რუსეთის შესახებ ანტიდოპინგური სააგენტოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას სპორტსმენები აპროტესტებენ
ფოტო: shutterstock.com
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) შესაძლო გადაწყვეტილებას, რუსეთს მოუხსნას დოპინგის გამო დაწესებული აკრძალვები, სპორტსმენების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
პროტესტი გამოთქვა WADA-ს დირექტორის მოადგილე ლინდა ჰელელანდმაც. ის ამბობს, რომ „რუსადასთვის“ აკრედიტაციის აღდგენის წინააღმდეგია.
რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო „რუსადა“ 2015 წელს ჩამოაშორეს WADA-ს. გადაწყვეტილების საფუძველი იყო დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, რუსეთში დოპინგს იყენებდა ათასზე მეტი სპორტსმენი. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას.
გასულ კვირაში WADA-ს კომიტეტი, რომელსაც დოპინგთან ბრძოლის წესების შესრულების კონტროლი ევალება, გამოვიდა „რუსადასთვის“ აკრედიტაციის აღდგენის რეკომენდაციით. მას დაუპირისპირდნენ სპორტსმენები და ანტიდოპინგური სააგენტოები.
„რუსადასთვის“ აკრძალვის მოხსნის წინააღმდეგ გამოდის გრიგორი როდჩენკოვიც - მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც 2015 წელს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სპორტში დოპინგის მასშტაბურად გამოყენების შესახებ. აშშ-ში, სადაც როდჩენკოვი ცხოვრობს, გამოქვეყნდა მისი სტატია, რომელშიც ის „სუფთა სპორტისათვის კატასტროფას“ უწოდებს მოსკოვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
კომპრომისის სახით მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს შესთავაზა, წერილობით აღიაროს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიის დასკვნები. ეს კომისია იკვლევდა ვითარებას დოპინგის სინჯების თაობაზე 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. მასში ნათქვამი იყო, რომ სპორტის სამინისტროს ზოგი თანამშრომელი სინჯებით მაქინაციებს ეწეოდა.
გასული წლის 5 დეკემბერს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 21:02
საზოგადოება
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის - როგორ იზეიმებს საქართველო 26 მაისს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამხედრო ფიცის დადება, თემატური სტენდები რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად, 17: 00 საათსა და 10 წუთზე აჟღერებული ეროვნული ჰიმნი - 26 მაისისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია.
22 მაისი 2026, 20:58
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ და ხალხთან შეხვედრა მხოლოდ სასურველი მედიის თანდასწრებით - ოპოზიციური ქაოსის ახალი ტალღა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციურ ალიანსში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებები არ წყდება. ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის სამიზნე, „ტვ პირველი“ აღმოჩნდა, რომელსაც გიორგი ვაშაძე გამოესარჩლა და ჩერგოლეიშვილის განცხადებასაც გაემიჯნა.
22 მაისი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოს პროგრესი საერთაშორისო რეიტინგებში და ოპოზიციის ალტერნატიული რეალობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო ორგანიზაციების ობიექტურ შეფასებებში საქართველოს პროგრესს გვერდს ვერავინ უვლის, მაგრამ თუ საქმეში გარკვეული აქტორების ინტერესები ერთვება, ბრალდებები ყოველთვის უსაფუძვლო და უარგუმენტოა.
22 მაისი 2026, 20:43
მსოფლიო
მარკ რუტე: უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ და გარკვეულ ტერიტორიებსაც კი იბრუნებენ - ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას
უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ და გარკვეულ ტერიტორიებსაც კი იბრუნებენ - ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
22 მაისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ძალადობა დანიაში, ევროპის დუმილი, ადგილობრივი მედიის ინტერესი და საქართველოს პრემიერის უპასუხო წერილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელკეტები და ძაღლები მომიტინგეთა წინააღმდეგ - დანიის პოლიციის მოქმედებამ ამ დრომდე ვერ აღაშფოთა ვერცერთი დასავლელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. სამაგიეროდ, თემა აქტუალობას არ კარგავს ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის.
