imedi /  02 ივნისი 2019, 16:13 / სანდო წყარო

ტოკიო 2020-ს შესაძლოა რუსეთის ნაკრები გამოეთიშოს

დანილ ლისენკო

დანილ ლისენკო

ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს რუსეთის ნაკრები შესაძლოა გამოეთიშოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ი ირწმუნება.

ოლიმპიური თამაშების გამოტოვების მიზეზად გამოცემა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიერ სიმაღლეზე ხტომაში სპორტმენის, დანილ ლისენკოს მიერ დოპინგის მოხმარების ფაქტის სავარაუდო დამალვის საქმეს ასახელებს. 

2018 წლის აგვისტოში სპორტსმენი, რომელიც მსოფლიოს გამარჯვებული იყო, საერთაშორისო შეჯიბრებიდან დოპინგ-ტესტის ჩაუბარებლობის გამო მოხსნეს. 

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი სტანისლავ პოზდნიაკოვი The Sunday Times-ის სტატიას სპეკულაციად აფასებს და აცხადებს, რომ სჯობს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას დაელოდონ. 

დოპინგი არის აკრძალული პრეპარატები და მეთოდები, რომლებსაც შეუძლია სპორტული შედეგი გააუმჯობესოს. პროფესიულ სპორტში დოპინგს უწოდებენ სხვადასხვა წამლებს და სამედიცინო მანიპულაციებს, რომლებიც ასე თუ ისე აფართოებს ორგანიზმის შესაძლებლობების ზღვარს. მაგალითად, ხელს უწყობს კუნთების მასის, ასევე მოძრაობის სიჩქარის და ამტანობის ზრდას. ასეთი პრეპარატები და მეთოდები შეჰყავთ wada-ს აკრძალულ საშუალებათა სიაში.

ყველა სიახლე

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

20 სექტემბერი 2019, 09:46

ტაბლოიდი

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი რომში მეგობრის ქორწილს დაესწრებიან

სამეფო წყვილი რომში მეგან მარკლის მეგობრის, დიზაინერ მიშა ნონოს ქორწილს დაესწრებიან. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემები წყაროზე დაყრდნობით წერენ და აღნიშნავენ, რომ წყვილმა იტალიაში გასამგზავრებლად კომერციული ფრენით ისარგებლა.

Huawei

20 სექტემბერი 2019, 09:17

ტექნოლოგიები

Huawei-ს ახალ სმარტფონებში სანქციების გამო Google-ის სერვისები აღარ არის

Huawei-მ გამოუშვა ახალი სმარტფონები, რომელშიც Google-ის აპლიკაციები არ იქნება. ჩინური კომპანიის სპიკერმა BBC- ს განუცხადა, რომ Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს ახალი სმარტფონების მფლობელები Huawei- ს საკუთარი მაღაზიის საშუალებით ჩამოტვირთავენ, მისი სახელწოდება კი Huawei App Gallery იქნება.

თორნიკე მამალაძე

20 სექტემბერი 2019, 08:57

საქართველო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ პარლამენტთან კარავი გაშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა პროტესტს განაგრძობს. საპატრიარქოს შემდეგ თორნიკე მამალაძემ კარავი პარლამენტის წინ გაშალა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ გაათავისუფლებენ.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:50

საქართველო

დღეს პარლამენტის შენობაში შესვლა შეიზღუდება

საქართველოს პარლამენტი „უსაფრთხოების დამატებითი ზომების“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ „აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“.

პარლამენტი

20 სექტემბერი 2019, 08:45

საქართველო

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში დღეს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს. ოპოზიცია უწყების მუშაობით უკმაყოფილოა. „ქართულ ოცნებაში“, ოკუპაციის თემაზე აკეთებენ აქცენტს და ძირითადი შეკითხვები მინისტრთან, სწორედ ამ საკითხს შეეხება.

დაჭრა

20 სექტემბერი 2019, 08:16

ძალოვნები

თბილისში უცხოელი დაჭრეს

თბილისში მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არაბი კაცი დაჭრეს. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს მსუბუქი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული,

ვაშინგტონი

20 სექტემბერი 2019, 08:15

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ვაშინგტონში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. პოლიციისთვის შემთხვევის მოტივი უცნობია. ამ დროისთის არც სხვა დამატებითი დეტალები ვრცელდება. სროლა თეთრ სახლთან ახლოს, ერთ-ერთი ბინის ეზოში იყო. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

20 სექტემბერი 2019, 00:58

ტექნოლოგიები

აშშ-სა და კანადაში ფრინველების პოპულაცია 3 მილიარდით შემცირდა

აშშ-სა და კანადაში ბოლო 50 წელია ფრინველების პოპულაცია 3 მილიარდით შემცირდა, წერს BBC ორ კვლევაზე დაყრდნობით. პირველი კვლევის თანახმად მეცნიერები აცხადებენ, რომ ტყვეობაში ფრინველების პოპულაცია მცირდება.

