imedi /  09 აგვისტო 2019, 21:19 / სანდო წყარო

ნეიმარს გაუპატიურების საქმეზე ბრალი მოუხსნეს

ნეიმარი

ნეიმარი

ბრაზილიის სასამართლომ „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდს გაუპატიურების საქმეზე ბრალი მოუხსნა. მას მოდელი ნაჯილა ტრინიდადი ადანაშაულებდა. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

მოსამართლემ 26 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმის განხილვის შეწყვეტაზე პროკურატურის რეკომენდაცია გაითვალისწინა. მიზეზად კი არასაკმარისი მტკიცებულებები გახდა.

30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ გაუპატიურების საქმეზე ნეიმარის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა.

ბრაზილიის პოლიციის ინფორმაციით, ქალი, რომელიც ფეხბურთელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ შემთხვევა საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ის აცხადებს, რომ ნეიმარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. შემდეგ სპორტსმენმა ის ბრაზილიიდან პარიზში ჩაიყვანა და მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც დაფარა. 15 მაისს საღამოს კი ნეიმარი სასტუმროში ნასვამი მივიდა და მასზე ძალა იხმარა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და მოდელის ბრალდება უარყო, ნაილა მენდესმა კი დაკითხვაზე გონება დაკარგა.

ყველა სიახლე

ელექტროსიგარეტი

20 აგვისტო 2019, 20:23

მსოფლიო

აშშ-ში ელექტროსიგარეტსა და ფილტვების მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და აშშ-ის სახელმწიფო ჯანდაცვის ოფიციალური პირები ელექტროსიგარეტსა და ფილტვების მძიმე დაავადებებს შორის კავშირს ეძებენ. სულ ცოტა 15 შტატში ფილტვის მძიმე დაავადებათა 120 შემთხვევა დაფიქსირდა.

ერგნეთი

20 აგვისტო 2019, 19:45

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ. ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ.

20 აგვისტო 2019, 19:23

საქართველო

ევროკავშირი გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

ოკუპაცია

20 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ცხინვალის რეჟიმი: დაკავებულები ქართულ მხარეს გადავეცით

17 აგვისტოს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. ის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

იგი პოპი

20 აგვისტო 2019, 19:06

ტაბლოიდი

იგი პოპის თუთიყუში პატრონის ახალ სიმღერაზე აცეკვდა. ვიდეო

რამდენიმე დღის წინ როკერმა იგი პოპმა ახალ სიმღერაზე James Bond-ზე კლიპი გამოუშვა. კლიპის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლები მუსიკოსს ვიდეოს კიდევ ერთი ვერსიის გადაღება სთხოვეს, ამჯერად მისი თუთიყუშის მონაწილეობით.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:50

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი მრჩეველი ჰყავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა. „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯუზეპე კონტე

20 აგვისტო 2019, 18:34

მსოფლიო

იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის მთავრობის მეთაურმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სენატის სხდომის დასრულების შემდეგ ის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას გადადგომის შესახებ ოფიციალური მოთხოვნით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:33

საქართველო

პრეზიდენტის დაპირებული ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერს გაიმართება

ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგენა და სწორედ ეს იქნება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას. აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხა არ ჩარიცხულა.

სექსისტური

20 აგვისტო 2019, 18:07

მსოფლიო

ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა

რუანდაში არსებულმა ლუდის კომპანია „სკოლმა“ სექსისტური ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა. კომპანიამ ლუდის ეტიკეტზე წააწერა ხუმრობა - „როდის შეიძლება გაქციოს ქალმა მილიონერად? როცა მილიარდელი ხარ“. „სკოლმა“ ბოთლების გამოშვება უკვე შეწყვიტა. რუანდა გენდერული თანასწორობის მხრივ მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 18:03

