imedi /  28 მაისი 2020, 15:37 / სანდო წყარო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დავალიანების გამო ბანკიდან კრედიტი აიღო

მანჩესტერ იუნაიტედი

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ბანკიდან (Bank Of America) კრედიტის სახით 140 მილიონი ფუნტი აიღო.

სესხის აღების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა გაირკვა, რომ დავალიანება 429 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.

თანხა კლუბს კორონავირუსის პანდემიისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, კრედიტის დაახლოებით ნახევარს კლუბი ზაფხულში ახალი ფეხბურთელების დამატებაში დახარჯავს.

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ “ასტონ ვილადან” ჯეკ გრილიშის,“ლიონიდან“ მუსა დემბელეს და „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს შეძენას გეგმავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 15:11

მსოფლიო

ევროკომისია: 2020 წელს ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა მოსალოდნელზე უარესი იქნება

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი, პაოლო ჯენტილონის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ეკონომიკა უფრო ღრმა რეცესიაში ჩავარდება, ვიდრე მანამდე იყო პროგნოზირებული.

გიორგი გახარია გიედრიუს პოუჯუნას

07 ივლისი 2020, 15:10

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, გიედრიუს პოუჯუნასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 15:04

საზოგადოება

პროფესიულ განათლებაში სამკერვალო წარმოების ყველაზე დიდი დამსაქმებელი, „აჭარატექსტილი“ ჩაერთო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობა კომპანია „აჭარატექსტილთან" დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ მკერავ-ოპერატორის პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა და სასწავლო პროცესი დაიწყო.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 15:03

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ

„აქ გასამიჯნია კონკრეტული - ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე.თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

07 ივლისი 2020, 14:56

სამართალი

შს მინისტრი მოადგილე: ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად

ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით, გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:54

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე იაკობ ბრეგვაძის მიერ „112“- ში განხორციელებული ზარის შესახებ განმარტა, რომ როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იაკობ ბრეგვაძე ნახა, დაპირისპირება უკვე ამოწურული, ხოლო შეტყობინება უკვე გაუქმებული იყო.

სოფო გორგოძე

07 ივლისი 2020, 14:50

საზოგადოება

სოფო გორგოძის განცხადებით, დღეს გამოცდიდან არც ერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელმა საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სოფო გორგოძემ ამის შესახებ „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 ივლისი 2020, 14:45

მსოფლიო

ჩინეთში წყალსაცავში სასკოლო ავტობუსის გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, გუიჩჟოუს პროვინციაში წყალსაცავში ავტობუსის გადავარდნის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლუკა როსეტინი

07 ივლისი 2020, 14:40

სპორტი

იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბის, „ლეჩეს“ მოთამაშეს ლუკა როსეტინის კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბის, „ლეჩეს“ მოთამაშეს ლუკა როსეტინის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის კარანტინში მოათავსეს. 35 წლის ფეხბურთელს ტესტი რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, საავადმყოფოში განმეორებით სამედიცინო შემოწმებაზე მივიდა.

07 ივლისი 2020, 14:40

სამართალი

იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომის გამოკვეთის შემთხვევაში, საქმე პროკურატურას გადაეცემა

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:33

სამართალი

შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის სამალავის გადაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი, თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ეროვნული გამოცდები

07 ივლისი 2020, 14:31

საზოგადოება

ორ აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

ორ აბიტურიენტს, რომლებიც გუშინ საგამოცდო პროცესიდან მაღალი ტემპერატურის გამო მოიხსნენ, PCR ტესტი ჩაუტარდათ და კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ეს მოზარდები პროცესში ისევ ჩაერთვებიან.

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:22

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

რატი იონათამიშვილი

07 ივლისი 2020, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის, არასწორია

ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი.

07 ივლისი 2020, 14:11

სამართალი

შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და უკუკავშირს ასაჯაროებს

გიორგი შაქარაშვის საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აგრძელებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

07 ივლისი 2020, 14:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კონგრესის კანონპროექტზე: ოპოზიცია ამას გამარჯვებად აღიქვამს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ეს სიცრუეა

„ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ოპოზიციის სამწუხაროდ, ეს არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს.

გიორგი ვოლსკი

07 ივლისი 2020, 14:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მძლავრი პოზიცია გვაქვს დამკვიდრებული მედია თავისუფლების სივრცეში და ამ პოზიციას ვერავინ შეელევა

ეს კანონპროექტი წმინდა ტექნიკური საკითხია, ელექტრონული კომუნიკაციებს და სახელმწიფოს ურთიერთობებს განსაზღვრავს ტექნიკურ ნაწილში. ვერანაირად ვერ შეეხება და არც შეეხება სიტყვის თავისუფლებას და მედია თავისუფლებას თუნდაც ინტერნეტ სივრცეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

07 ივლისი 2020, 14:00

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა

სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტონ ავრცელებს.

გიორგი ჭიაბრიშვილი

07 ივლისი 2020, 13:59

სპორტი

თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა

მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ჭიაბრიშვილი პირველ ვარჯიშს დღეს, საგურამოს ბაზაზე ჩაატარებს. 9 ივლისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე უკვე ახალი მთავარი მწვრთვნელი გაუძღვება.

07 ივლისი 2020, 13:59

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ვადის გაგრძელებაც ემსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობის და არჩევნების უსაფრთხოების დაცვას

ის რომ საქართველო პოზიტიურ შედეგზე გავიდა ეს არის ძალიან დიდი შრომის ფასი, მაგრამ ამ შედეგს სჭირდება შენარჩუნება. მითუმტეს, როცა ეპიდემოლოგთან უმრავლესობა ვარაუდობს რომ იქნება მეორე ტალღა რომელსაც შესაძლოა გავრცელების უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდეს და მეტი ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.