22 მაისი 2026, 20:36
პოლიტიკა
გერმანიის ელჩის კომენტარები ხელისუფლების გზავნილების შესახებ და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება - რას ურჩევს შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიის ელჩი დიფ სთეითს ეძებს, საქართველოს სატრანზიტო როლს კი ვერ ხედავს, პეტერ ფიშერის მორიგი გზავნილები ხელისუფლების მწვავე კრიტიკის საბაბია.
22 მაისი 2026, 20:31
საზოგადოება
აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
როგორც გამოცემა AzerNEWS-ი „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იტყობინება, განახლებული ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
22 მაისი 2026, 20:30
პოლიტიკა
განსხვავებული აზრის დევნა ევროპის სახელით - პოლონელი ევროპარლამენტარისა და იპპ-ის ქართველი კოორდინატორის მორიგი კოლაბორაცია ტელე „იმედის“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განსხვავებული აზრის დევნა ევროპის სახელით. პოლონელი ევროპარლამენტარისა და იპპ-ის ქართველი კოორდინატორის მორიგი კოლაბორაცია ტელე „იმედის“წინააღმდეგ. კშიშტოფ ბრეიზა ამჯერად თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლას მოითხოვს.
22 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: არც პრაქტიკული, არც პროგრამული და არც ღირებულებითი თვალსაზრისით 26 მაისს ოპოზიციისგან საქართველო არაფერს უნდა ელოდოს, მთავარია, ერთმანეთს არ დასცხონ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების გამო
რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს „ხალხი ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს. როგორც მან ოპოზიციის მცდელობაზე გამართოს აქცია, სადაც რადიკალები შეეცდებიან საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ჩვენებას, კომენტირებისას განაცხადა, მთავარია აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, რისი ნიშნებიც რეალურად სახეზეა.
22 მაისი 2026, 20:21
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რომ არასწორი, არარაციონალური და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელი გადაწყვეტილებები მივიღო - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
22 მაისი 2026, 20:17
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სამშობლოში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიულად თბილი ურთიერთობები არსებობდა, თუმცა მისი შეფასებით, მოქმედმა გერმანიის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დაასრულა.
22 მაისი 2026, 20:08
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლევან ახობაძის სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული
ლევან ახობაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის ინტერესებს კი ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი იცავს.
22 მაისი 2026, 20:05
მსოფლიო
CNN: საწვავის მაღალმა ფასებმა და ცხოვრების გაძვირებამ აშშ-ის მომხმარებელთა განწყობა ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა
მიჩიგანის უნივერსიტეტის უახლესი კვლევის თანახმად, აშშ-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მაისში ახალ, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
22 მაისი 2026, 19:50
მსოფლიო
რუბიო: ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება „არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“.
22 მაისი 2026, 19:42
მსოფლიო
რუბიო: არსებობს ფართო აღიარება იმისა, რომ ევროპაში, საბოლოო ჯამში, იმაზე ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი იქნება, ვიდრე ისტორიულად იყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ იგი არ ადგენს ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების განრიგს, თუმცა „ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ამ ადმინისტრაციის პირველივე დღიდან დაიწყო“.
22 მაისი 2026, 19:38
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა რეგიონული ინიციატივის წინ წამოსაწევად გამოხატული მტკიცე ერთგულებისთვის და ხაზი გაუსვა ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების საერთო ხედვას.
22 მაისი 2026, 19:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტართან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც წარმატებით აისახება ენერგეტიკის სექტორში ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის პროცესებში. ითქვა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
22 მაისი 2026, 19:30
მსოფლიო
რუბიო: აშშ მზად არის ჩაერთოს უკრაინის სამშვიდობო პროცესში, თუ გარღვევის შანსი გამოჩნდება - ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის აქამდე გამართული მოლაპარაკებები, „სამწუხაროდ, ნაყოფიერი არ ყოფილა“, თუმცა ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს, კვლავაც შეასრულოს თავისი როლი ამ პროცესში.
22 მაისი 2026, 19:23
მსოფლიო
ნატომ უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე ოფიციალურად მიიწვია
ნატომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე ოფიციალურად მიიწვია, - განაცხადა პარასკევს ალიანსის ხელმძღვანელმა, მარკ რუტემ.
22 მაისი 2026, 19:10
პოლიტიკა
ვახტანგ ბაჩიაშვილი: „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებით ქართული ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს
აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების გამარტივებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას. მომხსენებლის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს.


