Imedi /  06 სექტემბერი 2018, 14:33 / სანდო წყარო

ყაზახური საფეხბურთო გამოცემა ყაზახეთი-საქართველოს დღევანდელი მატჩის ფავორიტებს ასახელებს

ეროვნული ნაკრები

ეროვნული ნაკრები

ყაზახური სპორტული გამოცემა "პროსპორტის" (prosports.kz) ყაზახეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩს ეხმიანება, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. სტატიის ავტორის და საფეხბურთო მიმომხილველის, ალიბეკ კუბენოვის თქმით, ერთა ლიგაზე მათი მთავარი მეტოქე საქართველოს ნაკრებია. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს ნაკრებს ძალიან საინტერესო, მრავალპლანიანი და კონკურენტული შემადგენლობა ჰყავს. "ვაისის გუნდში პირველი ნომერი, დიდი ალბათობით, "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია იქნება, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგაზე საერთოდ არ ათამაშებენ, მაგრამ მისი კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს. დაცვის ხაზი სახელებით შთამბეჭდავია. ყველა ასპექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა საბა კვირკველიაა - "ლოკომოტივის" საუკეთესო ცენტრბეკი და ერთ-ერთი საუკეთესო რუსეთის ჩემპიონატზე. მასთან ერთად, წესით, "ვიტესის" ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ უნდა ითამაშოს", - წერს ავტორი.

სხვა მცველებთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ისინი შედარებით ახალგაზრდები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სხვადასხვა გუნდში თამაშობენ, "ძალიან საიმედოებს ვერ ვუწოდებთ".

რაც შეეხება ნახევარდაცვას, გამოცემის ცნობით "თვალში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი მოგხვდებათ,  უდავო ოსტატები, "ტობოლის" ერთ-ერთი ლიდერები. ისინი ჩვენი ჩემპიონატის წარმომადგენლები არიან და მათთან კონკურენცია სავსებით შესაძლებელია. დანარჩენთა დონე საშუალოა, ყველანი საზღვარგარეთ თამაშობენ, ოღონდ არა დიდ კლუბებში", - წერს ავტორი და დასძენს, რომ მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძეს შეუძლია ყაზახეთის ეროვნული ნაკრების დაცვა "გატანჯოს"

"მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძეს თუ გამოარჩევ - შესანიშნავ ქართველ ტალანტს, ბელგიური "გენტის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს, რომელსაც ნათელი გონება აქვს. ამ ბიჭს მართლა შეუძლია გატანჯოს ჩვენი დაცვა.

ჩვენს მეტოქეს ორი ისეთი შემტევი ჰყავს, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. თორნიკე ოქრიაშვილმა და ლევან მჭედლიძემ ტრავმები მოირჩინეს და ვაისის გუნდის შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გააძლიერეს. ოქრიაშვილი ტექნიკურია, მაგრამ როგორც ქართველთა უმეტესობა, ზარმაცი ვინგერია. ჩინებული დარტყმა აქვს და მოედნის ხედვა. მჭედლიძე იტალიური სკოლის ტარანული ტიპის ფორვარდია და შესაბამისი ტაქტიკური უნარ-ჩვევების მქონეა", - წერს საფეხბურთო მიმომხილველის, ალიბეკ კუბენოვი prosports.kz-ზე. 

ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2019, 00:37

ვიდეო

Black Eyed Peas-ის კონცერტის დროს ბავშვი სცენაზე ავიდა

17 ივნისი 2019, 00:28

მსოფლიო

ინდოეთში მწვავე ენცეფალიტის სინდრომს 83 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სავარაუდოდ ენცეფალიტის სინდრომით 83 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობისგან დაავადებასთან საბრძოლველად შესაბამისი ზომების გატარების დირექტივა მიიღო.

დავით ზალკალიანი

17 ივნისი 2019, 00:20

საქართველო

ზალკალიანი დავით გარეჯზე: კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პროცესების განახლება დაიწყო ხელისუფლებამ, პირველი რაც გაკეთდა იყო ის რომ კომისია სრულად განახლდა. "მნიშვნელოვანია, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსი გვქონდეს".

ირმა ინაშვილი

16 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

ინაშვილი: ხშირად ლგბტ ჯგუფები ჩაგრავენ უმრავლესობას

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება შეაფასა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უმცირესობა, კონკრეტულად კი ლგბტქ ჯუფი ხშირად ჩაგრავს უმრავლესობას. „მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ“.

კლაუს მედსენი

16 ივნისი 2019, 23:37

მსოფლიო

გერმანიის ქალაქის მერი უცხოელი პირველად გახდა

ბიზნესმენმა 57 პროცენტით დაამარცხა მეტოქე. კოპენჰაგენში დაბადებული კლაუს მედსენი გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობდა, რის შემდეგაც როსტოკში დასახლდა, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა არ მიუღია. ამ ქალაქს უცხოელი მერი პირველად ეყოლება.

პრაიდი

16 ივნისი 2019, 23:32

საქართველო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2019, 23:19

სპორტი

პრეზიდენტმა უშუისტებს ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გარმართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალია.

ფეხსაცმელი

16 ივნისი 2019, 23:10

ტაბლოიდი

9 საინტერესო ისტორიული ფაქტი ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ

საიდან იღებს სათავეს და როგორ ვითარდებოდა ელეგანტური, ზოგჯერ კი მტკივნეული - ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია? BBC Rado 4-მა მოამზადა სტატია, რომელშიც ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

16 ივნისი 2019, 22:34

მსოფლიო

ლიონში ფრანგმა ჯარისკაცებმა შეიარაღებულ კაცს ესროლეს

Euronews-ის ცნობით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძებიება, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა და მისი მოტივი უცნობია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

უამინდობა

16 ივნისი 2019, 22:23

მსოფლიო

ევროპაში უამინდობამ მსხვერპლი გამოიწვია

ევროპის ნაწილში უამინდობამ წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. euronews-ის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიონში დაახლოებით ჩოგბურთის ზომის სეტყვამ ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სამანქანო გზები და დაზიანდა სახლები. უამინდობამ პრობლემები შექმნა პოლონეთშიც.

გლობალური დათბობა

16 ივნისი 2019, 21:59

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება.

16 ივნისი 2019, 21:54

ვიდეო

ლევან ვასაძე ლეგიონის შექმნით იმუქრება

16 ივნისი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში კუბის ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 31:21 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე იყო.

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია

16 ივნისი 2019, 21:31

ვიდეო

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე და ტრადიციები

ბენქსი

16 ივნისი 2019, 21:27

კულტურა

ლისაბონში ბენქსის გამოფენა „გენიოსი თუ ვანდალი“ გაიხსნა

პორტუგალიაში, ლისაბონში ბრიტანელი იდუმალი ქუჩის მხატვრის, ბენქსის 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ასეთივე გამოფენა გაიმართა მადრიდსა და მოსკოვში, სადაც ნამუშევრებმა 600 000-ზე მეტმა მნახველმა მიიზიდა. გამოფენის სახელწოდებაა "გენიოსი თუ ვანდალი". გამოფენა მოიცავს ვიდეოებს, გრაფიტებს, სკულპტურებსა და ფოტოებს.

ლევან ვასაძე

16 ივნისი 2019, 21:02

საქართველო

ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას გეგმავს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო, რომელიც სასულიერო პირმა წაიკითხა. ვასაძემ თქვა, რომ,დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.