imedi /  22 აპრილი 2020, 23:12 / სანდო წყარო

ავსტრალიელმა ორსულობის შესახებ მშობიარობის წინ შეიტყო

ავსტრალიის ქალაქ ქუინსლენდის მკვიდრმა ორსულობის შესახებ მშობიარობის წინ შეიტყო. ამის შესახებ Nine News-ი წერს.

15 აპრილს 18 წლის ემბერ სმიტმა შხაპის მიღებისას თავი ცუდად იგრძნო. „მულის არეში საშინელი დაჭიმულობა ვიგრძენი, რამდენიმე წამში კი წყლები დავღვარე და დავიყვირე“- ამბობს გოგო. ყვირილის ხმაზე აბაზანაში მისი საქმრო შევიდა, რომელმაც დაინახა, რომ მის საცოლეს მშობიარობა დაეწყო.

როგორც სმიტი ამბობს, მას არც კი უეჭვია, რომ ორსულად იყო. „ეს 9 თვე ჩემთვის ჩვეულებრივი იყო. ციკლი ყოველთვის არარეგულარული მქონდა, ამიტომაც უჩვეულო არაფერი შემიმჩნევია. მშობიარობამდე მუცელი გამეზარდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ძლიერი მადის ბრალი იყო“- ამბობს ემბერ სმიტი.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 09:53

საზოგადოება

აპრილიდან სკოლის მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ

კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.

12 აპრილი 2021, 09:46

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 1 ადამიანი

დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

12 აპრილი 2021, 09:28

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +9 გრადუსია. დედაქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

12 აპრილი 2021, 09:11

საზოგადოება

პარლამენტში ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ

დარგობრივი კომიტეტის წევრებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარუდგენს. კომიტეტის სხდომა 13:30 საათზეა ჩანიშნული.

12 აპრილი 2021, 09:07

საზოგადოება

თბილისის ქუჩების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეცილს, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

12 აპრილი 2021, 08:45

რეგიონი

ძლიერმა ნალექმა ბაკურხევის 6 სოფელს პრობლემები შეუქმნა

მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი. მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

12 აპრილი 2021, 08:19

სამართალი

პარლამენტში დღეს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს მოისმენენ

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“ - ეს არის საკითხი, რომლის თაობაზეც დეპუტატები დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

ანზორ ჩუბინიძე

12 აპრილი 2021, 08:09

სამართალი

დღეს პარლამენტში ანზორ ჩუბინიძეს მოუსმენენ

ანზორ ჩუბინიძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ჯგუფის ფორმატში წარდგება და დეპუტატებს 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მოსმენა 16:00 საათზე იგეგმება.

12 აპრილი 2021, 08:02

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. ისრაელში ჩასვლას და დასაქმებას ჯამში საქართველოს 1000-მდე მოქალაქე შეძლებს.

12 აპრილი 2021, 00:50

ტაბლოიდი

იაპონიაში დეპუტატი კაცები ორი დღის განმავლობაში ხელოვნურ მუცლებს ატარებდნენ

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები უბრალოდ სპექტაკლია და მთავრობამ ორსულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას.

მეგობრები

12 აპრილი 2021, 00:15

კულტურა

მეთიუ პერიმ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებებიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა

პანდემიის გამო გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდი HBO Max-ზე წელს გავა.

თეა წულუკიანი

11 აპრილი 2021, 23:43

კულტურა

იქნება თუ არა თეატრებში ცენზურა - თეა წულუკიანის განმარტება

„მე არ მაქვს ამის სურვილი. ერთადერთი, რაც მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არის სამინისტროს აპარატში, ვინც არის საჯარო მოხელე, მათ უფრო მეტად შრომა ევალება სწორედ მსახიობებისთვის, რაც არ უნდა იყოს მათი მოსაზრება, მხატვრებისთვის, მწერლებისთვის, ყველასთვის, იქნება ის ჩვენი ორგანიზაციის ნაწილი თუ თავისუფალი შემოქმედი. საჯარო მოხელეებმა, ვინც აპარატში იმუშავებს, უფრო მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ნინო ლომჯარია

11 აპრილი 2021, 23:26

პოლიტიკა

სახალხო დამცველი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

თეა წულუკიანი

11 აპრილი 2021, 23:09

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „პოლიტიკური მგელი“ ჩემთვის ბიძინა ივანიშვილია, იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა

ქართულ პოლიტიკაში, თუ დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „მგელი“ ნამდვილად იყო, თუმცა მას „მელას“ უწოდებდნენ, ესაა შევარდნაძე, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“განაცხადა.

თეა წულუკიანი

11 აპრილი 2021, 23:00

კულტურა

თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იგივეა, რაც იუსტიციის სამინისტრო

„იმედის მაქვს, ეს სამინისტრო საშუალებას მოგვცემს, რომ ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა იყოს ურთიერთგაცვლის რეჟიმში, ისე რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ერთ მიზანს - გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, გვქონდეს წვდომა კულტურაზე, მათ შორის სოფლებში და ასევე ეს ყველაფერი კეთდებოდეს არა უბრალოდ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ვაკეთოთ, არამედ მომავალი თაობებისთვის“, აღნიშნა მინისტრმა.

11 აპრილი 2021, 22:49

კულტურა

ზუგდიდის თეატრი 153 წლისაა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ „ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი“, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.

მეგი ბაქრაძე

11 აპრილი 2021, 22:30

COVID19

რას აცხადებენ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები

რეგულირების სააგენტო ასევე ცდილობს დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მეგი ბაქრაძის მდგომარეობის დამძიმებასა და ვაქცინას შორის. ამ შემთხვევით დაინტერესდა AstraZeneca-ც. ადვოკატების ინფორმაციით, კომპანიამ უკვე გამოითხოვა საქმის მასალები და ვაქცინის ამპულა.

თენგიზ ცერცვაძე

11 აპრილი 2021, 22:26

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადის უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში

საქართველო გზაგასაყარზეა, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდია, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

11 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, PACE რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ რეზოლუციას ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად დააბრალა საკუთარ სახელმწიფოს ის პოზიცია და ის შემადგენლობა, რომელიც ამ მუხლშია ასახული. დიახ, ამ რეზოლუციაში არსებობს ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პუნქტი, მაგრამ არ იყო აუცილებელი, რომ ამ ყველაფერს ჰქონოდა ქართული დელეგაციის მხარდაჭერა, რაც მთლიანად რეზოლუციის და უშუალოდ ამ პუნქტის მხარდაჭერას გულისხმობს. ამ რეზოლუციას ისედაც მიიღებდნენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შალვა პაპუაშვილი

11 აპრილი 2021, 21:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: გასაოცარი იყო, რომ ასეთ რაღაცას აბრალებს საკუთარ ქვეყანას

„დღეს, როცა ცდილობენ ახსნან საკუთარი საქციელი, საუბრობენ სხვა პუნქტებზე, რომლებშიც საუბარია ოკუპაციაზე და იმ კარგ ჩანაწერებზე, რომელიც ამ რეზოლუციაში არის. თითქოს ამ ჩანაწერების გამო ამ კომპრომისზე წავიდნენ. უპირველეს ყოვლისა, რანაირი კომპრომისია, როცა კომპრომისის აქეთ მხარეს დგას ის, რომ საკუთარ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას, აბრალებ კასეტური ბომბების გამოყენებას. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კომპრომისის ნაწილი იყოს“, - აცხადებს პაპუაშვილი.