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეათე შვილიშვილი შეეძინა. ერიკ ტრამპი და მისი მეუღლე ლარა ქალიშვილის მშობლები გახდნენ. 2017 წლის სექტემბერში წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ერიკ ლუკი დაარქვეს. კიდევ 5 შვილი დონალდ ტრამპ უმცროსს, სამი კი ივანკა ტრამპს ჰყავს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აგვისტო 2019, 18:00

საქართველო

ადმინისტრაცია: გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტი დასვენების ადგილიდან მუშაობდა

გუგუტიანთკარის მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის შვებულებაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ადმინისტრაცია პასუხობს და განმარტავს, რომ გუგუტიანთკარის მოვლენებზე პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 17:57

მსოფლიო

ტრამპი გრენლანდიაში Trump Tower-ის აშენებას არ აპირებს

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც გრენლანდიის სანაპიროზე Trump Tower-ის დამონტაჟებული ფოტო დაურთო. „გპირდებით, ამის აშენებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა.

კიბერფეხბურთი

20 აგვისტო 2019, 17:41

სპორტი

უეფა კიბერფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებს

ტურნირში მონაწილეობას უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები მიიღებენ, შესარჩევი ეტაპი კი 2019 წლის ნოემბერში დაიწყება. ჩემპიონატის მონაწილეები eFootball Pro Evolution Soccer 2020-ს ითამაშებენ. გუნდებში 2-4 მოთამაშე შევა. ფინალური ეტაპი კი 2020 წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

რიო-დე-ჟანეირო ავტობუსის გატაცება

20 აგვისტო 2019, 17:18

მსოფლიო

პოლიციელებმა რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის გამტაცებელი მოკლეს

კაცი, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა ნეიტრალიზებულია. ამის შესახებ BBC ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით ყველა მძევალი გათავისუფლებულია, შეიარაღებული კაცი კი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ოპერაცია 4 საათს გრძელდებოდა.

20 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

კაჭრეთში ხანძრის შედეგად 3 ჰა ტყის მასივი და 40 ჰა ხმელი ბალახი დაიწვა

კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ტყის მასივი და 40 ჰექტარი ხმელი ბალახი დაიწვა. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

კობა გვენეტაძე

20 აგვისტო 2019, 17:06

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფეისბუკზე კამპანია დაიწყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.

ბიარიცი

20 აგვისტო 2019, 17:04

მსოფლიო

საფრანგეთში G7-ის სამიტზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს ხუთი მემარცხენე რადიკალი აქტივისტი, რომელბიც ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFMTV ავრცელებს. 4 კაცი და 1 ქალი პოლიციამ სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად დააკავა.

ფუტკარი

20 აგვისტო 2019, 16:57

მსოფლიო

ბრაზილიაში 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა

ბრაზილიაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში, 500 მილიონზე მეტი ფუტკარი დაიხოცა, - ინფორმაციას BBC ბრაზილიელი მეფუტკრეების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი სხვა მავნებელი მწერების მოსაშორებლად განკუთვნილი ქიმიკატებია. ფუტკრებს კვების ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა უკავიათ. კერძოდ, მათ იმ საკვები პროდუქტების წარმოებაში, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ, ერთი მესამედი წილი

ლისტერიას 3D-გამოსახულება

20 აგვისტო 2019, 16:51

მსოფლიო

ესპანეთში იშვიათი ინფექციური დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საერთო ჯამში, ანდალუსიის ოლქში ლისტერიოზით დაავადების 80 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 56 შემთხვევაში დაავადებულების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მარია ლუისა კარსედომ მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე სანიტარული განგაში გამოაცხადა.

ნურსულთან ნაზარბაევი

20 აგვისტო 2019, 16:34

ტაბლოიდი

ნურსულთან ნაზარბაევმა სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

კადრებში ექსპრეზიდენტი მინდორში დადის და მღერის. მედიის ცნობით, ნაზარბაევმა სიმღერის ტექსტი თავად დაწერა, მუსიკა კი კომპოზიტორ ალტინბეკ კორაზბაევს ეკუთვნის. ნურსულთან ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა. ის ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდა.