10 ივლისს ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს - საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება
ფოტო: აჭარის მთავრობა
ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება. სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ჩასულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე შეეძლებათ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც 8 ივლისს გაიმართება მიუზიკლი „გაყრა“, ასევე „მგზავრების“ და ფანკ ბენდის კონცერტი. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი.
ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ გაიმართება დრამების შოუ, ფრანების შოუ და საზეიმო განწყობა შენარჩუნდება მთელი ქალაქის მასშტაბით.
10 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნები 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან.
8 ივლისი
- 20:00 - ევროპის მოედანი: მიუზიკლი „გაყრა”, ფანკ ბენდი, მგზავრები, Dj გურული
9 ივლისი
- 11:00 - 20:00 - დრამების შოუ ბათუმის ქუჩებში
- 11:00 - ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი
- 17:00 - რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი "არსიანი", გონიოს ციხე
- 20:00 - ევროპის მოედანზე: road radio, სუხიშვილები, killage, DJ ბენე
10 ივლისი
- 12:00 - 20:00 - ფრანების შოუ, ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან
- 11:00 – 20:00 - დრამების შოუ - ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ
- 20:00 - 🇬🇪საქართველო - 🇮🇹იტალია - 🏉 რაგბი ბათუმის სტადიონზე
ყველა სიახლე
07 მაისი 2026, 09:50
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც კეთდება ხმამაღალი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები და შემდგომ ვხედავთ, რომ ამას გარკვეული კამპანიური გაგრძელება აქვს, გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ესეც არის მორიგი იერიში ჩვენს დედაეკლესიაზე
როდესაც კეთდება შესაბამისი ხმამაღალი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები და შემდგომ ვხედავთ, რომ ამას გარკვეული კამპანიური გაგრძელება აქვს, გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ესეც არის მორიგი იერიში ჩვენს დედაეკლესიაზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
07 მაისი 2026, 09:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ წმინდა სინოდი გაფართოებულ სხდომაზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება საუკეთესო როგორც ქართული ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად სრულიად საქართველოსთვის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს.
07 მაისი 2026, 09:37
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: უზომოდ ნეგატიურია, რომ თავად სინოდში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, ისეთი ნეგატიური განცხადებები აკეთონ, რომლებიც შემდგომში პარტიული ტელევიზიებისა თუ რადიკალების ხელში კიდევ დამატებითი იარაღია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე განცხადებებს აფასებს.
07 მაისი 2026, 09:29
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში
7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
07 მაისი 2026, 09:27
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ურანს აშშ-ს გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი გამდიდრებულ ურანს ამერიკულ მხარეს გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვარშავა მზად არის ფიცოს მოსკოვისკენ საჰაერო გზა გაუხსნას, თუ სლოვაკეთი უკრაინის დახმარებას განბლოკავს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა მზად არის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს საჰაერო სივრცე გაუხსნას, რათა ის 9 მაისს მოსკოვში ჩავიდეს, თუ ოფიციალური ბრატისლავა უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარებას აღარ დაბლოკავს.
07 მაისი 2026, 08:53
ეკონომიკა
Forbs-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, „The Tbilisi Downtown”-ის პირველ ესკიზს აქვეყნებენ
სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს „ტრამპ თაუერ თბილისი“ იკავებს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის.
07 მაისი 2026, 08:52
ეკონომიკა
თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა.
07 მაისი 2026, 08:33
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება
დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ნატოს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან. პლატფორმის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერება. საქართველოს პირველი კანონმდებელი ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. სამიტი მონტენეგროში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
07 მაისი 2026, 08:29
სამართალი
ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ რეპორტაჟთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს, დღეს იგეგმება გურამ როგავას გამოკითხვაც
ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული, პროკურატურაში გამოკითხეს. დღესვე იგეგმება ჟურნალისტ გურამ როგავას გამოკითხვაც.
07 მაისი 2026, 08:24
სამართალი
ჯაშუშობისთვის დაკავებული გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
ადვოკატის განცხადებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებული დუმილს ირჩევს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. უძილაურის უფლებადამცველი საქმის მასალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა.
07 მაისი 2026, 08:18
საზოგადოება
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
07 მაისი 2026, 08:00
სპორტი
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნანა ხორავა ატაცში ვიცე-ჩემპიონია
ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში ნანა ხორავამ 108კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
07 მაისი 2026, 04:36
მსოფლიო
მაკრონი: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა.
07 მაისი 2026, 03:24
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომი მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „სწრაფად დასრულდება“.
07 მაისი 2026, 03:00
მსოფლიო
The Guardian: ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა
ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
07 მაისი 2026, 02:30
მსოფლიო
ტრამპი: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არც ექნება - ისინი ამას დათანხმდნენ, სხვა საკითხებთან ერთად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ „არავითარი ვადები არ არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ელოდება თეირანისგან პასუხს ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.
07 მაისი 2026, 02:00
სპორტი
თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში ალექს პერეირას, ილია თოფურიას, ჯასტინ გეიჯისა და სირილ განის შეხვდა
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტი ტრამპი სპორტული სამყაროს გამორჩეულ სახეებს შეხვდა. ივნისში დაგეგმილი ტურნირის - UFC Freedom 250-ის წინ, პრეზიდენტმა მებრძოლებს უმასპინძლა და მათთან ერთად მომავალი ორთაბრძოლები განიხილა.
07 მაისი 2026, 01:30
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად ფრედ ითამაშა გერმანულ „ბაიერნთან“ და ტურნირის ფინალში გავიდა.
07 მაისი 2026, 00:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, იმისთვის რომ იყოს შეხვედრების და პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა
გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი, სადაც მხარეები მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.


