http://imedi.ge/ /  13 დეკემბერი 2020, 10:51 / სანდო წყარო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: იმედია, მალდინის შვილიშვილთანაც მომიწევს თამაში

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

„მილანის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმედოვნებს, რომ მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს და მნიშვნელოვან გოლებს კიდევ გაიტანს. ამის შესახებ 39 წლის ფეხბურთელმა BBC Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იბრაჰიმოვიჩმა მალდინების საფეხბურთო დინასტიაზეც იხუმრა. „პაოლო მალდინის წინააღმდეგ ვთამაშობდი და ახლა მის შვილთან ერთად ვთამაშობ. იმედია, დანიელეს შვილთანაც მომიწევს თამაში, რაც სასწაული იქნება.

დღეს მე ისეთი მოთამაშე აღარ ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი, თუმცა ახლა უფრო მშვიდი ვარ, კიდევ უფრო დავიხვეწე. იტალიის ლიგაში თამაში ძალიან რთულია. შემტევებს აქ თამაში უჭირთ. კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ კიდევ ერთი სეზონი დავრჩი. ახლა ყოველდღე უნდა ვამტკიცო, რომ კარგად თამაში შემიძლია. როცა შენს საქმეს მაღალ დონზე ვერ შეასრულებ, მაშინვე გამოჩნდება ამ საქმის შენზე კარგად შემსრულებელი“, - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

„მილანის“ შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმედოვნებს, რომ მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს და მნიშვნელოვან გოლებს კიდევ გაიტანს. ამის შესახებ 39 წლის ფეხბურთელმა BBC Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იბრაჰიმოვიჩმა მალდინების საფეხბურთო დინასტიაზეც იხუმრა. ''პაოლო მალდინის წინააღმდეგ ვთამაშობდი და ახლა მის შვილთან ერთად ვთამაშობ. იმედია, დანიელეს შვილთანაც მომიწევს თამაში, რაც სასწაული იქნება. დღეს მე ისეთი მოთამაშე აღარ ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი, თუმცა ახლა უფრო მშვიდი ვარ, კიდევ უფრო დავიხვეწე. იტალიის ლიგაში თამაში ძალიან რთულია. შემტევებს აქ თამაში უჭირთ. კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ კიდევ ერთი სეზონი დავრჩი. ახლა ყოველდღე უნდა ვამატკიცო, რომ კარგად თამაში შემიძლია. როცა შენს საქმეს მაღალ დონზე ვერ შეასრულებ, მაშინვე გამოჩნდება ამ საქმის შენზე კარგად შემსრულებელი,“-განაცხადა ზლატანმა.

ყველა სიახლე

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 09:00

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: აბსოლუტურად განადგურებული სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“ავაღორძინეთ და ჩვენი რესურსით ვერტმფრენების რეაბილიტაცია ხორციელდება

„ჩვენ ოთხი სუ 25-ის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ის ვერტმფრენები, რაც გვქონდა არ ექვემდებარებოდა ექსპლუატაციას და ვერ გამოვიყენებდით. ჩვენი რესურსით ვახერხებთ ამ ვერტმფრენების რეაბილიტაციას. ერთ თვეში იქნება ჩვენს მიერ რეაბილიტირებული პირველი ვერტმფრენი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 08:45

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ერთობლივ გამოწვევად მივიღებთ

„ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“, - აღნიშნა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 08:33

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია

„მსხვილ იარაღზე ხელმისაწვდომობა გაგვეხსნა შარშანწინ, როდესაც პრემიერი იყო მინისტრი. მოგეხსენებათ, გავაგზავნეთ „რაფაელის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისთვის ისრაელში. რაც შეეხება ჯაველინებს, ჩვენ მოგვცეს უფლება და აშშ-ის კონგრესმა მიიღო ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გადმოეცათ ჯაველინები. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დოკუმენტები განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10- წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში ჩვენ პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი სისტემების და ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რისი ყიდვაც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია, ასეთი იყო ზუსტად ჯაველინი. ეს დახმარება მოგეხსენებათ ყოველწლიურია. ჩვენ ასევე პრიორიტეტებში ყოველწლიურად ამ 10 წლის პერიოდში ჩავსვამთ ისეთ შეიარაღებას, რაზეც რთულია რომ ხელი მიგვიწვდებოდეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 08:21

სამართალი

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ცნობილია დამნაშავედ: ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

21 ოქტომბერი 2021, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

21 ოქტომბერი 2021, 01:30

ტექნოლოგიები

Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

სოციალურ ქსელ Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ამის შესახებ გამოცემა HypeBeast-ი წერს. ფუნქცია Collabs-ის საშუალებით პუბლიკაციის ავტორის სახით კიდევ ერთი მომხმარებლის მონიშვნა იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე გალდავა

21 ოქტომბერი 2021, 01:29

საზოგადოება

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ

ვიცით, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძე ძალიან მოზომილი პიროვნებაა და სიტყვებს უბრალოდ არ ისვრის. რადგან ის აკეთებს ამ განცხადებას, აქვს უტყუარი ინფორმაცია, - ასე უპასუხა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ბართლომეოს პირველის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გარდა საპატრიარქოს დელეგაციისა, ასევე იქნება თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც ბართლომეოსს სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას სთხოვს.

ჯო ბაიდენი

21 ოქტომბერი 2021, 01:27

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის ზებგერითი რაკეტით შეშფოთებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ზებგერითი რაკეტით შეშფოთებულია. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, ვაშინგტონმა პეკინს აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება დიპლომატიური არხების საშუალებით დაუფიქსირა.

21 ოქტომბერი 2021, 01:25

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდა, ყოველ არჩევნებზე შფოთი იქნება, სახელმწიფო წინ ვერ წავა

ბევრჯერ გაგიგონიათ და თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ შერიგება ხდება სინანულით, - ამის შესახებ დეკანოზმა, ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცახდა.

21 ოქტომბერი 2021, 01:25

ტაბლოიდი

ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ Dior-ის სახე გახდა

ბრიტანელი ჩოგბურთელი ემა რადუკანუ, რომელმაც მიმდინარე წლის სექტემბერში ამერიკის ღია პირველობა მოიგო, Dior-ის სახე გახდა.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა 

21 ოქტომბერი 2021, 01:14

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები დაიხვიეს და დაიწყეს აპელირება

კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები დაიხვიეს და დაიწყეს აპელირება, თანაც ისეთმა ოდიოზურმა პიროვნებებმა, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ სახარებასთან გარდა იმისა, რომ ალბათ ფორმალურად არიან მონათლულები, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი live“-ში დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ისაუბრა.

ნათელა სახოკია

21 ოქტომბერი 2021, 01:04

პოლიტიკა

ნათელა სახოკია: ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო გაუთავებელი რყევები, გაუთავებელი სირბილი საზღვარგარეთ და უცხოელებთან ქართველების დაბეზღება

ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო გაუთავებელი რყევები, გაუთავებელი სირბილი საზღვარგარეთ და უცხოელებთან ქართველების დაბეზღება, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა, ნათელა სახოკიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მიტროპოლიტი სტეფანე

21 ოქტომბერი 2021, 00:57

საზოგადოება

მეუფე სტეფანე: მეუფე შიომ იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა, მიტევება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს

მეუფე შიომ იქადაგა ის, რაც საეკლესიო სწავლებაა. უჩვეულო და გაუგებარი რაღაცები დაიწყო ამის შემდეგ, იმიტომ, რომ ვერ გაიგეს, რა შინაარსი ჰქონდა მის ქადაგებას. მიტევება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს თავის საქციელს, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე სტეფანე

21 ოქტომბერი 2021, 00:55

პოლიტიკა

მეუფე სტეფანე: უნდათ, რომ სააკაშვილს ვაპატიოთ და დიქტატურა წავახალისოთ

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მე ვერ მოვაწერდი ხელს, რადგან რას გვეუბნებიან ანუ, რომ თითქოს არ შეიძლება პირველი პირები დაისაჯონ იმ მოქმედებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს?, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნათელა სახოკია

21 ოქტომბერი 2021, 00:43

პოლიტიკა

ნათელა სახოკია „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საქართველო უნდათ მხოლოდ მაშინ, თუ თვითონ არიან ხელისუფლებაში

ის 9 წელი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ათასჯერ არის შეფასებული და ვიცით, რა საშინელებაც ხდებოდა და ვიცით ყველაფერი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ციხესთან რომ აქცია გამართეს, ხალხმა ისეთი რაღაცები ილაპარაკა და გავიგე, რაც არ ვიცოდი, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა, ნათელა სახოკიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:40

საზოგადოება

კახა კალაძე: მე არასოდეს დამიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით, ვინც ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვპირდები, რომ მათი მერიც ვიქნები

„მე არასოდეს დამიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით. ვინც ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვპირდები, რომ მათი მერიც ვიქნები. ეს ჩემი მოვალეობაა და მე ამ პრინციპებით ვცხოვრობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ქალაქი იყოს ყველაზე განვითარებული, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მწვანე, ყველაზე სუფთა, საცხოვრებლად კომფორტული და რაც მთავარია, კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

21 ოქტომბერი 2021, 00:36

მსოფლიო

ისტორიაში პირველად, ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს

ისტორიაში პირველად, ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ადამიანის ორგანიზმმა უცხო სხეული მიიღო.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:24

პოლიტიკა

კახა კალაძე: იპოდრომის ტერიტორია ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა და ფონდი „ქართუ“ უზრუნველყოფს პარკის პროექტის განხორციელებას

იპოდრომის ტერიტორია ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცეა, დაახლოებით 30 ჰექტარზე მეტია. იცით, რომ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა მუნიციპალიტეტს უკვე გადასცა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უზრუნველყოფს პარკის პროექტის განხორციელებას. ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მაგარი პროექტი დედაქალაქში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება 30 ოქტომბერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში ძალადობა, ქაოსი, არეულობა და ბოროტება

„უბრალოდ ნახეთ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ თუნდაც ჩემს მიმართ, მაგრამ მოდი, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ: დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 00:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს რომ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, პარკები, სკვერები დაყიდეს და კორპუსები ააშენეს - რა ნამუსით გველაპარაკებიან?

დღეს რომ გამოდიან აქ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, პარკები, სკვერები ვინ გაყიდა? „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო? 9 სართულიანი კორპუსები უნდა ეშენებინათ ვაკის პარკში. სპორტული მოედნები დაყიდეს და კორპუსები ააშენეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.