IMEDI /  14 აგვისტო 2020, 21:37 / სანდო წყარო

გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქართველ მორაგბეებს შეხვდება.

მორაგბეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც რაგბის კავშირში კრიზისი დაიწყო. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობაზე 9 დღიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კი 2020-ი წლის დეკემბერშია დანიშნული.

ამას გარდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მზად არის კვლავ ხელი შეუწყოს სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში. ფონდი „ქართუს“ მონაწილეობით, ბიძინა ივანიშვილმა რაგბის განვითარებისთვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უპრეცედენტო, 200-ს მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 11:56

საზოგადოება

სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა

კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბრის განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს.

ელენე ნიჟარაძე

29 სექტემბერი 2020, 11:52

პოლიტიკა

ISFED: მიხეილ სააკაშვილს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა

მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ეკრძალება საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. კამპანია აქვს პარტიას როგორც ვიცით "დაავალე მიშას", - ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ისაუბრა.

29 სექტემბერი 2020, 11:49

COVID19

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც არსებული ინფორმაციით, ე.წ. ოქროს სავაჭრო ცენტრში მუშაობდა. როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ჰქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო.

29 სექტემბერი 2020, 11:45

საზოგადოება

ISFED-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა

მთავარ გამოწვევად ამომრჩეველზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს. ამგვარი შემთხვეევბის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

29 სექტემბერი 2020, 11:42

COVID19

ზუგდიდის საჯარო სკოლების ეგრეთ წოდებული კლასტერი გაფართოვდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 652 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, მათგან 15 დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათგან 5 კოვიდინფიცირებული ადგილობრივია. აქედან 1 ოქროს ბირჟის ე.წ. კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 4 გუშინ დაინფიცირებულ რეპეტიტორთან მყოფი მოსწავლეა. არასრულწლოვნები ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მალხაზ თორიას ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში სწავლების დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად სხვა მოსწავლეებთან მათი კონტაქტი მინიმალურია.

29 სექტემბერი 2020, 11:41

პოლიტიკა

დავით სერგეენკო ამომრჩევლებზე: საბედნიეროდ, საერთო ენას მარტივად ვპოულობთ და ვთანხმდებით აქტუალური საკითხების გადაჭრის გზებზე

ძალიან თბილი შეხვედრები მქონდა საბურთალოს რაიონის ამომრჩევლებთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დიდი მოტივაციაა, როდესაც მოქალაქეებისგან მხარდაჭერას გრძნობს.

მარინა ენდელაძე

29 სექტემბერი 2020, 11:38

COVID19

მარინა ენდელაძის თქმით, საქართველო ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს

„უნდა ვიყოთ ყურადღებით, ვითარება საგანგაშო არ არის, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, საქართველოს ყველა რეგიონში, სიტუაციის სამართავად, ჯანდაცვა მზადაა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

29 სექტემბერი 2020, 11:33

COVID19

მოსკოვის სკოლებში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

მოსკოვში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია ყველაზე მეტი ბავშვია, რომელთაც დაავადების სიმპტომები არ აქვთ. რუსული მედიის ცნობით, ამის გამო 5-დან 18 ოქტომბრამდე მოსკოვის სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავის ბლოგში დაწერა.

29 სექტემბერი 2020, 11:26

COVID19

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ნონა ეფაძე

29 სექტემბერი 2020, 11:24

COVID19

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 463 კოვიდინფიცირებულ პაციენტი რჩება

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი გადის, აქედან 32 ბავშვია, 10 კი ორსული, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კოვიდ-კარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ 900-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია, აქედან 60-მდე ბავშვია.

29 სექტემბერი 2020, 11:23

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეებისთვის ონლაინ ტრენინგი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

29 სექტემბერი 2020, 11:18

COVID19

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 28 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

29 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლა სწავლის პროცესს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ხოლო რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზუგდიდში 14 მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული მოზარდებიდან ერთი რუხის სკოლის, ხოლო სამი ინგირის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

29 სექტემბერი 2020, 11:12

ეკონომიკა

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019 - „მთავრობის ეფექტურობით“ საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, „კორუფციის კონტროლით“ კი ევროპის საუკეთესო 20-ეულში ზედიზედ მესამედ მოხვდა

საყურადღებოა მსოფლიო ბანკის კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს უყრის თავს. კვლევა ყოველი წლის შემოდგომაზე ქვეყნდება.

29 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

საქართველოში გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რთული იყო და მას გულ-სისხლძარღვთა მხრივ სერიოზული თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

29 სექტემბერი 2020, 11:04

მსოფლიო

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე აზერბაიჯანისთვის პროპორციული დარტყმის მიყენება განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ფაშინიანის პრესსამსახური იუწყება. „შეხვედრაზე განიხილეს ოპერატიული სიტუაცია ყარაბაღ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მტრისთვის შესაბამისი საპასუხო პროპორციული დარტყმის მიყენებას”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

29 სექტემბერი 2020, 11:04

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარაში, 35 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

29 სექტემბერი 2020, 11:01

სპორტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ხალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი

29 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.