15 ივლისი 2022, 22:03 / სანდო წყარო

ეთერ ლიპარტელიანმა ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი ფინალში კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა. ხვალ ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2026, 11:21

რეგიონი

თელავში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა ვარდოშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცოფმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა

თელავში სალიკვიდაციო სამუშაო ამ დროისთვის ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. პარალელურად, აქტიურად გრძელდება ხევის ნაპირსამაგრი სამუშაო, რაც სპეციალისტების შეფასებით, დატბორვის საფრთხეს პრაქტიკულად გამორიცხავს. მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი კვლავ შეფერხებით მიეწოდება, თუმცა მუშაობა უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.

15 ივლისი 2026, 11:20

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს

ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლენს. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.

მარკო რუბიო

15 ივლისი 2026, 11:16

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმები დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანის მიერ საზღვაო გადაზიდვებსა და რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის იორდანიაზე მიმდინარე თავდასხმები დაგმო. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილა და ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებს, მიუღებელი უწოდა.

15 ივლისი 2026, 11:13

რეგიონი

ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად განსაზღვრულია 4 თვე.

15 ივლისი 2026, 11:10

მსოფლიო

კანადაში სიცხის ტალღაა

სინოპტიკოსები მაჩვენებლის +40 გრადუსამდე აწევას პროგნოზირებენ, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მმართველობამ საგანგებო გაფრთხილება და განგაშის დონე გამოაცხადა.

15 ივლისი 2026, 11:09

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული 59 პირია

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა მოახდინეს საკონტროლო შესყიდვა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

15 ივლისი 2026, 11:07

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საშუალო შესაძლებლობა ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საშუალო შესაძლებლობა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა, - წერს Bloomberg-ი ბრიტანული კომპანიის, „ენერჯი ასპექტის“ ანალიტიკურ განყოფილებაზე დაყრდნობით

15 ივლისი 2026, 11:02

საზოგადოება

მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 11:00

მსოფლიო

მოხალისე მეხანძრემ ფონტებლოს ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენა აღიარა

ხანძარმა ფონტენბლოში ​ უკვე 2000 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი გაანადგურა. რაიონიდან 1000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ფონტენბლოს ტყე პარიზელებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია, თუმცა ბევრი დამსვენებელი უგულებელყოფს კემპინგისა და კოცონის დანთების აკრძალვას. ადგილზე მომუშავე მეხანძრეებმა ცეცხლის 2 მსხვილი კერა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მომხდარის ძირითად ვერსიად ცეცხლის განზრახ გაჩენა დასახელდა.

გასი

15 ივლისი 2026, 10:45

ტაბლოიდი

Sotheby's-ის აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ტირანოზავრ „გასის“ ჩონჩხი Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 50, 1 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ასეთი ლოტი გახდა.

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2026, 10:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკი ადვილად პოულობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიო ბანკის 2026 წლის ივლისის მიმოხილვას, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში.

15 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

აშშ ირანზე დარტყმებს 7 საათის განმავლობაში ახორციელებდა და საზღვაო ბლოკადა განაახლა

ამერიკული თავდასხმების საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ბაზებზე. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ამტკიცებს, რომ თავს დაესხა აშშ-ის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრს ქუვეითში, მინა-აბდულას რაიონში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის ობიექტებს ბაჰრეინში, ასევე ამერიკულ ბაზას იორდანიის ქალაქ ალ-აზრაკში.

15 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 10:08

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს გაირკვევა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჯორჯიაში, ატლანტას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მიხეილ ყაველაშვილი

15 ივლისი 2026, 10:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივლისი 2026, 08:54

პოლიტიკა

შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ

გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.

15 ივლისი 2026, 08:47

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში

15 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა

სხდომაზე უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის განცხადება წაიკითხეს, რომელსაც მაღალი რანგის წყაროების ცნობით, დარტყმის დროს სახე დაუმახინჯდა და დაზიანებები მიიღო, ირანელებს ის 8 მარტს დანიშვნის შემდეგ აღარ უნახავთ.

15 ივლისი 2026, 08:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

15 ივლისი 2026, 08:38

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სოფელ ნათლისმცემიდან თბილისში გადაიყვანეს მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.