შარლ ჟერარი

20 სექტემბერი 2019, 00:27

კულტურა

მსახიობი შარლ ჟერარი გარდაიცვალა

პარიზში, ცნობილი ფრანგი მსახიობი შარლ ჟერარი 92 წლისა გარდაიცვალა, წერს Le Mond-ი. გამოცემის ცნობით, მსახიობი ავადმყოფობდა. ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს და სიცოცხლის ბოლო დღეები იქ გაატარა. შარლ ჟერარი მსახიობ ჟან-პოლ ბელმონდოსთან მეგობრობდა. ის რეჟისორ კლოდ ლელუშის საყვარელი მსახიობი იყო.

19 სექტემბერი 2019, 23:40

ძალოვნები

პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგო. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ.

ავტოავარია

19 სექტემბერი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

ცნობილია სიმღერები, რომლებიც ავტომობილის მართვისას ავარიის რისკს ზრდის

მძღოლები, რომლებსაც მუსიკა ხმამაღლა აქვთ ჩართული და აგრესიულ როკ-მუსიკას უსმენენ ხშირ შემთხვევაში ავტოავარიაში ხვდებიან. ეს ჩინეთში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

აფეთქება

19 სექტემბერი 2019, 22:24

მსოფლიო

თურქეთში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, სტამბოლში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, წერს BBC. დაშავებულია ორი მეხანძრე და საწარმოს რამდენიმე თანამშრომელი. გამოცემის ცნობით, ქიმიურ ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ლითონის ბაკი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

19 სექტემბერი 2019, 21:26

ძალოვნები

შსს: აგარასთან პატრულის მანქანას ტრაილერი შეეჯახა

დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ქარელისა და გორის სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. გ.ტ.-ს მდგომარეობა მძიმეა, გ.ხ.-ს მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი.

პერევი

19 სექტემბერი 2019, 21:09

საქართველო

პერევის „გამშვები პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა

პერევის ე.წ „გამშვები-პუნქტი“ 4 დღით ჩაიკეტა. დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება 20 საათიდან შევიდა ძალაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმი ამას არაღიარებული რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებს. საქართველოს ცენტრალური მთავრობა კი ადამიანის უფლებათა მასობრივ და უხეშ დარღვევებზე აკეთებს აქცენტს.

19 სექტემბერი 2019, 20:58

ძალოვნები

საქართველომ რუსეთს ტერორიზმში ბრალდებული რამზან ახიადოვი გადასცა

ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა. ახიადოვი ტერორისტულ დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა და ბრძოლის ეპიზოდებში.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 20:55

საქართველო

ლომჯარიამ პარლამენტში 2018 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. 20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები დოკუმენტში არ შედის, თუმცა, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამ პროცესმა 2018 წლის საკმაოდ პოზიტიურ შეჯამებას ჩრდილი მიაყენა. გაჩნდა ბევრი კითხვაც. გამოსვლა 50 წუთს გაგრძელდა.

რომი, ტრევის შადრევანი.

19 სექტემბერი 2019, 20:35

კულტურა

რომში ტრევის შადრევანს განათება შეუცვალეს

რომში, ტრევის ცნობილი შადრევანის განათების სისტემა განახლდა. ახალი განათება შადრევნის დეტალებს ხაზს გაუსვამს. ახალი განათების პრეზენტაცია ტურისტების წინაშე გუშინ შედგა. ცერემონიას რომის მერი ვირჯინია რადჯი და ქალაქის ენერგოკომპანიის წარმოამდგემლები ესწრებოდნენ. ახალი განათების დიზაინი Fendi-ს მოდის სახლს ეკუთვნის.

უკრაინა

19 სექტემბერი 2019, 20:12

მსოფლიო

სერბეთში უკრაინის ელჩი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის დაშლისკენ მოუწოდებს

სერბეთში უკრაინის ელჩი ალექსანდრ ალექსანდროვიჩი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სტრატეგიულ მიზნად რუსეთის დაშლა დაისახონ. ვრცელი სტატია დიპლომატმა უკრაინულ პორტალ Censor-ზე გამოაქვეყნა. „ჩვენი მოქმედება უნდა იყოს შემტევი და მიზნად რუსეთის დაშლას უნდა ისახავდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

შვეიცარიის პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 20:00

მსოფლიო

შვეიცარიის პარლამენტში მუსიკალური პროტესტი მოაწყვეს

შვეიცარიის პარლამენტში Klimastreik-ის მოძრაობის აქტივისტებმა მუსიკალური პროტესტი მოაწყვეს. სხდომაზე მათ გიგანტური პლაკატი გაშალეს და ლეგენდარული იტალიური სიმღერა Bella Ciao იმღერეს. ამ ფორმით ახალგაზრდებმა კანონმდებლებს კლიმატის ცვლილების პრობლემასთან აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდეს.

პროკურატურა

19 სექტემბერი 2019, 19:50

ძალოვნები

პროკურატურა სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა. ამ შინაარსის განცხადებას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.