ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება⚽
ფოტო: Getty Images
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი მუნდიალის გახსნის ცერემონია ჩატარდება.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება (რაც რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში).
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 11:45
სამართალი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს (JMOC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა (NATO CORE TEAM) და SNGP-ის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის (MSI) ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა.
11 ივნისი 2026, 11:36
კულტურა
უილემ დეფო და მაიკლ დუგლასი ოლივერ სტოუნის ფილმში ითამაშებენ🎬
ფილმში ასევე ითამაშებენ ელენ ბარკინი, ჰომერ გირი, ჯოშ ჰარტნეტი და ლეილა ჯორჯი. გადაღებები უკვე დაიწყო, თუმცა სურათის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
11 ივნისი 2026, 11:29
მსოფლიო
ფინური მედია: რუსეთი ფინეთის საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზას აშენებს
რუსეთი ფინეთის საზღვართან ახალ სამხედრო ბაზას აშენებს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 11:27
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა
11 ივნისი 2026, 11:25
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა, - აღნიშნულია IMF-ის პუბლიკაციაში - „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“.
11 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
ანა წითლიძე: ჩერგოლეიშვილის განცხადებები საერთოდ არ მაინტერესებს და არასოდეს მაინტერესებდა. მის განცხადებებსა და საქმიანობაზე მეტყველებს მისი რეიტინგი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა პარტიას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
11 ივნისი 2026, 11:15
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com“ ორგანიზებით გაიმართა.
11 ივნისი 2026, 11:13
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი დაიშალა - ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვერ ხედავენ
ისმის ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად შეუერთდება.
11 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ფიქრობს, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს.
11 ივნისი 2026, 11:04
რეგიონი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად სამუშაოები დაიწყო.
11 ივნისი 2026, 11:02
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანეში ვეშაპების უდიდესი სასაფლაო აღმოაჩინეს
სტატიის ავტორთა აზრით, ეს აღმოჩენა უძველესი ღრმა ზღვის ეკოსისტემების არსებობის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცებულება გახდა და შესაძლოა დაგვეხმაროს ვეშაპებისა და ოკეანის ფსკერის ბინადართა ევოლუციის უკეთ გაგებაში. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ვეშაპების ნეკროპოლისები მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებშიც არსებობდეს.
11 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს.
11 ივნისი 2026, 10:46
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
11 ივნისი 2026, 10:44
მსოფლიო
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას
საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის 15-წლიანი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების წინადადებებს განიხილავენ, რათა ბლოკმა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა.
11 ივნისი 2026, 10:38
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
11 ივნისი 2026, 10:33
საზოგადოება
14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება
14 ივნისს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
11 ივნისი 2026, 10:29
ტაბლოიდი
ისრაელში ბავშვმა მაგრიტის ნახატი გირჩით დააზიანა
მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, შარონ ტაგერმა განაცხადა, რომ ნახატის აღდგენის პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ტილო არ იყო დაფარული შუშით და არც სიგნალიზაციით იყო დაცული, რადგან დაწესებულებას სურს, დამთვალიერებლებმა სრული შთაბეჭდილება მიიღონ და ხელოვნების ნიმუშებთან მაქსიმალურად მიახლოება შეძლონ.
11 ივნისი 2026, 10:24
მსოფლიო
რუსეთმა კონსულტაციების შემდეგ სომხეთში ელჩი დააბრუნა
რუსეთმა მოსკოვში გამართული კონსულტაციების შემდეგ ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში დააბრუნა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:22
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს
22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.


