღიათ, ტრამპის სტუმრობა მათთვის მოულოდნელი იყო.

გიორგი დეკანოიძის გატაცება

22 ივლისი 2019, 13:19

ძალოვნები

ბიზნესმენის შვილის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

სამართალდამცველებმა ეს დანაშაული 2018 წლის 18 ოქტომბერს აღკვეთეს და საქმეზე 4 პირი დააკავეს. სასამართლომ ისინი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათგან ორს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ერთს 14 წლით, ერთს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

22 ივლისი 2019, 12:56

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ⛈️☀️

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 25 ივლისს ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა.