imedi /  20 მარტი 2021, 16:47 / სანდო წყარო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების სასარგებლოდ, ანგარიშით 16:3 დასრულდა. ორი ჯარიმა და ერთი ლელო თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, კიდევ ერთი ლელო კი აკაკი ტაბუცაძემ დადო.

მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა დადო ლელო, რომელიც წარმატებით თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

06 მაისი 2021, 16:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჩვენი ვიზიტი გრძელდება გერმანიაში. დღეს გვქონდა ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრა. დეპუტატებს ძირითადად საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ვესაუბრეთ, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

06 მაისი 2021, 16:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყებამ (UKNF) ევროკავშირის Twinning-ის პროექტის შედეგები შეაჯამეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, შემაჯამებელი ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

06 მაისი 2021, 16:27

საზოგადოება

„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკმა.

06 მაისი 2021, 16:11

COVID19

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

„შეგახსენებთ, რომ 29 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვა გაუქმდა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2021, 16:03

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა, ის ციხიდან გამოსასვლელს ვერ პოულობს

ნიკა მელია აღმოჩნდა ისეთ სიტუაციასა და პოლიტიკურ ლაბირინთში, რომელიც მას მისივე პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. ის ვერ პოულობს გამოსავალს და გამოსასვლელს ციხიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია დარჩება ციხეში და გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას, თუ გირაოს სახით გამოვა ციხიდან, პოლიტიკურად მაინც დაზიანდება, იმიტომ, რომ თავისივე პრინციპების წინააღმდეგ წასვლა მოუწევს.

სერგეი ლავროვი

06 მაისი 2021, 15:57

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსების, პარლამენტარებისა და კომპანიების მიმართ ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსების, პარლამენტარებისა და კომპანიების მიმართ ევროკავშირის ცალმხრივ სანქციებს უპასუხოდ არ დავტოვებთ, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში.

თამარ არჩუაძე

06 მაისი 2021, 15:47

ეკონომიკა

თამარ არჩუაძე: მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები 5 ქვეყნის 9 მიმართულებით შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ეტაპობრივად ფრენები აღდგება. 18 აპრილიდან Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერაა შესაძლებელი.

Starship SN15

06 მაისი 2021, 15:40

ტექნოლოგიები

Starship-ის პროტოტიპი პირველად აფრინდა და დაეშვა ისე, რომ არ აფეთქდა🚀ვიდეო

მორიგი ტესტის დროს, ტეხასში ხომალდის პროტოტიპმა SN15 წარმატებულად აიღო სტარტი, 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, შემდეგ კი უსაფრთხოდ დაეშვა. დაშვების შემდეგ ხომალდს მცირე ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ის მალევე ჩააქრეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Starship-ის პროტოტიპი ტესტირების პროცესში არ აფეთქდა.

ლერი ბარნაბიშვილი

06 მაისი 2021, 15:33

რეგიონი

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შექმნილი კომისიის მეორე სხდომა შედგა

დღეს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რიგით მეორე სხდომა შედგა კომისიისა, რომელიც პრემიერის ახალი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

ერეკლე ღვინიანიძე

06 მაისი 2021, 15:24

სამართალი

ერეკლე ღვინიანიძე: სააღსრულებო წარმოება უფრო ეფექტური უნდა გახდეს

შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები, არსებული პრობლემები, გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბიუროს თავმჯდომარის დავალებით, ტერიტორიულ ბიუროებში მხარეთა სოციალური და სამართლებრივი ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად, საქმისწარმოება კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

ენტონი ბლინკენი

06 მაისი 2021, 15:16

მსოფლიო

სახელმწიფო მდივანი: უკრაინის საზღვართან რუსეთის საფრთხე კვლავ რჩება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს.

საქართველოს პროკურატურა

06 მაისი 2021, 15:07

სამართალი

პროკურატურამ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 27 აპრილს, თბილისში, გ.ბ.-მ, ადვოკატის, გ.ფ.-ს მიმართ, რომელიც სასამართლო დავაში მის მოწინააღმდეგე მხარეს იცავდა, დაცვის განხორციელებასა და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

06 მაისი 2021, 14:54

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, სამშენებლო მასალების საწარმოს „ფორმულა ქონსთრაქშენს“ ესტუმრა. საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეიქმნა, უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი. საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

06 მაისი 2021, 14:51

კულტურა

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე

06 მაისი 2021, 14:50

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე: პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი, ეს მოლაპარაკებები სადავო პრობლემას სასიკეთოდ გადაწყვეტს

„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში, მოვიდა საიმედო სიგნალი და იმედით ვუყურებთ ამას, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს იმ სადავო პრობლემას, რაც ყველას გვაწუხებს. ძმურად და სამართლიანად გადაწყდება, ეს მოიტანა ამ დიალოგმა“, - განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

06 მაისი 2021, 14:46

სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

„საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

ნინო წილოსანი

06 მაისი 2021, 14:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩემთვის გაუგებარია, ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას რა მოტივით მოითხოვს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ერთადერთი გულისტკივილი უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ არ ჩაერთო პროცესში და არ მიიღო მონაწილეობა ამ ცვლილებების მიღებაში, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

06 მაისი 2021, 14:35

საზოგადოება

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის „სკლენაკის" გალერეაში გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსი" გაიხსნა

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტიუმები. გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის პრაღა 6 მერიის მრჩეველს სტრატეგიული განვითარების და ძეგლთა დაცვის საკითხებში ქალბატონ ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს ბატონ ონდრეი სვობოდას და „ნაციონალური სამოსის სახლის" ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია პოსტში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 მაისი 2021, 14:28

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეუფე იაკობი

06 მაისი 2021, 14:28

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს

გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მიტროპოლიტმა, იაკობმა განუცხადა. მისი თქმით გახარია დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. მთავარეპისკოპოსმა ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან აურიეს.