imedi /  14 დეკემბერი 2019, 09:08 / სანდო წყარო

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა „ევრო 2020“-ს არ შეეხება

სანკტ-პეტერბურგის სტადიონი

სანკტ-პეტერბურგის სტადიონი

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტოს (WADA) განცხადებით, 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვასა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაზე არ გავრცელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„უნდა გახსოვდეთ, რომ სპორტის ყველა სახეობისთვის ერთი მიდგომა უნდა გვქონდეს. მართალია, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებში კონტინენტური პირველობები ასეთი მნიშვნელოვანი არაა“, - განაცხადა WADA-სთან შესაბამისობის კომისიის თავმჯდომარე ჯონატან ტეილორმა.

ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩები 11 ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება. კონტინენტის პირველობის ორ მატჩს სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს.

რუსეთს 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აეკრძალა, რუსი სპორტსმენები კი ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშის ქვეშ ვერ იასპარეზებენ.

2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

22 მაისი 2026, 03:50

მსოფლიო

ტრამპი: აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.

22 მაისი 2026, 03:46

მსოფლიო

Reuters: ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა პოზიციებს შორის სხვაობა შემცირდა

ხუთშაბათის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახალ სამშვიდობო შეთანხმებაზე კონსენსუსი კვლავ არ არის მიღწეული. თუმცა, როგორც სააგენტო Reuters-ს ირანის მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა, მხარეებს შორის არსებული აზრთა სხვაობა და პოზიციური დაშორება მკვეთრად შემცირდა.

ანდრეი სიბიგა

22 მაისი 2026, 03:39

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ომის გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით და მოსკოვზე ზეწოლა ძლიერდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში გამართულ უკრაინა-ნატოს საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე განაცხადა, რომ „ომში გარდამტეხი მომენტი“ დგება.

22 მაისი 2026, 03:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის ომის გამო შესაძლოა შვილის ქორწილს ვერ დაესწროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ უქმეებზე დაგეგმილი მისი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსისა და ბეტინა ანდერსონის ქორწილის დრო სრულიად შეუფერებელია და შესაძლოა, მან ცერემონიაზე მისვლა ვერ შეძლოს.

22 მაისი 2026, 03:20

მსოფლიო

„რესპუბლიკელებმა“ გააუქმეს კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ტრამპს ირანიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანას ან ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან ოფიციალური თანხმობის მიღებას ავალდებულებდა - გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნათელი გახდა, რომ მათ დოკუმენტის ჩასაგდებად საკმარისი ხმები არ ჰქონდათ

წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ ხუთშაბათს მოულოდნელად გააუქმეს კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ირანიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანას ან ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან ოფიციალური თანხმობის მიღებას ავალდებულებდა.

რუმენ რადევი

22 მაისი 2026, 03:09

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერი: ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას მე დაჟინებით დავაყენე ბულგარეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო მოთხოვნების გაუქმების საკითხი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ბულგარეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ში უვიზო მიმოსვლის საკითხი წამოჭრა.

იტამარ ბენ-გვირი

22 მაისი 2026, 03:00

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს

ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს, - წერს გამოცემა POLITICO.

ანა ბრნაბიჩი

22 მაისი 2026, 02:48

მსოფლიო

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ევროკავშირის ბოლოდროინდელი მიდგომა გაფართოების მიმართ უსამართლოა

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელი მიდგომა გაფართოების მიმართ უსამართლოა. მისი თქმით, თამაშის წესები შეიცვალა მას შემდეგ, რაც სერბეთმა 2014 წელს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

22 მაისი 2026, 02:30

მსოფლიო

ირანული მედია: ირანი და აშშ ირიბ მოლაპარაკებებს პაკისტანის შუამავლობით აგრძელებენ

ირანისა და აშშ-ის დელეგაციები ირიბი მოლაპარაკებების პროცესს აგრძელებენ, სადაც მედიატორის როლს პაკისტანი ასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

22 მაისი 2026, 02:20

მსოფლიო

Reuters: ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უარყო ყოველგვარი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბელარუსი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაებმება, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი აგრესიის შემთხვევაში თავს ერთობლივად დაიცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოზგიურ ოზელი

22 მაისი 2026, 02:07

მსოფლიო

The Guardian: თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა

თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

22 მაისი 2026, 01:43

მსოფლიო

EURACTIV: გერმანიის სახელმწიფო ვალის აღების ღირებულება ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა იმის ფონზე, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში ინფლაციის შიშს აძლიერებს

გერმანიის სახელმწიფო ვალის აღების ღირებულება ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა იმის ფონზე, რომ აშშ-ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში ინფლაციის შიშს აძლიერებს, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.

მარკო რუბიო

22 მაისი 2026, 01:25

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანთან შეთანხმებაზე: პოზიტიური ნიშნები შეიმჩნევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევის კუთხით „პოზიტიური ნიშნები“ შეიმჩნევა. თუმცა, მაიამიში ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი“ მაინც არ არის.

დონალდ ტრამპი

22 მაისი 2026, 01:21

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ, რა იქნება, თუმცა მიზანს ნებისმიერ შემთხვევაში მივაღწევთ - მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს“ და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის მიზანს „ასე თუ ისე“ აუცილებლად მიაღწევს.

კრიშტიანუ რონალდუ

22 მაისი 2026, 01:10

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრთან“ ერთად საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგო

საუდის არაბეთის პრო-ლიგის დასკვნით, 34-ე ტურში „ალ-ნასრმა“ საკუთარ მოედანზე, ერ-რიადში, „დამაკი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

იოჰან ვადეფული

22 მაისი 2026, 00:59

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვსურს უფრო ძლიერი ნატო, რომელშიც ევროპას უფრო დიდი როლი ექნება

შვედეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ხაზგასმით აღნიშნა ბერლინის მზადყოფნა, აიღოს მეტი პასუხისმგებლობა ნატოში.

22 მაისი 2026, 00:52

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას

აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმებების პაკეტი ფარავს გაზმომარაგებას - გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტს და ელექტროენერგიის ტრანზიტს, ისევე როგორც უმნიშვნელოვანესი, ფაქტიურად, გაჩერებული პროექტის ოპერირების დაწყებას, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენს გულისხმობს, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმებების შეფასებისას

მარიამ ქვრივიშვილი

22 მაისი 2026, 00:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პირდაპირი ფრენები დაიწყება შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. იზრდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა ჩინეთში. ჩინეთის უფრო მეტი მოქალაქე ინტერესდება საქართველოში მოგზაურობით

პირდაპირი ფრენები დაიწყება შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 მაისი 2026, 00:49

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და ათწლიანი სტრატეგია, რომელიც შევიმუშავეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას აღარ დასჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი ზამთრის თვეებში

10 წლის თავზე დადგმული სიმძლავრე ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს 11 500 მეგავატი, ანუ ჩვენს ქვეყანას აღარ დასჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი ზამთრის თვეებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 მაისი 2026, 00:45

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში

„ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი, საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. აღნიშნულ შეთანხმებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგები გადაცემა „იმედი LIVE“-ში შეაჯამა.